ala-din's blog

ala-din
48, Tbilisi, Γεωργία

ინტელექტი, როგორც ინდივიდის შენარჩუნების საშუალება, თავის ძირითად უნარებს
თვალთმაქცობაში ასახავს. ეს სწორედ ის საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც უფრო სუსტი,
ნაკლებად გამძლე ინდივიდები, თავს ინარჩუნებენ, როდესაც უფრო ძლიერებთან არსებობისათვის ბრძოლის უნარს არიან მოკლებულნი ან ამ ბრძოლას მტაცებელი ცხოველის სიშლეგით ვერ წარმართავენ, რამდენადაც ადამიანში თვალთმაქცობის უნარი მწვერვალს აღწევს: ესაა თავგზის აბნევა, მაამებლობა, სიცრუე, შეცდომაში შეყვანა, ზურგს უკან ლაპარაკი, რეპრეზენტულობა, ნასესხებ ბრწყინვალებაში ცხოვრება, შენიღბულობა, შეფარულობა, მსახიობობა _ როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის წინაშე, მოკლედ, ამაოების ალის ირგვლივ გაუთავებელი წრიალი იმდენადაა წესად და კანონად ქცეული, რომ თითქმის გაუგებარიც კია, როგორ იყო შესაძლებელი ადამინებს შორის გაჩენილიყო გულწრფელი და წმინდა სწრაფვა ჭეშმარიტებისადმი.




ფრიდრიხ ნიცშე





προηγούμενος 1 2 3 4 Επόμενο →
Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά