რჩევები იმისათვის, რომ უბრალოდ იცხოვრო
36, Tbilisi, Γεωργία

♥ არასოდეს დაკარგო იმედი, მაშინაც კი როდესაც ყველაფერი დანარჩენი ხელიდან გეცლება.

ყველაფერი შეუძლებელია მანამ, სამან თავად არ ჩათვლი, რომ შესაძლებელია მისი დაპყრობა.

არასოდეს გამოთქვა უკმაყოფილება იმ სიტუაციებსა თუ საგნებზე, რომელთა შეცვლაც შეგიძლია.

სჯობს საერთოდ არაფერი თქვა, ვიდრე ისაუბრო ნეგატიურად.

შესანიშნავი რაღაცები ყოველ დღე არ ხდება, თუმცა ყოველ დღეს აქვს საშუალება, რომ იყოს დიდებული.

♥ გადაწყვიტე რა გსურს, რატომ გსურს და როგორ აპირებ მის მიღწევას.

გჯეროდეს შენი იდეებისა და მოქმედებების...ყოყმანის გარეშე მიჰყევი მათ.

გჯეროდეს საკუთარი თავის. მაშინ შენ შეძლებ პრობლემებთან გამკლავებას,

სხვები დაგიჯერებენ მაშინ, როდესაც შენ ენდობი საკუთარ თავს,

გააკეთე ის, რაც შენ გინდა და არა ის, რაც სხვებს სურთ.
♥ თქვი ის, რისი თქმაც საჭიროა. გააკეთე ის, რისი გაკეთებაც საჭიროა. ამის შემდეგ შენ აღარ იფიქრებ იმაზე თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო თუ ასე მოიქეოდი.

შენ ინანებ არა იმიტომ, რომ არ გააკეთე ის, რაც ასე ძალიან გსურდა, არამედ იმიტომ, რომ მისი გეშინოდა.

არჩევანის ქონა და გადაწყვეტილებების მიღება პრივილეგიაა...ნუ გაატარებ ამ დროს იმის შიშში, რომ შეცდომებს დაუშვებ.

თავად ქმნი საკუთარ თავს..შენს გარდა ამაზე პასუხისმგებელი არავინ არ არის.

დროის მიძღვა იმ საგნებისათვის, რომელიც არ გიყვარს ფუჭი დროის კარგვაა..
♥ ყველაფერი რასაც აკეთებ ვერ იქნება წარმატებული. მაგრამ შენ იქნები წარმატებული თუ არ დანებდები და ცდას გააგრძელებ.

ყოველი ადამიანი რაღაცაში არის კარგი და ყველაფერს აქვს იმის პოტენციალი, რომ გაგხადოს წარმატებული.

თუ კი წარსულში რაღაცის გაკეთება ან მიღწევა სცადე და ეს არ გამოვიდა, რატომ ნებდები? ეს იმას არ ნიშნავსმ რომ თუ კი ახლა ან მომავალში კვლავ ცდი იგივე შედეგით დასრულდება.

თუ შენ რაღაცაში მარცხდები ეს სულაც არ გხდის წარუმატებელს.

განსხვავება გამარჯვებასა და დამარცხებას შორის? დამარცხების შემდეგ შენ კვლავ ცდილობ და იბრძვი.
♥ არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოიგებს ან ვინ მიაღწევს წარმატებას, მთავარია ვინ უფრო დიდ პროგრესს განიცდის.

ებრძოლე შენს პრობლემებს. მათი დამალვით და უყურადღებობით ისინი მხოლოდ გაიზრდებიან.

თუ დახმარება გჭირდება, ითხოვე. ადამიანებს უყვართ სხვისი დახმარება.

ბევრად მნიშვნელოვანია ის, რასაც ადამიანები აკეთებენ და არა ის, რასაც საუბრობენ.

შეისწავლე შენი თავი მანამ, სანამ სხვა რაღაცებს ისწავლი.
♥ თუ შენ იცი, რომ ამა თუ იმ სიტუაციაში მართალი ხარ, მაშინ არ ინაღვლო იმაზე თუ ყველა დანარჩენი თვლის, რომ შენ არ ხარ სწორი.

ორჯერ დაშვებული შეცდომა უსწავლელი გაკვეთილია.

ცხოვრების ყოველ ეტაპზე რაღაცას იმახსოვრებ და აუმჯობესებ, იმ ეტაპიდანაც კი, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნოდ დაგამახსოვრდა.

დღევანდელი დღე ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე იყო გუშინდელი და ვიდრე იქნება ხვალინდელი.

ებრძოლო ცვლილებებს ეს იგივეა ებრძოლო ბუნებას. ეს არის ბრძოლა, რომელშიც ვერ გაიმარჯვებ.
♥ მიიღე ცვლილებები და იყავი მზად საკუთარი თავის შესაცვლელად უკეთესობისაკენ.

საკუთარი თავის უკეთესობისაკენ შეცვლა იმ ადგილს ხდის უკეთესს, რომელშიც ვცხოვრობთ.

გაეცი, რისი გაცემაც შეგიძლია და მიიღე მხოლოდ ის, რაც გჭირდება.

 
Σχόλια
ninuca 30.09.2013

kargiaaaa *THUMBS UP*

elzaaa80 01.10.2013

თავად ქმნი საკუთარ თავს..შენს გარდა ამაზე პასუხისმგებელი არავინ არ არის.

Qetushkebi5 06.11.2012

*THUMBS UP* *THUMBS UP*

TaMuUuUuUuK TaMuUuUuUuK 20.01.2013

:)))))))))

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά