ninosha's blog

ninosha
46, Tbilisi, Γεωργία

30.09.2014

На свете есть люди, которых ты просто любишь. Просто так. Не за что-то. Тебе хорошо от одной мысли, что они существуют. Они могут быть очень далеко, в других городах, даже в других странах, но ты знаешь, что они тоже тебя любят. Просто так.


20.04.2013

ჩვენ ყველას, ჩვენი ღირსება დაგვაქვს,
და ჩვენ ნაკლს ჩვენვე ვატარებთ მხრებით.
ხანდახან ვიცით როგორ მოვიქცეთ...
ხანდახან ვიცით და მაინც ვცდებით...
ხანდახან მინდა თავი დავხარო,
და ღამე ლოცვით მინდა ვათიო,
ვინ ვარ? რომ ვინმეს ცოდვები ვთვალო?
ან ვინმეს რამე არ ვაპატიო?
მე მიყვარს შენი უნიღბო სახე,
როცა გვერდით ხარ რწმენით ვივსები,
ადამიანო მე შენ მიყვარხარ
ყველა ნაკლით და ყველა ღირსებით.


"მე შეიძლება სხვა ქუჩებს გავყვე...
მე შეიძლება შევცვალო რითმა...
მე შეიძლება გაკოცო აქვე...
მე შეიძლება,უარი გითხრა...

მე შეიძლება ვიყო ასეთი...
ვიყო ისეთი...
ვიყო თავნება...
ხვალ დაივიწყე,დღეს რასაც გეტყვი...
ისე,იცოდე,გული დაგნებდა!...

შენ შეიძლება,მაჩუქებ სიზმარს...
შენ შეიძლება,არაფერს მომთხოვ...
შენ შეიძლება,გაზაფხულს იზამ...
შენ შეიძლება,ზაფხულში მოთოვ...

შენ შეიძლება იყო ასეთი...
იყო ისეთი...
იყო თავნება...
ხვალ დაივიწყე,დღეს რასაც გეტყვი...
ისე,იცოდე,გული დაგნებდა...

ჩვენ შეიძლება რაღაცას ვერ ვგრძნობთ,
შენ შეიძლება...
მე შეიძლება...
რაც "შეიძლება" ჩვენ უნდა შევძლოთ..."


19.04.2013

დამადე ხელები გულზე და გავჩუმდეთ ,
მერე კი უაზრო წარსულის აჩრდილი ,
წამართმევს შენს თავს და ჩემს ნაწილს გაჩუქებ,
რომელსაც ყოველდღე უსიტყვოდ მაჭრიდი...


1)მე შენ მიყვარხარ,არა იმიტომ ვინ ხარ შენ,არამედ იმიტომ ვინ ვარ მე როცა შენს გვერდით ვარ.
2)არცერთი არამიანი არ იმსხურებს შენს ცრემლებს,ხოლო ის ვინც იმსახურებს,არასოდეს აგატირებს შენ.
3)მხოლოდ იმიტომ, რო ვიღაცას არ უყვარხარ ისე,როგორც შენ გინდა რომ უყვარდე,იმას არ ნიშნავს რომ,იმ ადამიანს მთელი გულით არ უყვარხარ!
4)ნამდვილი მეგობარი ის არის ,რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს.
5)ყველაზე საშინელი მონატრებაა,იყო მის გვერდით და აცნობიერებდე,რომ ის არასოდეს იქნება შენი!
6)არასოდეს მოიშალო სახეზე ღიმილი .მაშინაც კი ,როცა სევდიან განწყობაზე ხარ ვიღაცას შეიძლება შენი რიმილი შეუყვრდეს .
7)შეიძლება ამ სამყროში მხოლოდ ადამიანი ხარ,მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყარო ხარ.
8)შეიძლება ღმერთს სურს ჩვენ ვხვდებოდეთ უვარგის ადამიანებს…


მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც შენი პირველი სიყვარულია, არ ნიშნავს იმას რომ ის შენი ნამდვილი სიყვარულია. პირველი სიყვარული დაგიჭერს, ნამდვილი კი - ჩაგეხუტება. პირველი სიყვარულის თვალებში მის სულს დაინახავ, ნამდვილი სიყვარულის თვალებში კი - თქვენ ორივეს სულს გაერთიანებულს . როდესაც პირველი სიყვარულს ხელს ჩაკიდებ, ისიც ჩაგკიდებს ხელს , ნამდვილი სიყვარულს კი ხელს რომ ჩაკიდებ , ის მთელი ცხოვრება გაუფრთხილდება ამ შეხებას. ასე რომ ხანდახან უნდა დაივიწყო ციფრები : პირველი , მეორე.... რომ აღმოაჩინო რა არის ნამდვილი.



19.04.2013

”ზეცას შახენეო აპარეკავ,
მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,”
”ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ,
ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ?!”
”დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო,
ღამე გავიტანათ საუბარით.”
”ქალავ, ნუ ამირი ფიქრებიო,
მამშორდ გაიგონე ნაუბარი!”
ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას,
მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ,
”ვაჟავ, სად წახვედი, აღარ სჩანხარ,
ნეტავ, შენ სწორფერსამც დამიცდიდე.”
ღამე უტეხია მათ საუბარს,
დილა გათენებულ ნამიანი,
რიჟრაჟს არყიანი ბოთლა უყვარს,
ბოთლა ნაჭრელიან-სასმლიანი.
სწორფერმ მიუტანა ბოთლით არაყ,
დილამ შუადღისკენ გაიწია,
კაცმა ყანწით სასმელ გადაცალა,
მერე ეშმაკურად ჩაიცინა.
ქალმა ლუკმა მისცა... თავ დახარა,
”კიდევ ერთი სთქვიო ხევსურისა...”
სასმელმ კაცის გონი გადაფარა,
(თანაც ის სწორფერი გვერდს უზის და...)
”... რაებს ვაზრობ ღმერთმა მარისხას და...” -
შერცხვა, გადაეკრა სახადის ფერ,...
ნელა გადავიდა დათვისჯვარს და
ბილიკს გადაუყვა ხახმატისკენ.


30.03.2013

დაუქოქავი საათი

ვითხოვ ღირსეულ წრეს.
დროსთან გავმართე კამათი,
დრო არ ჩერდება, წვეთს...

წლები წინდაწინ იწევენ,
ითხოვენ თავის წილს.
ანგარიშს არც კი მიწევენ.
ცოტა არ იყოს მწყინს.

წვეთენ წამები, წუთები.
დრო სისხლს და სახსრებს მწოვს.

დროს ხომ ვერ გაებუტები?
-ხათრი არა აქვს დროს...


Семь секретов Счастливого Человека:

1. Не беспокоиться о том, что думают о тебе окружающие.
(Секрет Свободы)
2. Любая наша мысль обязательно материализуется.
(Секрет Реальности)
3. Полюбите и примите своё тело.
(Секрет Красоты)
4. Не осуждайте и не критикуйте себя и других.
(Секрет Дружбы)
5. Дарите Любовь и не переделывайте Любимых.
(Секрет Любви)
6. Научитесь сначала давать, а потом получать.
(Секрет Богатства)
7. Меньше думайте, больше любите и радуйтесь.
(Секрет Счастья)


29.04.2013

შორს ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში,
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში.
რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა,
მართლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი
დროში ქცეული უკვდავ სხეულად.
იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი,
და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას,
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას.
მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე
შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა,
მე დედამიწის იალაღებზე
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან.
და თითქოს ლოდი გულ მკერდზე მეცა
ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა,
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა
ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა.
- ადამიანო! სასუფეველში
ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად,
მე შენი სულის ვხედავ მორევში
იმ ბოროტებას რომელსაც მალავ.
მოგიახლოვდა ღვთისა მართალი
დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა,
სთქვი შენი სიტყვა რომ ხარ მართალი
გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა.
თავი ავწიე და ღმერთი ვნახე,
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი,
ოფლით…


← προηγούμενος 1 2 3 4 5 ... 9 Επόμενο
Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά