meliqso's blog

meliqso
36, Georgia, Γεωργία

31.08.2013

ჭაბუკს უყვარს ქალიშვილი

ქალი სხვას თვლის გულის სწორად,
იმ სხვას კიდევ სულ სხვა უყვარს
და ითხოვა კიდეც ცოლად.

...ეს ხომ ძველი ამბავია
მაგრამ მარად ახლად თქმული;
ვისაც თავზე დასტეხია –
გასტეხია ყველას გული.

ჰაინრიხ ჰაინე


31.08.2013

არ ველტვი ცაში სამოთხის კარებს,

არ მხიბლავს ბაღი,ნექტარით სავსე,
მე იქ ვერ ვნახავ უკეთეს ქალებს,
ვიდრე ვიპოვნე დედამიწაზე.

ჰაინრიხ ჰაინე


31.08.2013

ჩაუნერგეთ ბავშვებს სატნოება.მხოლოდ ის მოუტანს მათ ბედნიერებას.


ლუდვიგ ვან ბეთხოვენი


31.08.2013

თუ სატრფომ გული მოგიკლა ხოსროვ,არ დაგმო ზეცა

დასაბამიდან ეს არის ქალის წესიც და ზნეცა


01.09.2013

გულიაო ყველაფერი ,ამტკიცებენ ქალები,

ქალსა და კაცს აკავშირებს მოყვარული გულიო!
გულს აბრალებ,სიყვარულის ბადეში თუ გაები, –
უხილავი ძაფებია მისი გადაბმულიო!
საზომია თურმე გული ჩვენი პატიოსნების,
ანკესია,მომდებია ცეცხლისა და ალმურის...
რა თილისმას ეძახიან ,,გულს'' ეს მანდილოსნები?
ყვავილია,სიბრძნეა თუ ხელოვნება ამურის?

ბიურგერი


01.09.2013

ბევრი ჩივის, რომ ზნეობა ქედმაღლობამ შერყვნა,

ამპარტავან კაცს უჩივის სულელი თუ ბრძენი;
გაქრებოდა ქედმაღალთა ქედმაღლობა ქვეყნად,
რომ პირველად გაქრებოდეს მლიქვნელობა ჩვენი.

ბიურგერი


24.12.2013

ჭკვიანთა დაცინვა სულელთა პრივილეგია გახლავთ.


ლამარტინი


აქ ყველაფერი იყიდება წარმატებაც კი.

ბალზაკი

თავისი ნაკლის შეგნებით ადამიანი ძლიერდება.

ბალზაკი

რომ არ ცდებოდეს ხანდახან ბრძენი,
გულზე გასკდება სულელი წყენით.

ესპანური ანდაზა

თუ ქალიშვილი შინ არის მარად,
სასიძოები მოდიან ჯარად.

ესპანური ანდაზა

ურცხვი ქალი ქმარს გაჰყვება – შეიცვლება,
ქალის ცნობა ქმრის სამოსით შეიძლება.


ქალი ,რომელიც ბიჭებს დასდევს,დასანდობია? –
სახრჩობელაზე დაკიდული ვაჟი სჯობია.

ესპან. ანდაზა


რა არის სახით ლამაზი რეგვენი,თუ არა ბუმბულით დამშვენებული თუთყუში?

კომენსკი

ათი უღელი ხარის ჭაპანი ვერ მიგიზიდავს ისეთი ძალით,როგორც ღერი თმა ლამაზი ქალის.

ლონგფელო

ყველაზე რთული როფესია არის კაცობა!

პერესი


24.12.2013

ალალმართლობა სიცოცხლის სუნთქვაა,საძირკველი ყოველი ღირსებისა.


დრაიზერი

ხმაური არფერს ამტკიცებს.ქათამი ისე კრიახობს,თითქოს,კვერცხი კი არა,პატარა პლანეტა დაედოს.

უეტმენი

ყოველდღე უნდა მოისმინო თუნდაც ერთი სიმღერა,შეხედო კარგ სურათს,წაიკითხო ერთი ბრძნული აზრი მაინც.

გოეთე

ხშირად გვესმის,ახალგაზრდა ამბობს: არ მინდა სხვისი ჭკუით ცხოვრება,თვითონვე მოვიფიქრებო.რისთვის ირჯები მოფიქრებულის ახლად მოსაფიქრებლად?აიღე გამზადებული და წადი წინ.ამაშია კაცობრიობის ძალა.(შეად. ნიუტონი: ,,შორს იმის წყალობით ვიხედებოდი,რომ ბუმბერაზების მხრებზე ვიდექი; ასე თვლიდა გოეთეც.)

ტოლსტოი

ხელოვნება – კაცობრიობის სინდისია.

ჰებელი

არავისთვის არ ვარგა ის,ვინც მხოლოდ თავისთვის ვარგა.

ვოლტერი

ადამიანებს ის კი არ ახარებთ,რაც აქვთ,არამედ ის აწუხებთ,რაც არ გააჩნიათ.

როცა კარგად ლაპარაკობ,არასოდეს ბევრს არ ლაპარაკობ.

რენიარი

ორატორულ ხელოვნებაში ძნელია არა ბევრის თქმა,არამედ ცოტას თქმა.

ვილკელმანი


24.12.2013

ქრისტიანი კაცი არ შეიძლება მარტო მასწავლებელი ან მარტო მოწაფე იყოს.ის მუდამ ერთიცაა და მეორეც,ამიტომ მიდის სრულყოფილებისაკენ.ჩემო მეგობარო,თავი მხოლოდ შეგირდად ჩათვალე.ნუ იფიქრებ ,რომ დაბერდი,დაბრძენდი,დასრულდა შენი სწავლა–განათლება,შენმა სულმა და ხასიათმა სრულყოფილებას მიაღწია.ქრისტიანისათვის არ არსებობს დამთავრებული კურსი,ის სამარის კარამდე მოწაფეა.


გოგოლი

ნუ აჰყვები ბრაზს,რადგან ბრაზს აყოლილი კაცი ივიწყებს საკუთარ თავს,მოვალეობას,კეთილ საქმეებს.
ცბიერ კაცთნ დავას ნუ გამართვ და სულაც მოასვენე თავისთვის.
ხარბ კაცთან კავშირს ნუ შეკრავ,ნუ გინდა მისი უფროსობა.
უმეცარს ნუ ემოყვრები,სულელს ნურაფერს უხსნი, ბოროტისაგან ფული არ აიღო და ცილისმწამებელს სასახლეში ნუ გაჰყვები.

აღმოსავლური სიბრძნე

მეგობრებს არგე,რომ კიდევ უფრო დაგიმეგობრდნენ:ხელი მიაშველე მტერსაც,რომ იქნებ ოდესმე ისიც დაგიმეგობრდს.როცა მტერზე ლაპარაკობ,გახსოვდეს,რომ ერთხელ შეიძლება ის შენს მეგობრად იქცეს.

კლეობული

ვისაც აწყენინეს,მშვიდად დაიძინოს,მხიარულად გაიღვიძოს,ბედნიერად იცხოვროს,რადგან…


24.12.2013

კარგი ცოლი – ფასდაუდებელი საჩუქარი ქმრისთვის,ცუდი – წყლულია მისი.


თალმუდი

ქალი რაც უფრო ლამაზია,მით უფრო პატიოსანი უნდა იყოს,რადგან მხოლოდ პატიოსნებით გაუწევს წინააღმდეგობას იმ ზიანს,რისი მოტანაც შეუძლია მის სილამაზეს.

ლესინგი

იყავით მკაცრი საკუთარი თავის მიმართ და ლმობიერი სხვათა მიმართ.მაშინ მტრები არ გეყოლებათ.

ჩინური სიბრძნე

არსებობს სულიერი ბედნიერების ორი სახეობა:სულის სიმშვიდე (სუფთა სინდისი) და ყოველთვის მხიარული გული.პირველი შედეგია უდანაშაულობის შეგრძნებისა,მეორე – ბუნების საჩუქარია.

კანტი


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά