qetiqet's blog

qetiqet
42, Tbilisi, Γεωργία

შემოდგომის ფოთოლცვენის დარი ხარ,
სულში გიზის ცისარტყელას ფერები,
ხან მომღიმარს, ხან რატომღაც მოწყენილს,
ვერ გავძლებ და თმებზე მოგეფერები.

შემოდგომის ორომტრიალს გადარებ,
სევდის წვიმა ვერასდროს შეგეხება,
მაგრამ მაინც ვეჭვიანობ ბავშვივით,
რომ ეს ქარი ჩემს მაგივრად გეხება.

ღვინით თრობა მგონი ახლა დავიწყე,
მაპატიე, ლექსი ზღვარს გადავიდა.
სიყვარულის სადღეგრძელოს გთავაზობ,
მერე რა რომ ღვინობისთვე გავიდა


ისევ ვაგორებ ბედის კამათლებს, დღეები ჩქარობენ, სადღაც მიდიან, მე მხოლოდ ღმერთი გამასამართლებს, ახლა მეც უკვე გრძნობებზე მყიდიან!!!


რომ მომენატრე დაგიწერო?.. და ვითომ რატომ?... რომ დავიღალე დაგიწერო?... რომ მართლა ვდარდობ? ..რომ გეძებ გითხრა ,გაგიმხილო?.. ნეტავ ეს რაღად?... ხომ იცი მე დღე სიხარულო შენი დღით დამაქვს?!.. შენი ღიმილით მომესალმა პირველი ფიფქი მერე თბილ საწოლს გაეპარა შენს გზისკენ ფიქრი... მერე სიხარულს მიაწება ლოდინმა ცრემლი, ხომ იცი აქ ვარ და შენსავით არავის ველი?!. რომ მომენატრე გაგიმხილო? ისევ მოგენდოო? თუ არ გაგიმხელ გაბრაზება არც კი გაბედო! რადგან შენ იცი,რა აზრი აქვს მოვედო ალთას... რამდენჯერ მითქვამს არ დავიწყებ ათვლას და დათვლას... მასწავლე უკვე არა თქმულით არამედ თვალით შეგრძნება,და თქმა ბედნიერი ვიქნები ხვალით... ვზივარ და ჩემს ფიქრს ვებუტები, რას ვემართლები? ცხადზე ცხადია რომ მიყვარხარ…


შენ ცისკარი ხარ, მე – მიმქრალი სანთლის მუდარა,
მაგრამ განთიადს სანთლისაგან არა უნდა–რა.

სული მხდება და მებინდება სიცოცხლის დღენი,
შენმა ღიმილმა ჩემს სულს ვეღარ გამოუდარა.

სამარეს ია ამიყვავებს, რადგან ამ გულმა
ზედ დაჭდეული ზილფის დაღი იას უდარა.

ჰაფეზ, შენს საფლავს სატრფომ სიოდ რომ ჩაუქროლოს,
შემოგეხევა ვნებისაგან ტანზე სუდარა............


სუყვარული ულამაზესი გრძნობაა, ის უბრალოდ უნდა იგრძნო და ამით ბედნიერი უნდა იყო. ბედნიერი იმით რომ შენ შეგიძლია ეს ნეტარება, ეს სილამაზე განიცადო. სილამაზე რომელიც შენში ცხოვრობს,შენით სულდგმულობს. არ იცი როდის მოვა თუმცა როცა კი მოვა მაშინვე მიხვდები. სიყვარული ყოველთვის არის ჩვენში, თუმცა ის ნაკვერჩხალა რომელსაც გაღვივება უნდა და ერთ...ი პატარა სულის შებერვაც კი საკმარისია, იმ ადამიანისაგან რომ შენში ცეცხლი აგუზგუზდეს. ცეცხლი ნეტარებისა, ცეცხლი სილამაზისა, რომელსაც სახელად „სიყვარილი„ ქვია.
როცა გიყვარს უბედნიერესი ხარ, ყველაფერს ნათელ ფერებში ხედავ, და ცხოვრებაც გიხარია, გიხარია იმიტომ რო იცი ყოველდღე გაიგონებ იმ ლამაზ სიტყვას საყვარელი ადამიანისაგან, სიტყვას რომელსაც ასე მოწიწებით უფრთხილდები, სიტყვას რომელიც ძალას და მხნეობას გმატებს,…


ბნელა გარეთ........ მხოლოდ მთვარე გამინათებს გზას...
ქარი არის...ამიწეწავს დალაგებულ თმას...
გარეთ ცივა...ეს სამოსი თუ გაათბობს ტანს,
მაგრამ გული ჯერ არავის არ გაუღებს კარს...:)


მიყვარხარ...მენატრები და მაკლიხარ...იცი რატომ?იმიტომ რომ შენსავით არავის შეეძლო ტყუილის თქმა,თანაც ისე რომ თვალს არ დაახამხამებდი...ზოგჯერ ხო ტყუილი გვახარებს,მაშინ როცა მართალი გვგონია...მენატრბი იმიტომ,რომ საუკუნეა არ მინახიხარ:) სხვები თავს არ მანატრებენ.არასდროს მტოვებენ...შენ კი...მაკლიხარ,ისევ შენი ტყუილი მაკლია...:) და საერთოდ ერთ რამეს მივხვდი... შენ ტყუილი ხარ და ზოგჯერ ეს ტყუილი მაკლია მხოლოდ...:)

და მეტი არაფერი...


18.05.2012

გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ,
ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი,
შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ,
მერე წავალ და არაფერს გეტყვი.
გაივლის დრო და მოვა ზამთარი,
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას,
რომ შემცივდება, დაბერავს ქარი,
ჩემს გასათბობად არავინ მოვა...
ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება
"ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი",
შენი თვალები გამახსენდება
და ისევ ისე დაბერავს ქარი.
ისევ გაჩნდები ღამის სიზმრებში,
ძველ სურათებსაც ვიპოვი სადმე,
ჩავიძირები ისევ ფიქრებში
და გულში ისევ ჩუმად გინატრებ.
გეტყვი, დაბრუნდი, მე შენ მიყვარხარ,
ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობა ძველი,
რომ ვერ გიყურებ, დარდით აღარ ვარ,
შენ კი წახვალ და არაფერს მეტყვი.


საფლავის ქვაზე გოგონას სახე
ცხოვრებამ დაუგო სასტიკი მახე
საფლავის მიწას ამშვენებს ვარდი
ცხოვრება არის ნელი და მარდი
მუხლმოდრეკილი ყმაწვილი ქვასთან
ცრემლების მორევი უნდოდა მასთან
ბიჭს ახსენდება გოგოს ღიმილი
უმანკო სახე და უნდა ტირილი
მკაფიოდ ახსოვს მისი კივილი
კოცნის მიწას და უვლის ტკივილი
საფლავის ქვაზე დნება სანთელი
ბიჭისთვის გაქრა ფერი ნათელი
ყველაფერია მისთვის გამქრალი
ბოლო იმედიც არის ჩამქრალი
ვეღარ ძლებს ამდენს და უცბად ისმის
იარაღის ხმა... მდინარე სისხლის....


ფიქრმა როგორ შეძლოს გადარჩენა ჩემი,
იძირება ზღვაში მტრედისფერი გემი.
აღარაფერს ვნანობ, აღარავის ველი..
კი არ ვტირი, ისე... ჩემებურად ვმღერი.
ბილიკ-ბილიკ ნავალს ამერია გზები..
იქნებ მომატყუეს, იქნებ ისევ ვცდები..
აღარ შემრჩა ძალა, აღარაფერს ვდარდობ,
არ გეძახი, ისე... ჩემებურად გნატრობ..
ღამისფერი ნისლი დაეფარა თვალებს
და მიხურავს ქარი ჯერ არ გახსნილ კარებს..
ხანაც ვეგუები, ხან კი ვებრძვი იღბალს..
სხვანაირად არა, ჩემებურად მიყვარს..


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά