salloo's blog

salloo
29, Tbilisi, Γεωργία

როგორ გიხდება შავი თვალები

და მაგ თვალებზე პატარა ცრემლი
აგატირებდი ერთ ღამეს მაგრამ
ხელშესახებად არ მემეტები

ქალიშვილური ეგ სიამაყე
ისე მატყვევებს და ისე მიპყრობს
დადგება ერთი ლამაზი ღამე
და იმ ღამეში აღარ დაგინდობ

ვიცი დამიწყებ ხელი გამიშვი
ჩემს პატრონს მხოლოდ მე ერთი ვყავარ
არ დავიჯერებ შენს შემკრთალ სიტყვებს
და მხრებზე ხელებს შემოგხვევ მაგრად

ამიტირდები როგორც ბეღურა
და დაიწყება ფიცი,ვედრება
მაგრამ ეგ შენი ლამაზი ტანი
ხელშესახებად არ მემეტება

"არ გეცოდები?"მოთქვავ ტირილით
"ვაიო"იტყვი ქალწულის ბრალი
წაგიჩურჩულებ "ღმერთმა შემინდოს"
და იმ ღამეში გახდები ქალი



ჯერ სიყვარული კაბასავით გამოიცვალე,
სარკემ იხილა შენი მხრების შიშველი მზერა,
მერე იწვიმე ნაწვიმარი, ბობის საცოლეს
მეგობარივით ვეყვარები, ძალიან მჯერა.
თეთრია არა? გაგხდიან და ღამე ჩაიცმევს,
დაკარგულ სულში შოფ–ტურებზე იჩუმკისკისებ,
გამხდარ ოთახში მოგიტანენ ვნებას საინძე,
დაშაშრულ ტუჩებს შეექცევი მერე ვისკიზე.
ძალიან მჯერა და დავყურებ ქალაქს ზემოდან
და ისიც ვიცი, მიატოვე ჰანტელი, სინდი,
ესხვაფერები ოცნებების ახალ ჩემოდანს,
ბობი ნამდვილი ვაჟკაცია, ვფიცავ სინდისს.
ეს ექვსი თვეც და მარტის სამში გაჩუქებს იას,
ნაიმწუთარი მოგონება დარჩება ცალკე,
მიდი, იწვიმე, ინაწვიმრე, ნუ გეშინია,
საიდუმლოებს საუკუნოდ ინახავს სარკე.


უკვე დიდიხანია ბლოგი არ დამიდევს და მივხვდი რო რაგაც მაწუხებს... ვწერ უბრალოდ სიტყვებით და ბევრისთვის გაურკვევლად.. არ შემიძლია იმის დაწერა რას ვგრძნო,როგორ მტკივა... მშურს თქვენი ვინც ტკივილს ლექსში გამოხატავს მე ხომ ესეც არ შემიძლია.

უბრალოდ ვერ ვიტან!
-უაზრო
-უყურადღებო
-უპასუხისმგებლო
-უინტელექტო
-უუნარო
-უნიჭო
-უპერსპექტივო
-უხასიათო
-უტრაკო:)
-უგრძნობ
ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ს !


მე სიფრიფანა პატარა ქალი,
შენ გოლიათი ჩემგან ძლეული…
შენ თუ თვლი რომ შენ დამადგი თვალი
ცდები: თვითონ ხარ ჩემი რჩეული.
ფერად სათვალით მე არ გიყურებ,
ალბათ არც შენ გაქვს ჯადოქრის ჯოხი,
მოდი და მხრებით გადმომახურე
დიდი იმედის პატარა ქოხი…
მე ვარ ტკივილი დიდი და მცირე
მე ვარ შენს ირგვლივ-ახლოც და შორიც
მე დაგრთე ნება რომ იყო ხიდი,
ჩემს ზამთარსა და გაზაფხულს შორის.
შენ თავს მევლები სუსტსა და ძლიერს
შენ მძლეთამძლე და მაინც ძლეული…
შენ რომ გგონია შენ ამირჩიე,
თვითონ ბრძანდები ჩემი რჩეული


08.05.2013

ჩვენ სამში,
პირველი აუცილებლად მე მოვკვდები,
იცი შენ მერე, რაც უნდა ქნა...
მაგრამ ეგ მერე...ჯერ მე მომხედე!
ის კაბა ჩამაცვი,
რომელშიც პირველად მნახე და გაიფიქრე:
რა ლამაზი ცოლი ჰყოლია...ჩემთან რაღა უნდოდა?
...და სარკისკენ გაგექცა მზერა.
სარკეში ვჩანდით: შენ, ეჭვიანი საყვარელი –
მახვილი კუთხე,
მე ლაღი და გაშლილი – ცოლი.
ეს შენ ცდებოდი,
ცრემლებად რომ იღვრებოდა:
გიჟიაო...არ მიკარებსო...
ძალიანაც ვნებიანი გვქონდა საწოლი.
მაგრამ რა დროს ეგაა!
როცა მოვკვდი...
როცა უნდა დამმარხო.
ხომ მართლა მოხვალ?
უნდა განახო,
როგორ მიგლოვებს,
ან როგორი ექნება მზერა,
გინდა? ორმოც დღეს ნუ დამაცდი,
ქვეშაგები ამილაგე,
გაფინე შენი
და ყოველღამე გაიგონებ როგორ მტირის,
ძილბურანში როგორ მეძახის...
ჩვენ სამში,
მეორე ეგ მოკვდება,
კუბოში ჩემი ნაჩუქარი პერანგი ეცვას,
შენი – მხრებში მოუჭერს...
პანაშვიდზე,
სკამი გამოსწიე, თავთან მიუდგი
და მომსვლელს არა,
(მათ მერეც ნახავ)
ამას უყურე.
(კიდევ კარგი უკვე მკვდარი ვარ!)
მერე მოდი,
გვერდით მომიმარხე!
შებრუნდი!
წადი!
ჩემმა თვალებმა
აქ მესამედ არ…


ხვალიდან ყველა დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს ისე,თითქოს არაფერი არ მომხდარა. მხოლოდ შენს მშობლებს დარჩებათ სიცოცხლის ბოლომდე სიცარიელე,სადღაც,გულის მიყრუებულ ადგილას.

დღეს შენ მიწა დაგაყარეს. მიწად იქცევი შენც და ძალიან მალე მათ შეუერთდები.

ხვალიდან ყველა ისევ გაიღიმებს,მხოლოდ ხანდახან გაახსენდებათ,რომ ოდესღაც,მათ შენ მიწა დაგაყარეს.

დღეს შენ ბოლოჯერ ჩაგეხუტნენ.

ხვალიდან ვეღარავინ იგრძნობს,როგორი სითბოა შენს მკლავებში.მხოლოდ მას დარჩება შენი კანის სუნი.
დღეს შენ ყველას ახსოვდი.

ხვალიდან ძალიან ცოტას ემახსოვრები..დღესასწაულებზე.

დღეს შენ ყველას უყვარდი.

ხვალიდან…ალბათ ისევ ეყვარები.

დღეს ყველას უნდოდა შენი ხმის მოსმენა,შენი მოფერება.

ხვალიდან გააგრძელებენ ლაპარაკს იმის შესახებ,რომ ეს არ უნდა გაგეკეთებინა.

დღეს ყველას უკვირდა.

ხვალიდან…ხვალიდან ალბათ აღარ გაუკვირდებათ.

დღეს მხოლოდ შენ იყავი,დღეს მხოლოდ შენ გეკუთვნოდა ყველას ფიქრები,დღეს მხოლოდ შენს გარშემო ტრიალებდა ყველა,ვინც გიყვარდა,ვისაც უყვარდი,ვისაც უბრალოდ შეეცოდა გოგო,რომელსაც…


არ მიყვარს ხასიათი,სტატუსით–,,შემეტენე,,
და ფიქრი სახელად–,,ესეც არ დავკარგო,,
ჩაიცვა ყველაფერი რაც ტანზე გეტევა და
,,თუკი ვერ მხედავენ გავკარი სიმართლე,,–ს
ვერ ვიტან...
და ჩემ თავს ვკარნახობ:
ნერვები დამწყდარი სულ უნდა ვათრიო,
მომკლან და ვერ ვიტან ბოღმებს და ნარცისებს!
ნაბიჭვარს,რომელიც კადრივით მოძრაობს
და გული დამწყვიტა წარსულში არც ისე...
რა ვუყოთ...
ჯიბეში მიყრია გროშები,
გავდივარ,ვუღიმი გამვლელს და გამომვლელს,
მე ვიცი ცხოვრებას სწორედ იქ მოვრჩები
ძარღვებში პროტესტს და სისხლს როცა გამოვლევ,
იქამდე შორია...
ფეხები მძიმე და ...სახლისკენ მიმათრევს,
დღეს წვიმდა...ჯიხურთან სიგარეტს ვაბოლებ,
ვუღიმი მნახველებს–(რომლებიც ზურგს უკან
ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობენ)
სხვებს აღარც ვუღიმი...
მახველებს...
დილიდან სისხლსა და ბაცილას,
გადავრჩი ვითომ და–
(სუნთქვა და ხურდები არასდროს გეყოფა თუ გზაში დაგცილდნენ...)
ძნელია,ვერ ვიტან კაცისგან–დაჩაგვრას !
ვერ ვიტყვი , რომ ფეხზე მკიდიან ჭორები,
არადა სურვილი იმდენად დიდია,
უთუოდ ცხოვრებას ჩამოგაშორებენ
თუ ზურგით დადგები...
ჰო,ვფიქრობ ხანდახან...და მართლა…


ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოლოგიური ტესტი.

1. ზღვაში იყურები (შენი პირველი შეგრძნება, შეგიძლია დახუჭო თვალები)

2. მიდიხარ ტყეში და იყურები ფეხებზე (რას გრძნობ, პასუხისთვის გაქვს 30–40 წამი)

3. ხედავ მფრინავ თოლიებს (რას განიცდი ამ დროს, სწრაფად პასუხობ და გადავდივართ შემდეგზე)

4. ცხენების რემა (ბევრი ფიქრის გარეშე, დაწერე რაც თავში მოგივა)

5. უდაბნოში არის კედელი, პატარა ნახვრეტებით, რომლიც უკანაც არის ოაზისი
(ამ კითხვაში საჭიროა, შენი ქმედება და არა ფიქრი)

6. უდაბნოში დაღლილი, ხედავ გზაზე წყლით სავსე ჭურჭელს, რას აკეთებ
(რას განიცდი, დაწერე ფურცელზე)

7. ტყეში დაიკარგე, მოსაღამოვდა და დაინახე სახლი, რომელშიც შუქი ანთია (რას გააკეთებ)

8.ნისლში ხარ (მოქმედება, როგორ მოიქცევი)

(პასუხები კომენტარში




რეზულტატები: რას გულისხმობდა ფროიდი.

1. შენი დამოკიდებულება სიცოცხლის მიმართ, ემოციები და შეგრძნებები.

2. როგორ…


გვირილას გავხარ...
სიყვარულად ამოსულს მთებში...
შენი თვალები ტბები არის
და შიგ ცა მოჩანს...
თეთრ ფურცლებს გაცლი...
მსურს გაგიცნო…და ვმარჩიელობ...
გიყვარს?..არ გიყვარს?..
წასაკითხი ისე ბევრია...
ყავის ჭიქიდან გიყურებენ ზღაპრის გმირები...
მე ხან ჯადოქრად მეჩვენები და ხან ფერიად...
ჩემი ვნებები მივუტოლე შენს ლავის ნაკადს...
ნამცეცებია უსუსური... არაფერია...
აჰა,დასრულდა,უკანასკნელ ფურცელსაც გაცლი...
შემოგახიე საპატარძლო კაბა უბიწოს...
გრძნობის ყურებით მე მოვუსმენ ნაცნობად განცდილს...
თრთოლვით მოგწყვიტე... ფრთები გინდა ეხლა უმიწოს...
განძარცული ხარ, არსი შენი მხოლოდ გულია...
დიდება უფალს!!! გადმოღვრილი ფერთა პალიტრა
ხატის სიღრმეში დამალული შენი სულია...
ჯვარს მოიკიდებს და ზეცაში მზესთან აიტანს...
არ იცი რა გინდა...
არ იცი რად გინდა...
მე კი აი ამ წუთას სულ ზუსტად ვიცი,რომ...
გეძებდი... გიპოვე...
უშენოდ არ მინდა...
გვირილას გავხარ...
ასეთი ნაზი... ასეთი წმინდა...
გულის ლარნაკში ჩაგისვი და...
ვდღესასწაულობ..


26.03.2013


ცხოვრება რაა?!-უცებ გაგთელავს!
იმედი რაა?!-ისიც გაგწირავს!
იფრინა როგორც ციცინათელამ,
ჩემი სიცოცხლის ერთმა ნაწილმა.
უკვე გამაკრეს ძელზე სიტყვებმა,
უკვე წაიღეს სუნთქვა ბგერებმა,
ახლა უბრალო აზრიც მისხლტება,
ახლა პატარა სიოც მერევა.
რა ვარ, რა ვიყავ?!--ჩემი ხელები,
დაშვებულია, როგორც ნიჩბები,
მოჩვენებითი ბედნიერებით,
გაურკვეველი კითხვის ნიშნებით...


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά