I...'s blog

I...
49, Batumi, Γεωργία

13.05.2013


ასე არასდროს არ მყვარებია
შენი მშიშარა სხეულის სითბო-
თითქოს პირველად შეგახე ხელი,
უკანასკნელად გიყურებ თითქოს.

ტყუპისცალივით ხარ ახლობელი
და ამავე დროს, უცხო სრულიად...
ასე იწყება ალბათ სიცოცხლე,
ანდა ეს უკვე აღსასრულია!


26.02.2015

მთელი ცხოვრებაა გეძებ,

მთელი ცხოვრებაა გნატრობ,
იცი?!… შემეშალე ერთხელ,
ახლა მოგაგენი ვატყობ.
აი, ის ღიმილი სადაც
ერთ დროს დავიკარგე უკვე,
ჟამის გარდახდომის დროდან,
ახლა სიგიჟისკენ ვუხვევ.
აი… გაწვიმებას იწყებს,
ხალხიც მოეფარა კედლებს,
მე კი გამოვედი გარეთ
უნდა შეგეფეთო მე შენ…
მე ხომ ფიქრები მაქვს გიჟის,
არანორმალურის ფერი,
დიახ, სიჩუმეა ირგვლივ,
მე კი სიყვარულზე ვმღერი.
ისევ წინათგრძნობის ხმა მაქვს,
მჯერა გამოივლი ქუჩად,
ფეხსაც არ მოვიცვლი არსად,
აქ დაგელოდები ურჩად.
აი გულისცემა სადაც,
დროც კი უჩვეულოდ მოდის,
არა, აღარ მინდა წასვლა,
გრძნობამ მიმაჩვია ლოდინს…
მთელი ცხოვრებაა გეძებ,
ახლა უნდა გითხრა ფიცი,
უკვე გავიზარდე შენ კი
ჩემი ბავშვობა ხარ ვიცი.
როგორ გნატრულობდი ადრე,
ჩემი ოცნებების ლოცვად,
დიახ მოვაღწიე დღემდე
შენი სიყვარულიც მომყვა.
დიახ, ასეთია დილა,
მაინც მოიფიქრებს რამეს
ისევ გამოიღებს სხივებს
ისევ გაანათებს ღამეს,
რაც კი ნატვრა მქონდა ადრე
რაც კი არ ამხდარა ჩემთვის,
იცი?!… გათენებას იწყებ,
და მეც დღის სინათლეს გეტრფი…
დიახ,…


10.03.2015


ამ მოწყენილ მხარეში,
ისმის შფოთვა ხეთა,
სევდა ჩადგა თვალებში,
ახლა სად ხარ დედა.
მოდი, მომიალერსე,
მახსოვს წლები მზეთა,
დედის გულის ზღაპარი
შემახსენე დედა.
დედი, შენი ტკივილი,
სად იწყება ნეტავ,
მენატრება ტირილი,
შენი ცრემლიც დედა.
ამ გაყინულ მხარეში,
შენი ლოცვა მდევდა,
სამყარო შენს თვალებში
სულ სხვა არის დედა.

/მამა პეტრე/


ყოველი ადამიანი მთაში მიტოვებული ტაძარივით მარტოა...
ბევრი მიმსვლელ-მომსვლელით... ზოგს მიაქვს, ზოგსაც მოაქვს.
იმდენად ავსებენ ერთმანეთს, რომ საბოლოოდ მთაში მიტოვებული ტაძარივით რჩებიან... heart emoticonheart emoticonheart


10.03.2015

სულში ამაგლიჯეს გაზაფხული,
ირგვლივ გადახუნდა ყველა ფერი
ვივლი უსასრულოდ დაზაფრული,
რადგან ამაოა ყველაფერი....


10.03.2015

ისევ ბევრჯერ დაგვასველებს წვიმა მარტის,

გაგვაბრუებს სოფლის ბოლოს აკაცია,
მოიისფრო გაზაფხულზე შემიყვარდი,
ვისაც გული არ უსკდება რა კაცია-

სიყვარულით, როგორც კვირტი არეული
მზის ქვეშ ცვენა ზეციური მანანების,
გაზაფხულის საღამოა მთვარეული
ვიფიქრებ და გაგიხსენებ დანანებით,

რადგან ბევრჯერ დაგვასველებს წვიმა მარტის,
სოფლის ბოლოს ისევ ცელქობს აკაცია,
ეს დრო იყო უგონოდ რომ შემიყვარდი,
ცამ რომ ფარდა საბოლოოდ გადასწია...

/მამა პეტრე/


ვფიქრობ, უშენობა მეჩვენება,

თუ ეს სინამდვილის ბრალია.
მგონი არ ამცდება შეჩვენება,
ეს ხომ შეშლილობის ზღვარია.
ახლა ზეცა ისე ახლო არი,
ვფიქრობ, ღირს კი მაინც გაფრენა.
თუ სჯობს ისევ დავრჩე მათხოვარი,
ჯერაც ვერ ვისწავლე დათმენა.
ახლა მკვდარი ვარ და განწირული,
ბნელში ვაფათურე ხელები.
სულში სიკვდილი მაქვს ჩაკირული,
როგორც მძიმე განსაცდელები.
ვფიქრობ, ყველაფერი მეჩვენება,
ახლა აღარავინ მიშველის.
კარზე აკაკუნებს შეჩვენება,
მე კი მკვდარი ვარ და შიშველი.

/მამა პეტრე/


მიწა უსახოა, ზეცა_უსასრულო... ტკივილი გაუსაძლისი, სიყვარული_აზვირთებული ტალღა, დაუტევნელი განცდა, ძალა, რომლითაც შეიძლება ჭეშმარიტებას, თვით უფალს ეზიარო....

მოძღვარი გზაა ედემისკენ_ დაკარგული სამოთხისკენ, რომლის ბჭე ვიწროა და ეკლიანი, დაბრკოლება ათასნაირი, ბრძოლა ულევი, სევდა მიმომწვლილველობისა, მაგრამ მოძღვარი_სიტყვამართალი, რწმენა ჯვარცმული ავაზაკისა და მერმა აღდგომა,დათრგუნვა სიკვდილისა...
მოძღვარი ძალაა, რწმენაა, ღმერთთან მიახლოვება, მოძღვარი იმედია დაკარგული სამოთხის პოვნისა... მოძღვარი სევდაა, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა...

/მამა პეტრე/


10.03.2015

ვფიქრობ, უშენობა მეჩვენება,

თუ ეს სინამდვილის ბრალია.
მგონი არ ამცდება შეჩვენება,
ეს ხომ შეშლილობის ზღვარია.
ახლა ზეცა ისე ახლო არი,
ვფიქრობ, ღირს კი მაინც გაფრენა.
თუ სჯობს ისევ დავრჩე მათხოვარი,
ჯერაც ვერ ვისწავლე დათმენა.
ახლა მკვდარი ვარ და განწირული,
ბნელში ვაფათურე ხელები.
სულში სიკვდილი მაქვს ჩაკირული,
როგორც მძიმე განსაცდელები.
ვფიქრობ, ყველაფერი მეჩვენება,
ახლა აღარავინ მიშველის.
კარზე აკაკუნებს შეჩვენება,
მე კი მკვდარი ვარ და შიშველი.

/მამა პეტრე/


01.03.2015

ისევ ბევრჯერ დაგვასველებს წვიმა მარტის,

გაგვაბრუებს სოფლის ბოლოს აკაცია,
მოიისფრო გაზაფხულზე შემიყვარდი,
ვისაც გული არ უსკდება რა კაცია-

სიყვარულით, როგორც კვირტი არეული
მზის ქვეშ ცვენა ზეციური მანანების,
გაზაფხულის საღამოა მთვარეული
ვიფიქრებ და გაგიხსენებ დანანებით,

რადგან ბევრჯერ დაგვასველებს წვიმა მარტის,
სოფლის ბოლოს ისევ ცელქობს აკაცია,
ეს დრო იყო უგონოდ რომ შემიყვარდი,
ცამ რომ ფარდა საბოლოოდ გადასწია...

/მამა პეტრე/


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά