Aleko's blog

Aleko
41, Tbilisi, Γεωργία

იცი?ლოდინი რა ძნელია?!
როცა სიმარტოვეს ებრძვი,
ნახე...რამდენი
ვარსკვლავია
მე კი მენატრება ერთი!
იცი? უშენობა რა ძნელია?!
...ამ დროს
ლექსის წერა მშველის
ირგვლივ იმდენის თვალებია,
მე კი მენატრება
ერთის!
იცი? კარგად ყოფნა რა ძნელია?
ალბათ უშენობა შემშლის,
ირგვლივ
იმდენის ღიმილია...
მე კი მენატრება შენი!
იცი? სიყვარული რა
ძნელია?!
როცა გულში იკლავ შენთვის,
ფუჭი ოცნებებიც დამღლელია
როცა
ვეღარაფერს შეცვლი!
ხედავ? ეს გული რა წრფელია?!
როცა შენზე წერს და
გეტყვი...
ირგვლივ იმდენის თვალებია და
მაინც მენატრება შენი


04.12.2012

"მაშინ ალბათ იშვიათად ბედავდნენ იმ სამი სიტყვის წარმოთქმას,ალბათ იმ მიზეზით, რომ თავად სიყვარულს უფრთხილდებოდნენ, განსხვავებით ჩვენგან - როცა ერთი საუკუნის შემდეგ იმდენად ხშირად ვეუბნებით ქალებს ამ ჯადოსნურ სიტყვებს, რომ ისინი აღარ არიან ჯადოსნური და ჩვენს ვეღარ ვიგებთ გვიყვარს თუ ვგლახაობთ, თუ უბრალოდ ვხალისობთ. "


დათო ტურაშვილი ♥


შენ კატის წელში დაიბადე, ძვირფასო ირენ,
მე ვეფხვის წელში გაგიცანი და შემდგომ ამის,
ასეა დღემდე,დალაგებულ გონებას მირევ,
სულ ერთიანად დამავიწყდა სახელი ქალის
თუ კიდევ სადმე არსებობს და ვიღაცა ირქმევს,
თუ სადმე კიდევ დააბიჯებს რაფაზე ფისო.
ერთი გეზი აქვთ ლაშქარივით წამოშლილ ფიქრებს,
ერთი სახელი,
ერთი სახე,
(ხომ კარგად მისმენ?)
და ერთი ქუჩა,
ერთი ქარი,
ტრანსპორტი ღამის,
შენი სახლიდან ჩემ სახლამდე რომელიც მიდის.
და თითქოს,რაღაც ბუნებრივი,ღვთიური რკალით
ერთი კიდიდან ვუერთდები მეორე კიდეს.
მე არ მინახავს,მაგრამ ვფიქრობ,ღამეში ვიიონს,
ამ აწეული საყელოთი, ძმასავით ვგავარ.
მთელი დუნიის რაინდებმა კუდში რომ მდიონ,
ყველა ბეწვის ხიდს გავირბენ და უმარცხოდ გავალ.
შენ კატის წელში დაიბადე, ძვირფასო ირენ,
მე…


ცნება 1

ადამიანი=ჭამა+ძილი+სამსახური+გართობა

მაიმუნი=ჭამა+ძილი

მაშასადამე:

ადამიანი=მაიმუნი+სამუშაო+გართობა

დასკვნა 1:ადამიანი რომელიც არ ერთობა საქმიანი ადამიანივით მაიმუნია.

ცნება 2

მამაკაცი=ჭამა+ძილი+ფულის შოვნა

მაიმუნი=ჭამა+ძილი

მაშასადამე:

მამაკაცი-ფულისშოვნა=მაიმუნი

დასკვნა 2:კაცი რომელიც არ მუშაობს მაიმუნია.

ცნება 3

ქალი=ჭამა+ძილი+ფულის ფლანგვა

მაიმუნი=ჭამა+ძილი

მაშასადამე:

ქალი-ფულის ფლანგვა=მაიმუნი

დასკვნა 3:ქალი, რომელიც ფულს არ ფლანგავს მაიმუნია.

daskvna 2 da 3 cnebebidan:

მამაკაცი, რომელიც არ მუშაობს=ქალი, რომელიც ფულს არ ხარჯავს

მამაკაცი გამოიმუშავებს ფულს, ქალები მაიმუნები რომ არ გახდნენ (აქსიომა 1 )

ქალი ხარჯავს ფულს მამაკაცი მაიმუნი რომ არ გახდეს (აქსიომა 2)

და რას მივიღებთ აქედან?


ეს რეალური შეკითხვაა, რომელიც ერთერთი უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხდათ ტესტში.

ერთი სტუდენტის პასუხი იმდენადღრმაიყო, რომ პროფესორმა მისი ქსელში გაზიარება გადაწყვიტა:

კითხვა: როგორ აღწერდით ჯოჯოხეთსროგორც ეგზოთერმულ (გასცემს სითბოს), თუ როგორც ენდოთერმულ (ისრუტავს სითბოს) სისტემას?

სტუდენტების უმეტესობა ცდილობდა ჯოჯოხეთი ბოილის კანონის მიხედვით აღეწერა, რომლის თანახმადაც გაფართოვებით წნევის ვარდნასთან ერთად ტემპერატურაც ვარდება. ერთერთმა სტუდენტმა დაწერა:

თავიდან უნდა გავარკვიოთ, როგორ იცვლება ჯოჯოხეთის მასა დროის სვლასთან ერთდ. ამისთვის უნდა ვიცოდეთ, რამდენი სული ხვდება იქ და რამდენი ტოვებს მას. მე ვთვლი, რომ თუ სული ჯოჯოხეთში მოხვდება, იქიდან ვეღარ გამოვა. კითხვაზე კი, რამდენი სული ხვდება ჯოჯოხეთში, შეიძლება გვიპასუხოს დედამიწაზე არსებულმა რამდენიმე რელიგიამ;…


. . .
ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ (გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არჭირდება ჩაწყობა.
. . .

გადის ცხოვრება, გადის
მაისი თრთოდა
სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა:
ვიყოთო ერთად

უსიტყვოდ გენდე
(
ნეტავ ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ
არწყდება თოვა
ცხოვრება გადიიიის

. . .

აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც, მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც, მაინც ვმღერი
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა

. . .
ზღვამ გადაყლაპა მზე,
შეიგრძნო მისი ეშხი
როგორც შენ ერთხელ მე,
შემომიტყუე შენში..

. . .

დაიღალა მთვარე ღამით,
დღემ დაღალა მზე.
დაიღალნენ მთები ზვავით,
ზღვამ იცვალა ზნე.

დაღლილ ნოტებს აცკივხვდები
-sol-fa-mi-re-do
ერთადერთი, ეს თავხედი,
არიღლება…


01.04.2010

zogi qali misdevs transpsorts

zogi qali modas
zogi atrevs mzimes marto
zogi archevs godars
zogi qali kents eceva
zogi kentad cxovrebas
vin daakmayopilebs
chems momtxovn gemovnebas?
ai,shors midis vigac qali
aseti ar myolia
rom shevavle kargad tvali
turme chemi colia..



ეს ერთ-ერთ ქართულ საიტზე ვნახე... თქვენც გაეცანით

გაზაფხულის მოახლოებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახალ ვარიანტზე იწყებს მუშაობას, რომელიც ერთი ორად გაამკაცრებს ქუჩაში ფეხით მოსიარულეთა წესებს. საუბარია ისეთ დარღვევებზე, როგორიც არის საჯარო თავშეყრის ადგილებში მსუბუქი ალერსი (ზასაობა), ალერსი გარყვნილების ელემენტებით (სექსი), გარყვნილი ალერსი გაუკუღმართებული მეთოდების გამოყენებით (ანალური და ორალური სექსი), ვერბალური ინცესტი ანუ საკუთარი დედის გინებით. ასევე შეიცვლება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი და განისაზღვრება, როგორც ადგილი, სადაც ერთდროულად ორი ან მეტი ადამიანი იმყოფება. ასევე ტერიტორიები ეკლესიების გარშემო 5 კილომეტრის რადიუსში გამოცხადდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად.

საკომიტეტო მოსმენებზე კონსულტაციისთვის მოწვეულები იქნებიან მ.მ.კ-ს თავჯდომარე ავთანდილ უნგიაძე, მამა იოანე და ”ქალიშვილთა კლუბის” დედასახლისი თამარ მეზურნიშვილი.…




Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά