nana45's blog

nana45
52, Tbilisi, Γεωργία

იქნებ, შენა ხარ სიყვარულის უძირო სევდა,

იქნებ, შენა ხარ ამ ცხოვრების ერთი იმედი,

იქნებ, შენს გამო ამ ცხოვრებას ლამაზი ერქვა,

და უშენობას ვერ აღვწერდი ძველი სიტყვებით!

იქნებ ოცნებას შენს გარეშე ღალატი ერქვა

და სიყვარულსაც აღარ ჰქონდა ჩემთვის სათქმელი...

შენს მონატრებას სინანულის ცრემლები ერქვა

დასიყვარულსაც აღარ ერქვა მისი სახელი

იქნებ შენა ხარ ამ ცხოვრების მთავარი აზრი,

სწორედ შენა ხარ სიყვარულით მოგვრილი სევდა

და ამიტომაც მენატრებიყველაზე მეტად!


შენთვის დაიჩოქა ჩემმა ყველა წმინდამ,

შენთვის დაიკარგა ყვეალა ნამი ციდან,

შენთვის დაიღალა ჩემი გული წმინდა,

გადარეულ ქალს კი სიყვარული მინდა.

შენთვის შეივერცხლა ყველა ღერი თმიდან

შენთვის შევაჩერე ყველა წყარო მTიდან,

შენთვის გავექეცი ყველა სატრფოს გზიდან

მაინც ვერ მიმიხვდი მაშინ მე რა მწყინდა

ახლა სხვას გავყვები სხვას მოვნახავ სხვიდან

აღარ დამატყვევო ჩამომეხსენ გზიდან

მაინც ვერ მიმიხვდი?

ახლა მე გავტყდები

სიყვარული მინდა..

სიყვარული მინდა..

სიყვარული მინდა..


არც ერთი სიტყვა სიყვარულზე! საკმარისია!
ყველამ ისედაც მშვენივრად იცის;
ჩემი ფიქრები მასზე ხელს არ გაისვრიან,
გაგონებაც კი არ მინდა მისი!
როდესაც მზერა რამე საგანს ჩაეჭიდება -
ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ არსებობ, რომ იყურები,
რა გაეწყობა, მაინც ასე ხშირად გვჭირდება
სხვისთვის მტკიცება საკუთარი უბედურების. . .
მე ვინ ვარ, მაგრამ, ხდება ხოლმე, მეც გავჩერდები
და ცას ავხედავ, ჩემი სახე რომ არ გამორჩეს
უფალს, რომელიც ზის და ჭედავს თავდაჯერებით
კაცობრიობის ახალ ნაოჭებს. . .
ღმერთმა სისწრაფე რომ დამაკლო, ამ დანაზოგით
დააჯილდოვა ზღვის ქარები და ღამურები.
რაღაცა იწვის ჩვენში მუდამ და ვიტანჯებით,
რადგან არა გვაქვს საკვამურები,
დაგმანულია ჩვენი ფანჯრებიც....


რას დავაბრალო ეს განშორება,
ვის ვკითხო ბედი ან სამართალი.
ნუთუ არასდროს განმეორდება,
ცხადად ქცეული ერთი ზღაპარი?
მონად ვიქეცი მე მოლოდინის,
გაურკვევლობამ მსხვერპლად მაქცია,
თუ სიყვარული იყო ჩვენს შორის
დრომ უცხოებად რატომ გვაქცია?
თუმცა ზაფხულის ცხელმაა დღეებმა,
შენზე ფიქრების ცეცხლში გამხვია,
ვერც დიდმა თოვლმა და ქარბუქებმა
ეს ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ვერ გააცია!
ვინ სთქვა რომ წლები კურნავს იარებს?
და დროსთან ერთად გრძნობებიც ქრება,
შუბლზე მოდებულ ბედის იარაღს,
მოლოდინი თუ გაუმკლავდება...
ხშირად ცრემლები თუ მანუგეშებს,
წარსულზე ფიქრით გული მიკვდება,
ღმერთი შენს თვალებს თუ დამავიწყებს,
ფუჭი ლოდინი არ დამჭირდება!


მოწყენამ ისევ დამრია ხელი,
და ფრაგმენტებად ჩნდება წარსული,
არ ვიცი ახლა ვინ მენატრება,
ჩემთან მყოფი თუ ჩემგან წასული.
არ ვიცი ქვეყნად რისთვის მოვედი,
ვერ გავარკვიე თავი და ბოლო,
იქნებ ცხოვრება მხოლოდ დარდია,
ან მოლოდინი მხოლოდ და მხოლოდ.
რომ რაც ვიცხოვრე იყო მირაჟი,
ამოუცნობი იყო ბილინგვა,
სულ ვცდილობ მაინც ვერ გავარკვიე,
სად მიმიყვანა ჩემმა ბილიკმა


დარდი სველი ფუნჯით ვეღარ გავიქარვე,
და ვერც ფანტაზია აზრად გავიტანე,
ჰოდა ძველებურად ფიქრში დავიმალე,
როგორ დავიღალე...
ისევ სიბნელეში ცრემლად დავიგვარე,
ისევ გათენება ბინდად ავიფარე,
როცა შორს მიმავალ იმედს დაგიძახე,
ვერც კი დამინახე...
ჰოდა გავითვალე მაგრამ ვერ გავთვალე,
ჩემს ცხოვრებაში მართლა მიგათვალე,
როცა სამახსოვროდ ტილოს მიგახატე
ვეღარ მიგამსგავსე...
მერე ეს გრძნობებიგულში დავიმარხე,
დილით გათენება ისევ დავინახე,
კიბე ჩავიარე, ფეხით გავიარე,
გულიც გავიმაგრე, წელში გავიმართე
და თუ მეჩხუბები თავსაც გავიმართლებ
უკვე გავიზარდე...
და თუ შორს მიმავალს გზაში დამიღამდეს
ესეც გამიხარდეს,
თოვლი თეთრია და ღამეს გამინათებს


არ მინდა თვალებს ცრემლი რომ მოსწყდეს,
მაგრამ ტკივილი მერევა ნაცვლად.
მე დღესაც ასე იოლად მომკლეს
და კიდევ ასჯერ მომკლავენ ალბათ.

რომ ფსკერზე ღამე დაეშვა ცივად,
რომ მთვარე კრთება ბილიკის ბოლოს,
რომ გახელილი თვალებით მძინავს,
ეს თქვენი ბრალი არ არის მხოლოდ!

თუ დავემსგავსე ამღვრეულ წყაროს,
ასეთი იყო განგების ნება,
რაც უფრო ადრე ყვავილი ხარობს,
მით უფრო ადრე ყვავილი ხმება.

არ მინდა,თვალებს ცრემლი რომ მოსწყდეს,
არ მინდა,ზურგით ნაღველი ვზიდო.
მაგრამ მე დღესაც იოლად მომკლეს
და ამას მკვლელიც ვერ მიხვდა თვითონ.


წლები მალულად, მაგრამ მაინც ოცნებებს ახშობს,
და ბევრი ბოღმით, იდუმალად დაგეშილია.
ჩემ გულს ტკივილი, განშორება და რისხვაც ახსოვს,
მაგრამ ვიცი რომ სიმარტოვის არ მეშინია.
მე არ მაშინებს შუაღამით სევდის რითმები
სარკმელთან ჩუმად რომ მიმღერებს ობოლი წვიმა.
არც გულუბრყვილო, გამოუცდელ ქალად ვიქცევი
განა ყველა გზა უეჭველად ტაძართან მივა?!
ვერც შემოდგომა ამატირებს ფოთოლცვენისას
და ვერც გაზაფხულს დაუკოცნი გადაშლილ რტოებს.
განთიადიასას ვარდისფერი როგორ შვენის ცას
და მაინც სული გადაღლილი ნაპირებს ტოვებს..
სადღაც ივსება და იცლება ისევ თასები.
ბევრიც ამაო განდიდებით მთლად შეშლილია.
სადღაც დარჩება ფარდას იქით რჩეულთ დასები..
მაგრამ ვიცი, რომ სიმარტოვის არ მეშინია!


19.10.2011

გაივლის დრო და ჩვენ შევხვდებით გზაში ერთმანეთს,
და გაიხსნება სიყვარულის ძველი იარა,
მე გავეხვევი მოგონების წარსულ ბურანში,
და ვიგრძნობ გვერდით სიჭაბუკემ რომ ჩამიარა,
უხმოდ,უთქმელად,ჩემთვის ჩუმად ავქვითინდები,
გულს ძველებურად კვლავ დასერავს დარდი და სევდა,
მაშინ შენ ვიცი სხვა შვილების იქნები მამა,
მე კი არასდროს არ ვიქნები შვილების დედა,
იქნებ უცნობმა ჩემზე გკითხოს ეგ ვინ არისო,
შენ კი გულგრილად უპასუხებ_ეგ შინაბერაა..
მაგრამ იმ უცნობს გევედრები ისიც უთხარი,
შენზე ფიქრმა,შენზე დარდმა რომ დამაბერა.
გაივლის დრო და,შენც დაგათოვს ვაჟკაცურ მხრებზე,
წლების სიმძიმით ვეღარ დაკრეფ მთის თაიგულებს,
და დანანებით რამდენჯერმე მეც მომიგონებ,
მაგრამ გაზაფხულს,იმ მზიან დღეებს ვერ დაიბრუნებ!!!!!!!


19.10.2011

როდესაც შენს გულს სევდა შეიპყრობს,

თუ არ დაგიდგა არავინ გვერდით,

ხელს ნუ ჩაიქნევ იმედი გქონდეს,

იცოდე მუდამ შენთან არს ღმერთი!

თუ კი ცხოვრებამ მახე დაგიგო,

შენ ხარ პირველი და ერთადერთი?!

ბედის სიმწარე ნუ შეგაშინებს,

ყველგან ყოველთვის შენთან არს ღმერთი!

მუდამ მომავლის რწმენით ცხოვრობდე,

და არ იცრუო სიტყვა არც ერთი,

მე კი გულწრფელად მინდა გისურვო

ჩემო სიცოცხლევ, გფარავდეს ღმერთი!!!


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά