Aleko's blog

Aleko
41, Tbilisi, Γεωργία


ტირი? ჰო, ვტირი…

_მერედა რატომ?_ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ.
_გიყვარს?
_ჰო, მიყვარს…
_რამ შეგაყვარა_ დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა დარდი… ქარი კი
ქროდა დღისით და ღამით, და მეკითხება:
_რად გიყვარს მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის სიყვარულის რაღა ღირსია?
_დამნაშავეა, მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია…
_პატარა ქალო ნუ გადამრიე აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია.
_გაჩუმდი ქარო, ნუ ვეყვარები, არ დავუჩოქებ ნება მისია. მაგრამ სიყვარულს
და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად, ნისიად…
უკვე დაბნელდა და სიჩუმეში, ისე გაისმა ქარის ზუზუნი, მტვრის კორიანტელს
ცაში ახვევდა, მოჰქონდა ჩემთან ხეთა ჩურჩული:
_მარტო ის გიყვარს?_ მკითხა ჭადარმა._მარტო იმისთვის ტირიხარ ასე?
ვუწყრებით იმას, ვიმც ამისთანა…



ცაა ისე წრფელი,

მაგრად გამიტყდება
ახლა ეს ნაფაზი
პირში შევაბოლო!!

წყვილად ქანაობენ
თოკზე ერთი ფერის
ჩემი პერანგი
და შენი ქვედაბოლო..


ცხოვრება ჭუჭყიანი საცვალია,

შიშვლები დადიან პოეტები,
ფულს არ იძლევა და,
რა ძალია,
ჯიბეში ვუტენო სონეტები.

დღესაც ხასიათი ამერია,
სისხლში ალკოჰოლი მიბოგინებს,
ოთახში ნახმარი ჰაერია,
მინებზე მივახრჩე ნიკოტინი.

ძმამ თქვა,
რომ ბოზია დედამიწა,
თებერვალს დაუწვა მარტის თვეზე,
ყველა ყელში მწვდება,
ვინ დამიცავს,
ჰოდა,
სანამ დროა,
ავითესე.

საით და,
რა ვიცი,
არ მცალია,
მე ასე,
სხვამ წეროს სონეტები,
ცხოვრება ჭუჭყიანი საცვალია,
შიშვლები დადიან პოეტები.


გაგრძელების შემდეგ ნახავთ თუ როგორი არის ქართული ახალგაზრდობა და როგორი უნდა იყო რო მათ თვალში “დაუნი” და “ბანძი” არ იყო 


 გამარჯობათ  წინა ტესტში გაიგეთ გიყვართ თუ არა ვინმე ეხლა კი გთავაზობთ რჩევებს რა უნდა ქნათ თუ მასაც უყვარხარ 


ორიგინალი ვერსია: თუ ვინმე გიყვარს, გაუშვი… თუ დაბრუნდა ის შენია , თუ არ დაბრუნდა არა...

ახლა კი რჩევები თუ რა უნდა ქნან სხვა და სხვა ტიპის ადამიანებმა

თუ ხარ პესიმისტი: გაუშვი… თუ დაგიბრუნდა ის შენია.. თუ არ დაბრუნდა არც არასდროს ყოფილა შენი.

თუ ხარ ოპტიმისტი: გაუშვი… და არ ინერვიულო ის დაბრუნდება.

თუ ხარ ეჭვიანი: გაუშვი… და თუ დაბრუნდა კითხე რატომ დაბრუნდა

თუ ხარ მოუთმენელი: გაუშვი… თუ ის ცოტა ხანში არ დაბრუნდა დაივიწყე

თუ ხარ მომთმენი: გაუშვი… თუ ის არ დაბრუნდა დაუცადე სანამ არ დაბრუნდება

თუ ხარ გიჟმაჟი: გაუშვი… თუ ის დაბრუნდა და კიდე გიყვარს გაუშვი კიდევ

თუ ხარ ცხოველების დამცველი: გაუშვი… ყველა ცოცხალი არსება იმსახურებს თავისუფლებას

თუ ხარ ადვოკატი: გაუშვი… რადგან 1ა პარაგრაფის 13ა-1 პუნქტი გვასწავლის ამას

თუ ხარ შვარცნეგერის ფანი: გაუშვი… SHE’LL BE BACK!

თუ ხარ ჟმოტი: არასდროს არ გაუშვა ის

თუ ხარ ფსიქოლოგი: გაუშვი… თუ წავიდა ესეიგი მასში ეგოიზმია წამოწეული წინა პლანზე, თუ არ წავიდა ესეიგი მისი ქვეცნობიერი არის უზენაესი. და თუ საერთოდ არ წავიდა ესეიგი გიჟიააააა…

თუ ხარ მთვარეული: გაუშვი… თუ დაბრუნდა კოშმარი ნახე; თუ არ დაბრუნდა ესეიგი სიზმარს ხედავ.


 უმეტესობას, ჩემი ჩათვლით, გონია რომ ბედნიერი არ არის.

ნახეთ ეს ფოტოები და კიდევ ერთხელ დაფიქრდით: ხართ თუ არა ბედნიერი???


აქ ნახავ 12 გზას იმისთვის რომ გაიგო გიყვარს თუ არა ვინმე. მე რო ვნახე ძალიან მომეწონა. მგონი მართალია ჩემ თავზე დავტესტე  


  ზოგადად, სმაილები ( ან სმაილიკები :-) ) მთელი მსოფლიოს ონლაინ (და არამხოლოდ ონლაინ) სოცკულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია - მათი წყალობით ხომ ვიზუალური ემოციების გამოხატვა დაუფორმატირებელი ტექსტის საშუალებითაა შესაძლებელი! 


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά