qetiqet's blog

qetiqet
42, Tbilisi, Γεωργία

გამიშვით... ცხოვრებას წიხლი უნდა ვკრა!
მომბრზრდა ამდენი ნაგვის ყურება,
ვინახე, ვეფერე, ვეცადე, ვინდომე...
მაგრამ თავს ზემოთ ვერ მოვინდომე.
გამიშვით... ცხოვრება უნდა წავშალო,
რათა თავიდან დავიწყო ყოველი,
ყოველი დილის მზის ნათებასთან კი,
კარგისკენ ცვლილებებს ამაოდ მოველი.
მომბეზრდა ამდენი სიყალბის ყურება,
იმ თვალთუწვდენელ ჰორიზონტამდე,
გამიშვით... სადმე უკაცრიელში,
გამიშვით... სადმე ცხოვრების ბოლომდე,
ნუთუ ამისთვის გავჩნდით ამ ქვეყნად,
რათა დაგვეგლიჯა ერთურთის სულები,
თუ არ აგვტკივდა, ზოგჯერ ვერც კი ვგრძნობთ,
რომ ორგანიზმში სადა გვაქვს გულები.
გამიშვით... სიცრუეს დუელში ვიწვევ,
და არ მჭირდება თეთრი ალამი,
მე იარაღის მაგივრად ხელში
მიჭირავს ფურცელი და საწერი კალამი.
გამიშვით... სიტყვა ენაზე მომადგა,
დროა ყველაფერი რითმებად ავაწყო,
დიხ ეს მე ვარ ამ ლექსის პოეტი
და მსურს რომ სტროფებიც ასე დავაწყო...
ის რომ... მომბეზრდა შავ-თეთრი კადრები,
ის რომ სამყარო აღარ ჟღერადობს,
მომეცით ფერადი ფანქრები, ცხოვრება...
ბავშვურად უნდა გავაფერადო!


11.02.2012

კაცი,როცა იბადება, ირგვლივ ყველა იბადრება!
ტვინი,ტანი,რომ ეზრდება, ის ნელ-ნელა ხალხს ბეზრდება...
ხოლო,როცა მოხუცდება, ჯანმრთელობა მოუცვდება,
აზროვნება გაჭირდება -აღარავის არ სჭირდება.
ბოლოს,როცა გარდიცვლება, ბევრი ბოცა დაიცლება,
ღრეობაა გამართული, ისევ ყველა გაბადრული...


11.02.2012

არ ჩერდებაო დრო, ვიღაცა ბრძენმა ბრძანა... და ეთანხმება ბრბო, ასე არ არის განა?! -როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა, დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა...


10.02.2012

შენ ჩემი ცხოვრების წიგნის ის საინტერესო და ლამაზი ფურცელი ხარ, რომელსაც არასოდეს ამოვხევ.


10.02.2012

აღარ გვანაღვლებს არაფერი,
ფასიც არ ვიცით,
ღმერთი კი გვიცდის... ღმერთი კი გვიცდის...
ჩვენი ცხოვრება ავხორცობაა,
არც ეს არ ვიცით,
ღმერთი კი გვიცდის... ღმერთი კი გვიცდის...
ყოველი წამი რა ძვირფასია,
ჩვენ ჯერ არ ვიცით,
ღმერთი კი გვიცდის... ღმერთი კი გვიცდის...
როდის გონს მოვალთ,
ჯერაც არ ვიცით,
ღმერთი კი გვიცდის... ღმერთი კი გვიცდის...


10.02.2012

მე თანახმა ვარ გვყავდეს შვილი,რამდენსაც მომცემ. მე თანახმა ვარ ერთმანეთს რომ შევეჭაღაროთ, მე თანახმა ვარ შვილიშვილი სოფლად ვატაროთ. მე თანახმა ვარ,რომ პირველი წავიდე მიწად, შენ როცა მოხვალ,თბილი დაგხვდეს ჩემს გვერდით მიწა


10.02.2012

სრულ ბედნიერებას ორი მუდმივი მტერი ჰყავს: ტკივილი და მოწყენილობა.


10.02.2012

ვუყვარვარ ღრუბელს, ვუყვარვარ წვიმას, ვუყვარვარ მთვარეს, ვუყვარვარ მზესაც, ვუყვარვარ ფერად ცისარტყელასაც. ვუყვარვარ ყველას ვინც ტირის ჩემზე, ვუყვარვარ ღამეს, ვუყვარვარ დღესაც, შენს გარდა თურმე ვუყვარვარ ყველას.. !


10.02.2012

გზა სიყვარულის გადასარჩენად ბევრი ვეძებე და მაინც არ ჩანს ნუღარ მისურვებ ბედნიერებას ბედნიერება მე შენში დამრჩა ...


10.02.2012

ყოველი დღე- პატარა ცხოვრებაა, ყოველი გამოფხიზლება- პატარა დაბადება, ყოველი დილა- პატარა სიჭაბუკეა და ყოველი ძილი- პატარა სიკვდილი.


← προηγούμενος 1 2 3 4 5 Επόμενο
Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά