08.07.2014
.,.,.,.,.
42, Tbilisi, Γεωργία

გზაში მათხოვარმა ხელი გამიწოდა, დამეხმარეო, მთხოვა. ბინძურ სამოსში თავი ჩამალა და თხოვნას მოაყოლა ოხვრა. მცივა ვკანკალებო, მშია მაჭამეო, იქნებ არ დარგრჩეო ვალში, ზურგს ნუ შემაქცევო, ოჯახს მილოცავდა, თვალს არ მისწორებდა თვალში. მე კი უტიფარი მზერა გავაყოლე, გულზე არ დავუშვი თხოვნა, რადგან ძნელი არის ამდენ მათხოვრებში ნამდვილ მათხოვარის პოვნა, მერე ეკლესიის ხატებს მივაშურე, ლოცვას ვჩურჩულებდი გულში, უცებ უხილავი ხმები შემომესმა, რაგაც ჩამჩურჩულეს ყურში. უფლის ხელი ვიგრძენ მხრებზე შემეხო და შიში შემეპარა ხმაში, შენ რომ იმ მათხოვარს თვალი აარიდე, ის მე ვიყავიო მაშინ. გული შემეკუმშა, სული დამეხშო და სისხლი გამიჩერდა ძარღვში. ასე გამომცადა გზაში უფალმა და ცოდვა დამანახა წამში.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά