qetiqet's blog

qetiqet
42, Tbilisi, Γεωργία

10.02.2012

არასდროს ყოფილხარ სულერთი, სულ ერთი იყავი! შენ კი ამ სიცარიელეს, სიტყვებს შორის ვერც კი ამჩნევდი...!!


მე შენ სიცოცხლეს ისე გაჩუქებ არდავფიქრდები არცერთი წამით,შენი გულისთვის სამყაროს შევძრავ და თუ ვერ შევძრავ ვეცდები მაინც....


თუ სახეზე შემომხედავ, დაინახავ უცებ ღიმილს,

ვერ მიხვდები, რომ მე ჩუმად ამით ვფარავ გულის

ტკივილს...
...
გავუყვები ღამით ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს,

ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება, ჩუმად ჩავიფიქრებ

რამეს...

ვინ რა იცის, როგორ ვცხოვრობ, რად ვიღიმი მუდამ ასე...

არ იციან ჩემი გული ტკივილით თუ არის სავსე,

მე რომ მუდამ თან ვატარებ განწყობას და ლამაზ ღიმილს,

ვერ ხვდებიან, რომ ღიმილი მალავს ჩემი გულის ტკივილს...

ვერას ვამბობ, ძველებურად მივუყვები კუთვნილ ბილიკს...

გაიკვირვებთ, ალბათ, ყველა, თუ დავიწყებ უცებ ტირილს...

სევდით სავსე ვზივარ ასე და შევცქერი ზეცას,მთვარეს...

ყველა ჩემი გულისტკივილს მე ვუყვები ამ ჩემს ღამეს...


06.05.2012

რამდენიც გინდა გაანათლე, შტერი _ შტერია! რამდენიც გინდა მიუტევე, მტერი _ მტერია! რამდენიც გინდა გადაწმინდე, მტვერი _ მტვერია! კიდევ კარგი, რომ მშვენიერი, როგორც არ უნდა გშურდეს მისი _ მშვენიერია !!!


1. მხოლოდ საქართველოში ანატომიის გაკვეთილზე არ აყოლებენ სასქესო ორგანოს აღწერას, იმიტომ, რომ უზრდელობაა და ვინც ეს დაწერა და დახატა გაუხმეს ხელები



2. მხოლოდ საქართველოში ცალმხრივი მოძრაობის გზაზე უნდა გაიხედო ორივე მხარეს.



3. მხოლოდ საქართველოში მარადონას თამაშზე სტადიონი ნახევრად ცარიელია.



4. მხოლოდ საქართველოში შეგიძლია იყიდო ლიმონათი რომელიც ბორჯომის ბოთლშია ჩამოსხმული და "აია"-ს ლოგო აქვს.



5. მხოლოდ საქართველოში არიან 60 წლის ქალიშვილები.


6. მხოლოდ საქართველოში უცნაური თვალებით გიყურებენ როდესაც წიგნს კითხულობ ტრანსპორტში.



7. მხოლოდ საქართველოში ვსკდებით ახალი წლის ღამეს ჭამით.



8. მხოლოდ საქართველოში გადადიან ქუჩაზე ზუსტად მიწისქვეშა გადასასვლელის ზემოთ.



9. მხოლოდ საქართველოში ქორწილი ჩხუბის გარეშე არ მთავრდება.



10. მხოლოდ საქაერთველოში ცარიელ ტრანსპორტში თავზე დაგადგება ვიღაც მსუქანი…


შავებს იცმევენ როცა კვდებიან ,თეთრებს,როდსაც ქორწილდებიან,რა ფერი უნდა ჩაიცვა ნეტა, როცა ერთმანეთს დასცილდებიან. დასცილდებიან და მერე რისთვის?! ჰაერში რჩება ყოველი წმინდა...რაც იყო შენთვის,-დარჩება სხვისთვის ,ახლა ჩაიცვი რა ფერიც გინდა.


29.09.2011

ვიცი,ოდესმე რომ გამიხსენებ,
ფოთოლცვენიდან-ფოთოლცვენამდე,
მონატრებიდან-მონატრებამდე,
დილის სხივიდან-შებინდებამდე.
ვიცი,ოდესმე რომ გამიხსენებ
თბილი თითებით…
მოფერებიდან-მოფერებამდე
და გაიფიქრებ, რომ გელოდები
ფოთოლცვენიდან-ფოთოლცვენამდე.
მე კი ვინატრებ შენს დაბრუნებას
ძველი სევდიდან-ახალ სევდამდე,
ჩემი ცრემლიდან შენს ცრემლებამდე,
დილის სხივიდან შებინდებამდე.
მოგონებებთან ერთად დავრჩებით
ერთგულებიდან-ერთგულებამდე,
ერთად ვიქნებით,თუნდაც ფიქრებით
მონატრებიდან-მონატრებამდე.


29.09.2011

სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩასვამ, რადგან მას სამყარო ვერ იტევს. იგი ძალაა ღმერთისა, ანგელოზის ენით ნათქვამი. მთავარია შენ გიყვარდეს, გიყვარდეს ისე, რომ სამაგიეროს არ ელოდო… გიყვარდეს… რა მოხდა მერე, იმ ძალით თუ არ გიპასუხებენ…


06.05.2012

სასწაულების არ მჯერა მაგრამ ხომ შეიძლებადეკემბრის ღამეს გამომაღვიძოს მისმა ხმამ თოვლი მოსულა :((( ♥


06.05.2012

საოცრად ძნელია აღიარო,რომ არ უყავრხარ ადამიანს,რომლის შეყვარებასა და სიყვარულს შეალიე დრო,რომელიც შეიძლებოდა საკუთარი თავისთვის დაგეთმო


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά