nana45's blog

nana45
52, Tbilisi, Γεωργία

19.10.2011

თვალზედ მომადგება ორი ცრემლი,
ორად ორი ცრემლი შენი მონატრების,
როცა მარტო ვრჩები ვცდილობ არ ვიტირო,
მაგრამ მაინც ჩნდება ცრემლი მონატრების.
სანთელს ავანთებ და ხატთან დავიჩოქებ,
გულზე მომეშვება ცოტა დავმშვიდდები,
მაგრამ სანთლის შუქზე მაინც გაბრწყინდება,
ორადორი ცრემლი შენი მონატრების...


შენი დანახვა მომწყურდა გესმის?
და ეს წყურვილი ძლიერ მაწამებს,
შენზე ფიქრებმა დამტანჯა უღმრთოდ,
მოგონებისას ძირს ვხრი წამწამებს.
წამი წამს მისდევს, საათი საათს,
ერთი თვე გადის ასე მგონია,
სინათლის ნაცვლად ვუმზერ უკუნეთს,
ერთ საუკუნეს არ მინახიხარ.
შენი დანახვა მომწყურდა გესმის?
ნუთუ წყურვილი ვერ შეგიგრძვნია,
რით ვერ მიმხვდარხარ, რომ უშენობა,
რა ვქნა არაფრით არ შემიძლია.


19.10.2011

დრომ გადათელა ჩემი სული მძიმე ფლოქვებით,
დრომ ღამის მეკვლედ მომიქცია ცისკრის ტოროლა
და შემოდგომას მოღწეული ხმელი ფოთლები
საფარფატოდღა დამიტოვა თითო-ოროლა.

მიტომაც ხედავ ჩემს მზერაში სიცოცხლის დამლევს,
ჩემს წუთისოფელს ჩამავალ მზეს მიტომ ადრიან,
გარდაცვალების მოციქულად მოვლენილ ღამეს
მიტომ ვუმზადებ საბრძანებელს დილაადრიან.

მიტომაც ვდგავარ დროის ფერფლით გარსმოხვეული,
მიტომ მამსგავსებ სიყმაწვილის მიმქრალ ორეულს,
მშიერი მიწის საკვებადღა შემრჩა სხეული
და მიტომ ვგავარ მე სიკვდილით ვნებამორეულს.

და რადგან ასე დავრდომილს და დღემოკლეს მხედავ,
მე შენს სიყვარულს უფრო ძლიერ ამიტომ ვბედავ....


19.10.2011

ო,მაპატიე ჩვენს შეხვედრებს ზღვარი დაედო
დავრჩით შორიშორს ბედისწერას ასე ენება
ო,მაპატიე უნდა გავძლოთ უერთმანეთოდ
თუმცა ძნელია სხვაგან ვპოვო ბედნიერება
მე ვიცი,ტანჯვის უეცარი ჩამოქროლებით
კვლავ ათრთოლდები უიმედო ძიების წილად
როცა მოისმენ ისევ ისე გულაჩქარებით
სახელს იმისას ვინც დაკარგე დიდი ხნის წინათ
სულ ერთი წამით შევხვდით ერთურთს,სულ ერთი წუთით
მაგრამ იმ წამში უკვდავება ვიგემეთ სრული
ჩვენ ყველა გრძნობა,ყველა გრძნობა უცებ დავცალეთ,
და ერთ კოცნაში ამოვხადეთ ყველაფერს სული,
ო,მაპატიე,მაპატიე,და განუსჯელად
იმ ჩვენ ხანმოკლე სიყვარულზე არ დაგწყდეს გული,
მძიმეა,მძიმე,განშორება,მაგრამ ეს მჯერა-
ჩვენი შეხვედრა იქნებოდა უფრო ტანჯული


19.10.2011

მე მხოლოდ მსურდა მეამბა შენთვის,
როგორ მიყვარდი, როგორ მიყვარხარ...
თუმცა დამემსხვრა ოცნების ფრეთები
და არც კი ვიცი ახლა ვისთან ხარ.
მე მხოლოდ მსურდა, - არ დემაკარგა
შენი ნათელი თვალების სხივი
და არ მინდოდა სხვისთვის გეჩუქა,
დამათრობელი შენი ღიმილი.
უმთვარო ღამით დავდივარ მარტო
და მწარე ცრემლებს ვტოვებ კვალდაკვალ.
რატომ დაღამდა ლურჯი საღამო,
ან ყვავილები სად დამეკარგა?!
თუმცა დამემსხვარ ოცნების ფრთები
და არც კი ვიცი ახლა ვისთან ხარ,
მე მაინც მინდა გიამბო ისევ
როგორ მიყვარხარ! როგორ მიყვარხარ!!!


19.10.2011

მე უშენობა ფიქრებს მიწეწავს
როგორც ტრამალებს ქარის ტირილი
ღმერთმა ხომ იცის როგორ მიყვარდი
რად დამიტოვე ეს სიმძიმილი
მე შენგან რამდენ ტკივილს ვიტანდი
არ დამცდენით ბედის ჩივილი
შენ ჩემს სიცოცხლეს ალამაზებდი
როგორს გაზაფხულს ირმის ყვირილი
შენგან უწყალოდ ნატკენი გული
მკერდში რამდენჯერ ამიტირდება
რამდენ ალიონს შევხვდები ცრემლით
უშენოდ როგორ გამიჭირდება
ეს მონატრება ასე ძლიერი
ზღვებს ქარიშხლებად გადაევლება
ჩაიყვავილებს ჩემი აპრილი
შენს მოლოდინში დამიზამთრდება.


19.10.2011

მხოლოდ მას შემდეგ რაც გაგიცანი

აღმოვაჩინე რომ არსებობს თურმე სიკვდილი და მეშინია...

მხოლოდ მას შემდეგ რაც გაგიცანი

აღმოვაჩინე, რომ არსებობს თურმე ღალატი და მეშინია...

მაგრამ მას შემდეგ რაც გაგიცანი,

აღმოვაჩინე სიყვარულიც და ბედნიერი ვარ

აღმოჩენის დიდი უფლებით

და მეშინია მდიდართა შიშით....

მხოლოდ მას შემდეგ რაც გაგიცანი აღმოვაჩინე თვითონ შიშიც

და ახლა შიშის დაკარგვისაც მეშინია


19.10.2011

shens cisper tvalebs
შენს ცისფერ თვალებს როცა შევხედავ,
უსაზღვრო სევდას მე ვამჩნევ მათში
და ფიქრი ფიქრზე თითქოს სცურავენ
უსიტყვო ტბაში, უხმო კამათში
და ხშირად მინდა გკითხო,თუ რისთვის
ასე სასტიკად გექცევა ბედი ,
რისთვის წაგართვა სპეტაკი რწმენა ,
მაგრამ ,როდესაც წარმომიდგება ,
რომ კაეშნისთვის სიტყვა არ არის
მე მხოლოდ გიცქერ და ვწუხვარ
ჩუმად მიმონებს დარდი სამარის
ასე ორ გულში ერთი ნაღველი
გაუნელებლად იწვის და იწვის
ასე იტანჯვის ორი არსება
და ვერრა უთქვამთ ერთმანეთისთვის....


19.10.2011

მე ავტირდები ისე თითქოს უკანასკნელად
სწყდებოდეს ცრემლი ჩემს თვალებს,
მერე წაიგებს ეს სევდიანი ცრემლი ჩემს დარდებს.
მე ავტირდები,ამატირებს მე უშენობა,
ტყუილად ვცდილობ შენს
ხატებას ხელით შევეხო ვერ შევეხები.
მერე კი ჩუმად ავედევნები რომ დაგეწიო.
დაგეწიო და გულში ჩაგიკრა
და ჩუმად გითხრა როგორ ძლიერ მიყვარდი ერთ დროს,
შენ შემომხედავ როგორ უცხოს როგორც შორეულს
მიბრუნდები და გაკვალული ბილიკით წახვალ.
აგედევნები რომ ვიცოდე ვისში გამცვალე
ამ დროს ცრემლები დამიფარავენ შენსკენ სავალ გზას
მე ავტირდები ამატირებს უშენოდ ყოფნა
და მეც შენსავით გაკვალული ბილიკით წავალ.


მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?
ნეტავ იმქვეყნად გრძელდება
კაცის თავგადასავალი?
ბევრი მოსულა ამ სოფლად,
აღზევებულა მრავალი,
მოკლეა წუთისოფელი,
წამით წამამდე სავალი.
სიცოცხლეს გაგვყრის სიკვდილი,
არ იშოვება წამალი,
მხოლოდ ცოცხალთთვის ანათებს
ცაზე მზე ამომავალი.
ვინც რა უნდა თქვას, ქვეყანა
ჩემთვის სამარის კარია,
რაც უნდა ბევრი ვეცადო,
დადგება ჩემი ჟამია,
კაცს თავის ავლადიდება
საიქიოში თან მიაქვს.
მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?
ბევრი მინახავს მოსული,
წასული _ უფრო მრავალი,
ერთი გზა გვიდევს სიცოცხლით,
საიქიოსკენ სავალი,
ყველა იმ გზაზე მივდივართ,
მათხოვარიც და მთავარიც,
სუყველას ზურგზე ჰკიდია
თავის თავგადასავალი,
მარადიული ამქვეყნად
მარტო უფალის გზა არის.


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά