TaMuUuUuUuK's blog

TaMuUuUuUuK
36, Tbilisi, Γεωργία

*მეგობარი ისაა, ვისაც დილის 4 საათზეც კი თამამად დაურეკავ. { მარლენ დიტრიხი}

*როცა მეგონა, აღარაფრის ძალა არ მქონდა, შენ მიდგებოდი მხარში და მეუბნებოდი ყველაფერიც შეგიძლიაო… ჯერ არც შემცდარხარ {კლარა ორტეგა}

*გულით ნათქვამი “ეგ არაფერი..” ანდა “რაც იყო, იყო…”- ეგაა სწორედ ის სიტყვები, რაც ცხოვრების ძალას გვანიჭებს.

*მეგობარი ამჩნევს, როგორ გწყდება გული, როცა თავს რაღაც სასურველის შეძენის უფლებას ვერ აძლევ და დღეობაზე სწორედ იმ ნივთს გჩუქნის(შარლოტ გრეი}

* მხოლოდ ერთს ვნატრობ: იმდენ ხანს მაცოცხლა, როგორმე დაგიბრუნო შენგან ნაგრძნობი, დაუმსახურებელი ზღვა სიკეთე { პემ ბრაუნი}

* ამქვეყნად იმაზე ძვირფასი არაფერია, როცა გრძნობთ რომ ვიღაცას სჭირდები { დაიანა დორზი)

* რა ჯობია როცა მეგობართან ერთად იმაზე იცინი, რაც…


"გულზე თუ ერთხელ დაგაბიჯეს ნაფეხურს ვერასდროს ვერ გადაშლი...
სულში თუ ერთხელ ჩაგაფურთხეს ნაკვალევს ვერასოდეს ვეღარ წაშლი...
წამში თუ სიცოცხლე გაგიმწარეს წლობის სიყვარულს უცებ წაშლის...
ზღვაში თუ ტალღებად აგაგორეს, ფრთებს თუ მოგტეხავენ ვეღარ გაშლი...
ისეთ ადამიანს ნუ ენდობი, დღეს რომ გაღმერთებს და ხვალ რომ წაგშლის.."


სიხარულისთვის ადამიანს, რა

ცოტა ჰყოფნის...!

რა ცოტა უნდა იმისათვის,

გული ატკინო...!

ზოგჯერ ნამცეცი თანაგრძნობაც,

წამლად იქცევა...!

კაცი, ღიმილით შეგიძლია

შემოაბრუნო!

დიახ!- სულ ცოტა, ცოტა გვინდა სიხარულისთვის!

ცივ ადამიანს, ცხოველიც კი

არ ეკარება...!

მივცეთ ეს ცოტა... ერთმანეთს,რომ

მიზანი გვქონდეს!

სანთელ-საკმევლის გზა,არასდროს

დაიკარგება!


მე მინდა, რომ ბევრი სიყვარული, სიხარული და ბედნიერებაა იყოს ყველგააან, მინდა, რომ ადამიანები ერთმანეთს უფრო ხშირად უღიმოდნენ, უფრო ბერჯერ ეუბნებოდნენ რომ უყვართ ერთმანეთიი, რათაა გაყინული სამყაროო მეტად გავათბოთ ადამიანური სითბოთი ♥


♥ არასოდეს დაკარგო იმედი, მაშინაც კი როდესაც ყველაფერი დანარჩენი ხელიდან გეცლება.

ყველაფერი შეუძლებელია მანამ, სამან თავად არ ჩათვლი, რომ შესაძლებელია მისი დაპყრობა.

არასოდეს გამოთქვა უკმაყოფილება იმ სიტუაციებსა თუ საგნებზე, რომელთა შეცვლაც შეგიძლია.

სჯობს საერთოდ არაფერი თქვა, ვიდრე ისაუბრო ნეგატიურად.

შესანიშნავი რაღაცები ყოველ დღე არ ხდება, თუმცა ყოველ დღეს აქვს საშუალება, რომ იყოს დიდებული.

♥ გადაწყვიტე რა გსურს, რატომ გსურს და როგორ აპირებ მის მიღწევას.

გჯეროდეს შენი იდეებისა და მოქმედებების...ყოყმანის გარეშე მიჰყევი მათ.

გჯეროდეს საკუთარი თავის. მაშინ შენ შეძლებ პრობლემებთან გამკლავებას,

სხვები დაგიჯერებენ მაშინ, როდესაც შენ ენდობი საკუთარ თავს,

გააკეთე ის, რაც შენ გინდა და არა ის, რაც სხვებს სურთ.
♥ თქვი ის, რისი თქმაც საჭიროა. გააკეთე ის, რისი გაკეთებაც საჭიროა.…


1. … შეგიძლია ისეთი სიყვარული, როგორიც დედამიწის ზურგზე სხვას - არავის…
2. … ამბობ ყოველ ჯერზე - “მიყვარხარო” - ისეთი გრძნობით, რომ მე ყოველ ჯერზე მჯერა ამის…
3. თანაც სწორედ იმ დროს, როცა ამ სიტყვის გაგონება ყველაზე მეტად მინდა…
4. … მაიძულებ სიხარულის ცრემლებით ვიტირო იმის გაცნობიერებისას, რომ გიყვარვარ…
5. … მსოფლიოში ყველაზე კარგად წვავ კვერცხს,…
6. და ბავშვურად მორცხვს მხდი მაშინ, როცა უყურებ, როგორ მივირთმევ მას…
7. … მიყურებ ისეთი სითბოთი, რომ ვთბები…
8. … შეგიძლია, დამარწმუნო იმაში, რომ ჩემი საყვარელი შოკოლადიც კი არაა ისეთი ტკბილი, როგორიც შენი კოცნა…
9. … შეგიძლია მკითხო, რამდენად მოხერხებულად ვგრძნობ თავს შენ მკლავზე…
10. … შეგიძლია, ქარს აეფარო, რომ მე აღარ…


ბავშვების წერილები ღმერთს


მეორეკლასელი: “გამარჯობა ღმერთო, როგორ ხარ? რას შვრები?როგორ გაქვს საქმე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით?”

მეოთხეკლასელი: “შენ თუ სამყაროს დასასრულს მოაწყობ,ვინ ილოცებს შენთვის?”


მესამეკლასელი: “რისთვის სჯი კეთილ ადამიანებს?”


ლამაზ ქალს.......

საღამოს მშვიდად ჩურჩულებს ქარი,
ათენებს ღამეს ფიქრების ვნებით,
სადღაც არსებობს ლამაზი ქალი,
ამ სილამაზით უგონოდ ვთვრები,

შეცვლილა ირგვლივ სამყაროს ფერი,
აგორდა გრძნობის თოვლივით გუნდა,
გასულა უკვე მრავალი წელი,
მე თურმე შენთან შეხვედრა მსურდა,

მომხდარი წუხელ ვუამბე მთვარეს,
მან თანაგრძნობით დამხედა თავზე,
ქარი მამშვიდებს მთვარიან ღამეს,
ფიქრები მაინც არ წყდება ქალზე,

სიზმრად მენახა სამყარო ლურჯი,
ქალი ნაქარგი ოქროსფერ ძაფით,
შენ ვერ დაგხატავს ვერცერთი ფუნჯი,
მე მომეწონე სულ ერთი ნახვით,

ზეცაზე ღრუბელს განდევნის მზერა,
ჰაეროვანი ქმნილება მხიბლავს,
არ მომწყინდება პორტრეტის ცქერა,
თუნდაც დავეშვე ზეციდან მიწას.


ტყჰჰყ


არიან კაცები - მდინარეები.

მთავარია, მათ აღმა არ აუყვე. დინებას გაჰყევი და ყველაფერი კარგად იქნება.

არიან კაცები - შვილები.

ისინი გულზე უნდა მიიხუტო, თვალებში ჩახედო და არასოდეს მიატოვო.

არიან კაცები - მტაცებელი ცხოველები.

ისინი მსხვერპლს დიდხანს აკვირდებიან.

მერე მონადირებულ ხორცს უბრალოდ გასინჯავენ და ფრინველებს მიუგდებენ.

არიან კაცები - ქვევრის ძველი ღვინოები.

თავიდან არომატს აგემოვნებ და რაც უფრო მეტს სვამ,

მით უფრო თვრები.

ზომაზე მეტი თუ მოგივიდა, გონებას დაკარგავ და

შეიძლება საკუთარი შვილებიც კი დახოცო.

არიან კაცები - ნაძვის ხის სათამაშოები, გარედან - ბრჭყვიალა,

შიგნით კი - ფუტურო.

არიან კაცები - მიტოვებული ქოხები.

თქეშსა და ქარბუქში მათ უნდა შეეფარო, შიგნით შეხვიდე,

მტვერი და აბლაბუდები გადაწმინდო და დაინახავ,

თურმე როგორ პრიალებს ავეჯი.

იქ იგრძნობ, რომ ყველაფერი შენთვისაა,

შენს ხელს ელოდა.ისარგებლე, მოიხმარე,

თუ…


← προηγούμενος 1 2 3 4 Επόμενο
Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά