(ქუჩაზე ,,გოგონა ბუშტებით,, გადადის) მიმიშვი...ფანჯრებთან
29, Tbilisi, Γεωργία

არ მიყვარს ხასიათი,სტატუსით–,,შემეტენე,,
და ფიქრი სახელად–,,ესეც არ დავკარგო,,
ჩაიცვა ყველაფერი რაც ტანზე გეტევა და
,,თუკი ვერ მხედავენ გავკარი სიმართლე,,–ს
ვერ ვიტან...
და ჩემ თავს ვკარნახობ:
ნერვები დამწყდარი სულ უნდა ვათრიო,
მომკლან და ვერ ვიტან ბოღმებს და ნარცისებს!
ნაბიჭვარს,რომელიც კადრივით მოძრაობს
და გული დამწყვიტა წარსულში არც ისე...
რა ვუყოთ...
ჯიბეში მიყრია გროშები,
გავდივარ,ვუღიმი გამვლელს და გამომვლელს,
მე ვიცი ცხოვრებას სწორედ იქ მოვრჩები
ძარღვებში პროტესტს და სისხლს როცა გამოვლევ,
იქამდე შორია...
ფეხები მძიმე და ...სახლისკენ მიმათრევს,
დღეს წვიმდა...ჯიხურთან სიგარეტს ვაბოლებ,
ვუღიმი მნახველებს–(რომლებიც ზურგს უკან
ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობენ)
სხვებს აღარც ვუღიმი...
მახველებს...
დილიდან სისხლსა და ბაცილას,
გადავრჩი ვითომ და–
(სუნთქვა და ხურდები არასდროს გეყოფა თუ გზაში დაგცილდნენ...)
ძნელია,ვერ ვიტან კაცისგან–დაჩაგვრას !
ვერ ვიტყვი , რომ ფეხზე მკიდიან ჭორები,
არადა სურვილი იმდენად დიდია,
უთუოდ ცხოვრებას ჩამოგაშორებენ
თუ ზურგით დადგები...
ჰო,ვფიქრობ ხანდახან...და მართლა ვერ ვხვდები,
რომ ,,მტრების ჯინაზე კარგად ვართ,,–ძალიან
ვოცნებობთ...ღრუბლებში დავფრინავთ და მაინც
ზურგს უკან სამარის სათხრელად გვცალია–
მიწა გვაქვს ფრჩხილებში...
ჰო ძმაო!ჰო!ასე გავდივართ ფინიშში
ეს ლექსი შენზეა და უკანასკნელი,
და ახლა,უბრალოდ სარკმელთან მიმიშვი...
(ქუჩაზე ,,გოგონა ბუშტებით,, გადადის)
მიმიშვი...ფანჯრებთან

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά