meliqso's blog

meliqso
36, Georgia, Γεωργία

Die yahre kommen und gehen,

Geshlechter steigen ins Grab,
doch nimmer vergehet die Liebe,
die ich im Herzen hab.

Nur einmal noch mocht ich dich sehen
und sinken vor dich aufs Knie,
und sterben zu dir sprechen
- Madame, ich liebe Sie!

Heinrich Heine



15.01.2015

შენს ნატიფ სახეს,ლამაზ ბაგეს როცა ვეტრფოდი,

გულში მხურვალე ცეცხლის ალი მიგრიალებდა.
მაგრამ გამიხმა სიყვარულის ის ნაზი ყლორტი,
წავიდა ის დრო,როს ფიქრები დაგტრიალებდა.

წავიდა ის დროც,როს მხურვალე კოცნას ველოდი...
თურმე არჩიე ჩემს მაგივრად სხვისთვის გეკოცნა.
მაშინ წავედი,როცა უკვე აღარ ელოდი,
მაშინ წავედი,როს შენი გული მე მიმღეროდა.

შენ გამიცივე სიყვარული მხურვალე გულში,
ალბათ აწ უკვე ვერ გავათბობ გაცივებულ გულს.
ვეღარ ვიქნები დარწმუნებული მე სიყვარულში,
რადგან პირველი სიყვარული ჩაბარდა წარსულს...


30.03.2014

ერთმა მითხრა:

სევდიანი ლექსები გაქვს ძალზედ,
ცოტა გაამხიარულე,
ნუ დარჩები შავზედ.

მე ვპასუხობ,ლექსში ძმაო
არის ჩემი ცხოვრება,
მე კი სევდამ დამიბნელა,
დამიბნელა გონება.

რადგან ამ ცხოვრებაში
ყველაფერი შავია.
ჩემი ტურფა მიჯნურიც კი
სევდიანი ქალია.

როცა სიკეთე იქნება
და სიმართლე იმარჯვებს,
მაშინ ჩემს გონებაზეც
სინათლე გაიმარჯვებს.


30.03.2014

ეჰა,ცხოვრებამ რა მიყო,

ბედი მაქვს სულ დათარსული.
ავმა ფიქრებმა წამიღო,
კვლავ მომაგონდა წარსული.

და გამახსენდა ის სახე,
ის თმები,ის წამწამები.
განშორებისას თვალები,
წუთები განაწამები.

როგორ ტიროდნენ ვერხვები,
როცა იმედი კვდებოდა,
წვიმდა და წვიმის წვეთები
ჩემს ცრემლებს უერთდებოდა.

სუსტი ვიყავი ძალიან,
არ მქონდა ალბათ შეძლება.
ახ, ნეტავ რისი ბრალია? –
უშენოდ ვერ გამეძლება.

ჩემს გულში მუდამ სევდა და
დავიდარაბა სუფევდა.
მეწადა,ძლიერ მეწადა...
მაგრამ ცხოვრება ურევდა.

და მეც სულ მუდამ მდუღარე
ჩემს დარდებს დავატარებდი.
ნეტავ რად იყავ მდუმარე,
როცა მე მზეს გადარებდი?!

ვიცი,არ ვიყავ ლამაზი,
არც სახე მქონდა ბრედ პიტის.
შენ გული გქონდა მალხაზი,
დიდებულება ნეფრიტის.

შენ მზეს თვალთაგან აფრქვევდი,
სიცოცხლე სჩქეფდა შენს გულში.
რომ დაგინახე,გავხევდი
– იდექ აპრილის ფერხულში.

შენ უბერებელ სამყაროს
თითქოს დაუდე სათავე,
მარტის,აპრილის ,მაისის
ხელში გეჭირა სადავე.

მე სუსტი ვიყავ ძალიან,
არ მქონდა ალბათ შეძლება.
ბრალია,როცა ყმაწვილი
უსიყვარულოდ ბერდება.

ოჰ,როგორ თრთოდნენ ვერხვები,
როცა იმედი კვდებოდა!..
წვიმდა და წვიმის წვეთები
ჩემს ცრემლებს…


08.06.2014

ვწევარ კაზარმაში,სული მეღვენთება,

ეხ,ამ უსაქმობით ისე დავიღალე!..
სულში ისე მხუთავს,მუხლი მეკვეთება,
თითქოს ნაღვერდალი ფერხთით დავიყარე.

აქეთ მივაწყდები,
მინდა მოვიბრუნო
სული გაზარცვული
– მხვდება ირონია.

იქით მივაწყდები
– მესმის უსულგულოთ
გულის განმგმირავი
მკაცრი ,,სიმფონია".

ეჰა,ვიღას ვთხოვო
შველა სანუკვარი?
ჩემში ახლა ცოცხლობს
მხოლოდ აგონია.
– ისევ შენ მოგიხმობ
ჩემო ღვთისმშობელო,
სული დამიწყნარდეს
სხვაგან არ მგონია.


5 ივნისი,2014
ქუთაისი


08.06.2014

ნათელი იყო ის დღეები,ისე ნათელი,

რომ მე არ ვიცი, რად დავიწყე სიტყვის წვალება.
მახსოვს,ორივემ რომ დავანთეთ წმინდა სანთელი
– ის საკმეველი დღესაც ცისკენ მიექანება.

შემოდგომისპირს შემომიჩნდა ეჭვი მღრღნელივით
და დამიტოვა სულში ფუღურო...
ოჰ,ეგ თვალები ერთხელ კიდევ რომ დამანახა,
არ მომბეზრდება,თუნდაც წლობით მათ რომ ვუყურო.

იმ ძველ შეცდომებს ვინანიებ,ეხლა რაღადროს?!
– ზამთრის ფიფქებმა თმას ჭაღარა შემომარია.
გაზაფხულია,ვიცი,უკვე სულში აღარ თოვს,
თუმცა წარსულმა მაინც ყველა ფიქრი არია.

მოგონებები მიძლიერებს სევდას ნიადაგ
და დამჭკნარ ყვავილს სულში ასხამს თითქოს წყლის წვეთებს.
თუმცა კი მინდა,მაგრამ ვხვდები,ვერ გავაცოცხლებ,
ვერ გავაცოცხლებ ერთხელ უკვე მომკვდარ იმედებს...


3 ივნისი,2014
ქუთაისი


სიზმრად მოფრინდა ოცნებების ღვთიური რაში.

მკითხა: ვინ გსურდა,ყოფილიყავ შენს ცხოვრებაში?
ნუთუ არ გსურდა,რომ გეცხოვრა,როგორც კრომველი,
ყოფილიყავი ბაირონი ან ბეთხოვენი;
ანდა შექსპირი,შელლი,დანტე, ალიგიერი.
მაკიაველი იყოს თუნდაც – ძალზე ცბიერი.
ყოფილიყავი დავით მეფე – მეფე დიადი,
გაგთენებოდა ცისკრის ზარად შენ განთიადი.
გალაკტიონი ყოფილიყავ – მეფე–პოეტი,
ან გერმანელი ყოფილიყავ,თუნდაც გოეთე;
ყოფილიყავი ფიროსმანი – დიდი მხატვარი,
მიქელანჯელო – მოქანდაკე მთების სადარი.
დიდი რუსთველი – მისი ხსოვნა ზეცად ასულა,
თუმცა მრავალი საუკუნე კი გარდასულა;
ანდა კლოდ მონე – ფერწერული შეგექმნა ტილო;
ანდა წმინდანი,საუკუნოდ რომ იმარტვილო....

გამომეღვიძა,გაფრენილა ღვთიური რაში.
დღეს მე ვინა ვარ?რა მიქმნია ამ ცხოვრებაში?

8 ივნისი,2014
ბათუმი


ჩემს სულში ისევ შემოდგომაა

და ქარიშხალი ქრის გამეტებით.
ეს ნიშნავს: რომ დღეს უშენობაა
და სული გელის ისევ ვედრებით.

სამყარო თითქოს დაიძრა ქარში,
სულს მოაცალა ხორცის ბორკილი.
ჩვენი სულები დარჩნენ ზეცაში,
გადაგვიხადეს იქვე ქორწილი.

ახლა სხეული აღარ გვჭირდება,
შენ ხომ გტანჯავდა ჩემი შეხება.
აწი არასდროს გაგვიჭირდება –
ცოცხალთა დარდი ვერ შეგვეხება.

ჩვენ სიყვარულის უმანკო ვნებამ
მხოლოდ ზეცაში მოგვგვარა შვება.

P.S გარდაცვალებამ მოგვაშორა ხორცის ბორკილი
და ამ სამყაროს საუკუნო შეერთებისა
დარჩა თილისმად ზეციური ჩვენი ქორწილი.


5 ივნისი,2014


,,და თუ არ იცი ,ვის მიმართო,

სევდის ბორკილით დაბორკილხარ
და არ ელი არსითგან შველას,
ჩემთან მოფრინდი ,ჩემო ჩიტო,
რომ გაგიმართო ხელი,ტკბილო,
თუმც ვარ ცოდვილი,
მე მოგიტან შენ სულის ლხენას."




ალბათ მოგწყინდა ჩემი ქების მოსმენა ,კარგო,
და აღარ გინდა სიყვარულზე სიტყვა რომ დავძრა.
არ ვიცი,ქება თუ ყოფილა ოდესმე სარგო,
მაგრამ ფიქრები შენს საქებრად როგორ არ აღვძრა?!

ის თვითონ მოდის,თითქოს აფრებს უბერავს ქარი
და ზღვის ტალღები გემს მიათრევს უმისამართოდ.
შენა ხარ ჩემი სამიჯნურო ოცნების ქალი
და სიყვარულის იალქნები მინდა ავღმართოთ.

და როცა ღამით ნისლებივით დამფარავს სევდა,
მე შენს სიყვარულს მოვიხმობდი მშველელად მყისვე.
მკაცრი ამური ტრფიალების ბურუსში მხვევდა
და შენი ცეცხლი მწვავდა,მწვავდა უმწეოს მზისებრ.

ეხ,სულის მხსნელი ანგელოზი მე განმეშორა,
თუმცა მოქცევას ჩემსას დიდხანს,დიდხანს უყურა.
უკიდეგანო ოკეანის მღვრიე მორევში
მე შენ მოგიხმობ აწ,ვითარცა მაშველთ შუქურა!

4…


მიყვარს სიჩუმე,სიწყნარე

და შავი ღამის დუმილი.
სიკვდილო ჩემო იჩქარე ,
გულს შემომყრია წუხილი.
და ღამის ფიქრი თავნება
ჩემს სულში ისე ნავარდობს,
მათზე მსურს მუსრის გავლება,
მაგრამ ცხოვრება არ მანდობს
მე საჭოჭმანო საკითხებს.
ევაჰმე,წუთისოფელი
რა ტრაგედიებს გვაკითხებს!

ცხოვრებამ არ დაგაცადა
ის საარაკო საქმე და
როცა სიმდიდრით ყვაოდი
ათასი მტერი გაქებდა.
როცა სიმდიდრე გებადა,
გაქეს ,იმდენი გაქეს,
გროშიც აღარ გაქვს ჯიბეში.
ასეა წუთი–სოფელი,
უცებ დაგიგებს მახეს.
მერე ჩაგაგდეს დილეგში,
თითქოსდა მხეცი გნახეს.

ახლა სული გაქვს ნაცემი,
ხორცს ნაფლეთები შემორჩა.
ასე კვდებიან კაცები!
– აჰა,გათავდა...ეჰ,მორჩა!


4 ივნისი.2014



Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά