სიმღერა
46, Tbilisi, Γεωργία

"მე შეიძლება სხვა ქუჩებს გავყვე...
მე შეიძლება შევცვალო რითმა...
მე შეიძლება გაკოცო აქვე...
მე შეიძლება,უარი გითხრა...

მე შეიძლება ვიყო ასეთი...
ვიყო ისეთი...
ვიყო თავნება...
ხვალ დაივიწყე,დღეს რასაც გეტყვი...
ისე,იცოდე,გული დაგნებდა!...

შენ შეიძლება,მაჩუქებ სიზმარს...
შენ შეიძლება,არაფერს მომთხოვ...
შენ შეიძლება,გაზაფხულს იზამ...
შენ შეიძლება,ზაფხულში მოთოვ...

შენ შეიძლება იყო ასეთი...
იყო ისეთი...
იყო თავნება...
ხვალ დაივიწყე,დღეს რასაც გეტყვი...
ისე,იცოდე,გული დაგნებდა...

ჩვენ შეიძლება რაღაცას ვერ ვგრძნობთ,
შენ შეიძლება...
მე შეიძლება...
რაც "შეიძლება" ჩვენ უნდა შევძლოთ..."

 
Σχόλια
xameleon 20.04.2013

მე შეიძლება სხვა ქუჩებს გავყვე...
მე შეიძლება შევცვალო რითმა...

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά