bote7777's blog

bote7777
42, Tbilisi, Γεωργία

08.07.2014

შენს გულმკერდზე დამიდგია სამოსახლო,
ხელისგულებს შენსას საბნად გადავიფენ,
რომ ყოველდღე გულთან ახლოს დაგინახო,
ასე ყველა სატკივარს და ჭირს დავითმენ.

შენგან ალბათ ვერასოდეს ვეღარ წავალ,
უშენობით, ვიცი სუნთქვაც გაჭირდება,
ნატვრებიდან მოწვდენილი შენი ხმა ვარ,
ხმა, რომელიც სანუგეშოდ დაგჭირდება.

მოვკალათდი შენს მკერდზე და დაგიფიცე,
შეშლილ სურვილს ავისრულებ ახლოს ყოფნით,
არა, შენს თავს ვეღარავის ვეღარ მივცემ,
ის კი არა, ერთ სიცოცხლედ არ მეყოფი.


08.07.2014

სულში ჩამხედე...
ხედავ?
რა ფერებია სულში...
ახლა რომ იყო,
ჩემთან...
მე ჩაგიკრავდი გულში...
დამიძახებდე ნეტავ...
დღესაც,
როგორმე გავძლებ...…
ოღონდ,
ვისუნთქო შენთან...…
და შენი ცქერით გავძღე...
ზეცას ახედე...
ხედავ?
ობლად დარჩენილ ღრუბელს...
როგორ მტკიოდი მე და...
როგორ,
მიყვარდი წუხელ...
და საოცარი დილა...
თენდება,
შენით მთვრალი...
თვალებს,
მისველებს წვიმა...
ცრემლის ატყვია კვალი...
წარსულს,
ფეხდაფეხ მივდევ..
მე ხომ,
შენს თვალებს ვენდე...
რა ვქნა,
მიყვარხარ ისევ...
და მენატრები დღემდე...
მე გულს, იმედით ვივსებ...
შენზე ოცნებას, ვბედავ...
მოდი,
დაბრუნდი ისევ...
როგორ მაკლიხარ,
ხედავ?


სულაც არ მინდოდა მაინც გამახსენდა.წვიმა არ მინდოდა ზეცამ დამასველა.ნიავი მინდოდა და ქარი დაქროდა, ყიდვა მინდოდა და ჯიბეში არ მქონდა. სითბო მინდოდა და ზამთარი მათოვდა, როდესაც მციოდა არავინ მათბობდა.ღამე მინდოდა და უცბათ თენდებოდა, წუთი მინდოდა და წამათ გრძელდებოდა,მეტირებოდა და ცრემლი გამქრალიყო, ფხიზელს ვეძებდი და ყველა დმათვრალიყო. კეთილს ვეძებდი და ბოროტს ვპოულობდი წინ მივდიოდი და სულ ბოლოს მტოვებდნენ . ჩუმად ვიყავი და ჩუმად ხმადაბლაო, დავიღლებოდი და ჩქარა რა დაღლაო. ყიდვა მინდოდა და ვკეტავ დაბიდნდდაო, ჩემს სახლს ვაღებდი და შენ აქ რა გინდაო?არ ვჩხუბობდი და ჩხუბის ბუნტიაო, არ მომიპარავს და ეგეც ქურდიაო.რიგში ვიდექი და ეს აქ დაიცდისო, მართალს ვამბობდი და ამან რა იცისო?სიცოცხლე…


08.07.2014

ხშირად ჩემზე გეცინება და მეც სულელივით განვიცდი,
შენგან არაფერი მეწყინება,შენ ხომ სიყვარული არ იცი. . .
მინდა ყველაფერი დავივიწყო,გაქრა სუყველაფრის ხალისი. . .
მერე რა რომ მტკივა ყველა სიტყვა,შენ ხომ სიტყვის ფასი არ იცი. . .
წუხელ შენზე ფიქრში დამათენდა,თავქვეშ დარდის მედო ბალიში. . .
იქნებ მოგენატრე???ოი,გამახსენდა . . . .შენ ხომ მონატრება არ იცი.



08.07.2014


08.07.2014

გადამიყვარდი! არ გჯერა? თითქოს არაფრად მიღირხარ, გულის ცემაც არ გაჩერდა, როცა ვხედავ, რომ მიდიხარ! გადამიყვარდი! გეწყინა? დარდმა გაფანტა გრძნობები, ბედნიერება მეც მინდა და შენით აღარ მოვცდები! გადამიყვარდი! მატყობ ხო? ცრემლებიც უკვე შევიშრე, თუ ცდილობ მარტო დამტოვო, არც უშენობას შევიმჩნევ. ახლა გიყვარვარ? მერე რა?! მეც განვიცდიდი იგივეს, ამჩნევ?! სიტყვები გერევა, როდესაც სხვისკენ მივიწევ. გადამიყვარდი! დარწმუნდი, აღარც ეცადო მომხიბლო, თუ არ ხარ ჩემი ერთგული ცხოვრებას მარტოც მოვიწყობ...


08.07.2014

tovlis asulo,gadmomxede grublis gemidan, shesvi umanko sivelure,chamacvi kvarti,chems poezias umfarvele,vit artemida,nu migulgrileb,gaixsene,rogor giyvardi,tovlis asulo,gadmomxede grublis gemidan.suli da xorci shemiryie,momtace mzera,miwa akuwe striqonebad,musika chade,lurj mwvervalebze aafrine rdzisferi dzera,vercxlis sizmrebshi damafare bajaglos bade,suli da xorci shemiryie,momtace mzera.sirinozebis xmit mimgere,momgvare dzili,sheshlils locvebi wamikitxe,shemarge game,mdzinare sulshi amicekve titebi grili,fifqebi gvare,masmenine yinulis gamebs,sirinozebis xmit mimgere,momgvare dzili.xorblis natesshi ajirite chemi taichi,stumrad mewvie...rogor miyvars roca mnaxulob...tvali wamartvi da kelaptrad mtvare daichi,bneli ras gizams,gazafxulis mzit chasaxulo,xorblis natesshi ajirite chemi taichi.uflis venaxi makrefine,zeca daxure,chemshi ertmanets sheabrdzole rwmena da shishi,neba momeci,geamboro da mimsaxure,chemi muza xar usasrulo,sulis hashishi,uflis venaxi makrefine,zeca daxure.arasdros mokvde,iseirne qatqata tbaze,iare mudam gimilebit,wyalze iare,shen tu mokvdebi,mec movkvdebi,ver gavdzleb…


19.07.2012

ველური მზერით გიყვარს თამაში,
ჩემს წინ ამაყად,ნებივრად დგომა.
ძლივს დატეულხარ ვიწრო კაბაში
შენ, გაზაფხული და შემოდგომა.

ჯანსაღი ფერით, მდიდარი ტანით
მოხეთქილი ხარ როგორც ჩანჩქერი,
ჩემს წასალეკად და გასატანად
და არსაიდან არ ჩანს საშველი.

შენა ხარ ჩემი თავდავიწყება,
და მზიან გულზე დარდად მოწოლა,
ჩემი საცერა თვალებით გაგცრი,
აგაბრიალებ ველურ კოცონად.

შემოგადნება სხეულზე კაბა,
როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით ტანი
და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად
შენი ღვთიური ,რძისფერი ტანი.

მოდი, იხუვლე, ნაპირს გადმოდი,
თავდავიწყებას რახან მპირდები.
მე ცარიელი ვარ კალაპოტი
და ამომავსე შენი ზვირთებით.


21.04.2012

უნდა იცხოვრო ისე, რომ შენი ყოფნა იყოს აუცილებელი .. ხოლო არყოფნა შესამჩნევი ...


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά