chemia ,marto chemiaa )
36, Tbilisi, Γεωργία

ლამაზ ქალს.......

საღამოს მშვიდად ჩურჩულებს ქარი,
ათენებს ღამეს ფიქრების ვნებით,
სადღაც არსებობს ლამაზი ქალი,
ამ სილამაზით უგონოდ ვთვრები,

შეცვლილა ირგვლივ სამყაროს ფერი,
აგორდა გრძნობის თოვლივით გუნდა,
გასულა უკვე მრავალი წელი,
მე თურმე შენთან შეხვედრა მსურდა,

მომხდარი წუხელ ვუამბე მთვარეს,
მან თანაგრძნობით დამხედა თავზე,
ქარი მამშვიდებს მთვარიან ღამეს,
ფიქრები მაინც არ წყდება ქალზე,

სიზმრად მენახა სამყარო ლურჯი,
ქალი ნაქარგი ოქროსფერ ძაფით,
შენ ვერ დაგხატავს ვერცერთი ფუნჯი,
მე მომეწონე სულ ერთი ნახვით,

ზეცაზე ღრუბელს განდევნის მზერა,
ჰაეროვანი ქმნილება მხიბლავს,
არ მომწყინდება პორტრეტის ცქერა,
თუნდაც დავეშვე ზეციდან მიწას.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά