MaR's blog

MaR
41, Tbilisi, Γεωργία

09.06.2013



09.06.2013



09.06.2013



18.01.2013

ჩამოკონკილი მათხოვარი ყავარჯნით ხელში, მიადგა ფართოდ გაღებულ რესტორნის კარებს,
ჟამთა სიავეს მოეტეხა საბრალო წელში, ძლივსღა ახელდა დასიებულ წირპლიან თვალებს,
გაშლილი სუფრა ქორწილის ხალხს დააპურებდა გაჭირვებულთა სადღეგრძელოს სვამდა
თამადა ოთხი ვაჟკაცი მოსულს ზედაც არ უყურებდა ერთმა ისიც თქვა გაათრიეთ წამიხდა
მადა და მათხოვარი გაათრიეს ძუკნა ძაღლივით ოფიციანტმა ზიზღისაგან გადააფურთხა
ის უბედური აღრიალდა ობოლ ბავშვივით ღმერთმა კი მისი შბღალული ცრემლი აკურთხა,
ძლივსღა წამოდგა დაბეგვილი და დაჩეჩქვილი შიმშილის გრძნობა ავიწყებდა დახეთქილ წყლულებს
შიგნით თამადა დიდი ყანწით ყელმოღერებით ადღეგრძელებდა ქვეყნად ყველა გაჭირვებულებს.


ვერ განვეშორე ბავშვობის ფერებს,
სულ არ მიხდება ჭაღარა თმები...
ვერც ქალის როლიც, ვერ შევიფერე,
იქა ვარ ისევ, წარსულით ვთბები.

ნუ დამაძალებთ ბატონო ჩემო,
რომ შეგიყვაროთ ქალის სიდინჯით,
მე ახლაც ბავშვურ საქციელს ვჩემობ,
კვლავ სიყვარული მავსებს სიგიჟით.


ფეხით შევდგომივარ უმადურად

ყვავილს უწყინარს და სანდომიანს,

გული მიტკენია უნებურად,

ვისი გულისტკენაც არ მდომია,

ბევრჯერ შევლევივარ დღეებს ძვირფასს,

სხვისთვის მიმიცია მაგალითი,

კაცის გულის ფსკერზე ჩამიყვინთავს

და შიგ მიპოვია მარგალიტი.

ბევრჯერ უნიათო გაჭირვებას

თავი დავაღწიე სასახელოდ,

ალბათ ამიტომაც არ მჭირდება,

ვინმეს თანაგრძნობა გამახსენონ.

და თუ შევდგომივარ უმადურად

ყვავილს უწყინარს და სანდომიანს,

გული მიტკენია უნებურად,

ვისი გულისტკენაც არ მდომია.

ვინმე თუ ზედმეტად მეცოდება,

ჭირში თავი ჩემი თუ ვერ ვძლიე,

ღმერთო, მაპატიე შეცოდება,-

ნებისმიერი თუ უნებლიე


რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ დარდი და ნაღველი – მხოლოდ გამაფრთხილებელი სიგნალებია, რომლებიც მამცნობენ, რომ ჩემი ჭეშმარიტი ბუნების წინააღმდეგ ვცხოვრობ. დღეს ვიცი, რომ ამას „სინამდვილე“ ქვია.რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რა ძლიერ შეიძლება ატკინო გული ადამიანს, თუკი მას მისივე სურვილების ასრულებას დააძალებ, როცა მათი განხორციელების დრო ჯერ არ დამდგარა და ადამიანი ამისთვის ჯერ მზად არ არის და, რომ ეს ადამიანი – თავად მე ვარ. დღეს „აღიარებას“ ვარქმევ ამას.რაც საკუთარი თავი შევიყვარე, თავი დავანებე სხვა ცხოვრებისკენ სწრაფვას და მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი, რაც ჩემს გარშემოა, მუდმივად ზრდისა და სრულყოფისკენ მიბიძგებს. დღეს „მოწიფულობა“ დავარქვი ამას.რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ მიუხედავად…


07.06.2013



07.06.2013



შენი ტკივილით ატირებულ, გულზე დამდიხარ,
იესოსავით, წმიდა დედის შვილად ნაშობო,
ახლა ჯვარცმული მოწამებრივ სავალს გადიხარ,
აღდგომა როდის გეღირსება, ჩემო სამშობლო?!

ნანა მეფარიშვილი8892_437632412999111_1600362867_n.jpg


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά