bote7777's blog

bote7777
42, Tbilisi, Γεωργία

08.07.2014

წარსულს უშენოდ მივტირი... შენი ლოდინი მღლიდა... არ მინდა შენთვის სიკვდილი... შენთვის, სიცოცხლე მინდა... წლები უშენოდ გაფრინდა... დღეებს დღეებზე ვიცვლი... არ ვიცი, შენგან რა მინდა... მე რომ მიყვარხარ, ვიცი... დღემდე უშენოდ ვიცოცხლე... და მაინც, გელი, გნატრობ... მარტომ გავლიე სიცოცხლე... ახლაც არ ვიცი, რატომ... ხო იცი, მე ვარ უბრალო... ნუ მიმატოვებ, მენდე... მადლობელი ვარ, უფალო... ისევ რომ მიყვარს, დღემდე...


08.07.2014

მამაკაცებო გაუფრთხილდით ოცნების ქალებს,

მჟავე ცრემლებით ნუ დაულპობთ საკოცნელ თვალებს,

ტყუილს იტყვი და მოკლე ფეხი მალე გაცვდება,

თქვენი პირობა ფარატინა ფურცელს დარჩება...

სიტყვა კაცური რომ დაფასდეს ამას ეცადეთ,

ქალის ტკივილი მცირეოდენ თქვენც განიცადეთ,

კავალერი ხარ? ნუ ეცდები იყო დროებით,

ნუ მიუხედავ ქალბატონებს ნიშნის მოგებით.

ქალს დაანახე მის გვერდით რომ მართლა კაცია,

არ ათქმევინო რომ შარვალი ტყუილად გაცვია,

თუ შეიყვარებ არასოდეს ატკინო გული,

ნუ მოატყუებ იყავი მართლა შეყვარებული!...

ეცადე სული აამაღლო საკუთარ თავში,

და ანგელოზი დაინახო საყვარელ ქალში...


08.07.2014

წახვედი და აღარ ჩანხარ, რა ხანია, სიზმრებში კი ჩემთვის ისევ მეორდები, აი, უკვე, მერამდენე ზამთარია, თოვლთან ერთად შენს მოსვლასაც ველოდები... თუმცა გული ძველებურად ფორიაქობს, ღამეს მაინც ვეღარ ავცდი თავქარიანს, ჩემს ეზო-კარს მონატრების ფიქრი ათოვს აი, უკვე, მერამდენე ზამთარია... რაღაც სენი შემპარვია ნაადრევი, ასე თეთრი, უყვავილო გობელენის... ნუ იჩქარებ, გულო, ჯერ ნუ დაზამთრდები, დრო კვლავ არის თუნდაც, თოვლში მოფერების.


08.07.2014

გზაში მათხოვარმა ხელი გამიწოდა, დამეხმარეო, მთხოვა. ბინძურ სამოსში თავი ჩამალა და თხოვნას მოაყოლა ოხვრა. მცივა ვკანკალებო, მშია მაჭამეო, იქნებ არ დარგრჩეო ვალში, ზურგს ნუ შემაქცევო, ოჯახს მილოცავდა, თვალს არ მისწორებდა თვალში. მე კი უტიფარი მზერა გავაყოლე, გულზე არ დავუშვი თხოვნა, რადგან ძნელი არის ამდენ მათხოვრებში ნამდვილ მათხოვარის პოვნა, მერე ეკლესიის ხატებს მივაშურე, ლოცვას ვჩურჩულებდი გულში, უცებ უხილავი ხმები შემომესმა, რაგაც ჩამჩურჩულეს ყურში. უფლის ხელი ვიგრძენ მხრებზე შემეხო და შიში შემეპარა ხმაში, შენ რომ იმ მათხოვარს თვალი აარიდე, ის მე ვიყავიო მაშინ. გული შემეკუმშა, სული დამეხშო და სისხლი გამიჩერდა ძარღვში. ასე გამომცადა გზაში უფალმა და ცოდვა დამანახა წამში.


08.07.2014

,,nu mtxov gavizardo,me xom patara var,chemi ocnebebi jer sul mtlad crfelia,nu mtxov gavizardo torem geficebi,jer isev bavshvivit gabutva mchvevia,isev shemizlia fiqrebi cagartva,bavshvurad ubralod gitxra rom chemia,nu cdilob shemcvalo,nu cdilob gamzardo,macade bavshvoba ase mirchevnia,bavshvurad cal fexze xtunva da tamashi,varskvlavta datvla da archeva mchvevia,miyvars yvavilebis nacnavshi chabneva,tavi rom princesad carmomidgenia.amitom ni cdilob gesmis? me nu shemcvlit,qveni es cxovreba aq sul sxva feria,ar minda gazrda gtxov me nu damaberebbavshvad mimichnie ase mirchevnia,sxva dros agar mkitxo ratom var aseti,an ratom avtirdi,an risi mcxvenia,modi shemiyvare ramoxda bavshi var,bavshvuri grznobebi xom ufro crfelia...


08.07.2014

მინდა ვიყოთ ერთად ნუ მაჩუქებ ვარდებს მინდა ჩემი გერქვას უვარდოდაც გავძლებ არ მჭირდება ფული მინდა შენი გული შევინახავ კარგად არ გაუშვებ არსად ნუ მაჩუქებ რამეს ისედაც კი გავძლებ მთავარია ვიგრძნო გულს რო ისევ მითმობ არ მჭირდება ვარდი ის ხომ მალე ჭკნება მოდი ჩემთან დარჩი სულ რომ ვიყოთ ერთად ავაშენოთ სახლი პატარა და მყუდრო სადაც დიდი სიყვარული უფულოდაც ბუდობს ლამაზ ოჯახს შევფმნით იქ ვიცხოვრებთ ბევრნი მთელ სამყაროს შევცვლი ოღონდ გერქვას ჩემი!


08.07.2014

დრო რომ გადათვლის ჩვენს გაფლანგულ ცხოვრების წამებს, გაგახსენდება რომ ოდესღაც სახელი გერქვა. გერქვა ცხოვრება, გერქვა სუნთქვა და გერქვა ფიქრი მისი სიზმრებით რომ დაიწყო ამ გულმა ფეთქვა. გაგახსენდება რომ ვიყავი კედლის სურათი, ოთახის ჰაერი, შენი ფილტვები და მათი სუნთქვა, სავარცხლის ნაზი მოფერება შენს თმაში დილით და არა ერთი მშრალი სიტყვა ან მწირი გულქვა. ვიყავი ყველგან, სადაც გული გადაგკარგავდა, სადაც ოცნებას გაჰყვებოდი სიზმრებში ჩუმად, შენს თბილ ღიმილში, შენს თვალებში და ხმაში როცა სხვაგან წასული მიირთმევდი ჩემს გრძნობებს უმად. ვიყავი დღისით სულ თანმდევი ფეხებთან ჩრდილი, ღამის ნათება შენს ოთახში მავალი ქურდად, ყოველღიური მოწყურება და წყლისთვის ჭიქა, ვიყავი საბნად, ვიყავი ჩანთად, ვიყავი ქუდად. თუმცა…


08.07.2014

როცა მაბრაზებ
,,მავიწყდება"
როგორ მიყვარხარ,
მინდა ვიჩხუბო
და გითხრა, რომ
გულს მტკენ
საოცრად...
ვერ მოვისვენებ,
ვერ დაგითმობ
მერე სიტყვას და
ვერც კი მივხვდები -
რატომ გინდა
ჩემი გამოცდა...

შენ კი ეცდები
მიმახვედრო -
არ ვარ მართალი...
გაბრაზდები და
არ შეიმჩნევ
ისე ძალიან...
მე კი ბავშვივით
დამამშვიდებს
შენი ნათქვამი, -
,,ვინ ვის აბრაზებს
ახლა ეგეც
საკითხავია"


08.07.2014

,,ერთი ნატვრა ავიჩემე გუშინ...

მთელი ღამე გამეტებით წვიმდა...

დილაა და მზეს ამოსვლას ვუშლი...

შენს მკლავებში გავიღვიძო მინდა...

ეგ ტუჩები მიგიჟებდეს დილას...

მინდა ცაზე, ვარსკვლავები ენთოს...

ისევ, ტუჩებს დავეკონო ფრთხილად...

და შენს სახელს, ვლოცულობდე, ღმერთო...

ოცნებები გავატანო ნიავს...

მთელი დილაშენს მკლავებში გავთბე...

მერეუცებგავიღვიძო, გვიან...

მთელი ღამე შენი ცქერით დავტკბე...

აგერ დილაც მეგებება მრუში...

თვალებს ნაბავსმ ზედა, მაინცმ ცივა..

გულში ისევ აყვავილდა ნუში...

და მაღლიდან მეფერება წვიმა...

ხედავ? სევდაც ავამღერე გულში...

ვიცი, მოვა...სიყვარული წმინდა...

ერთინატვრა ავიჩემე გუშინ...

შენს მკლავებში გაღვიძება მინდა..."


08.07.2014

ეს დღეც უშენობის დღეებს გავატანე,
თითებს დაჰყვებიან სუნთქვის აკორდები,
სული რომ მომეთქვა, ძალა დავატანე,
არა, არ დავღლილვარ, ისევ მაგონდები

ისე დამიგროვდი, ვერსად ჩაგატიე,
ვიცი ამოხეთქავს მალე აგონია,
ასე რომ მიყვარხარ ესეც მაპატიე,
იქნებ დავიღალო..თუმცა არ მგონია..

შენს თბილ ხელისგულზე ნატვრად ვმეორდები,
ბაგის კუთხეებთან ღიმილს წაგასწარი,
მოდი, ამაღამაც სიზმრად გელოდები,
დედა დაგაფიცე, უკვე დაგასწარი


← προηγούμενος 1 2 3 4 5 6 7 Επόμενο
Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά