MaR's blog

MaR
41, Tbilisi, Γεωργία

ლამაზი დღეა თითქოს ყველა ბედნიერია,

გავალ უბანში, ჩამოვჯდები, ხალხიც ბევრია,

"დღეს მე ვკისრულობ" დავიძახებ და ბირჟას დავშლი

მერე მახლობლად რესტორანში დიდ სუფრას გავშლი

ვერვინ მიხვდება მიზეზს ჩემი ხელგაშლილობის,

ზოგს დარდის ბრალი ეგონება ზოგს შეშლიობის,

ბოლოს ავიღებ განსხვავებულს მოვითხოვ სიტყვას:

იუბილარის სადღეგრძელო მინდა რომ ითქვას"...

ყველას სახეზე გაოცება დაეტყო თითქოს,

ვერაფერს მიხვდნენ ვერც ბედავენ რომ შემეკითხონ,

მომშტერებია დაბნეულად მე ბევრი თვალი,

მათი მზერიდან ვხვდები "ნაღდად ვგონივარ მთვრალი"

მე კი ვაგრძელებ :

მას ერთი წლის წინ ამავე დღეს მოვხვიე ხელი,

დღეს დაიბადე მშვენიერო აბა რას ელი?

რასაც ინატრებ მას გაჩუქებ არ მიჭირს ფული,

მან კი ღიმილით ჩამჩურჩულა მაჩუქე გული...

მე ვადღეგრძელებ ვინც ამ წუთში ჩემგან შორს არის,

თან ჩემი ჰქვია ამავედროს ჩემი არ არის ,

ვისი ნებითაც დღეს ჩემს მკერდში გული…


18.11.2012

იესოს ხატთან სამი სანთელი,
პირველ თოვლივით ჩუმად დნებოდა,
ტაძარში იდგა მკრთალი ნათელი,
სანთლები უხმოდ იფერფლებოდა.
ჩამოდიოდა სანთლის ნაღვენთი,
წვეთ–წვეთად იქვე იღვენთებოდა,
და მძიმე შუქის უფერო ფონზე
ორი ლამაზი გრძნობა ჩნდებოდა.
ერთი სანთელი მეგობრობისა,
მეგობრულ გრძნობით იცრემლებოდა,
მეორე იყო სიყვარულისა,
ის სიყვარულით იტანჯებოდა,
ხოლო– მესამე მონატრებისა,
ორივე გრძნობას ეფერებოდა.
იდგა სიჩუმე და ყველა ბგერა
სადღაც უკვალოდ იკარგებოდა,
შემოდიოდა ტაძარში ხალხი,
ხალხი ერთმანეთს ენაცვლებოდა;
მე კი ვიდექი გაქვავებული,
ვგრძნობდი, რომ მალე დაღამდებოდა
და მერე ვერც კი გავიგონებდი
ლოცვაში ისე გათენდებოდა


“ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, სანამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული – გაგითბობს. ღმერთი ძლიერია.. ყველას გულში, – ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენ, – ღვთისგან ანთებული ცეცხლი ანთია; ის ცეცხლი არ უნდა გავაქროთ, თუ გვინდა რომ პირნათლად შევეყაროთ ჩვენს გამჩენს. ის ცეცხლი მეც, შენც და სხვასაც ხანდახან იმისთანა საქმეს გვაკეთებინებს, რომ ქვეყანას აკვირვებს.
ღმერთმა ყველას გონება და გული, სიკეთის შეძლება დაგვირიგა, ზოგს, მართალია, ცოტა, ზოგს ბევრი, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება და ცოტას – ცოტა. იმისათვის კი არ დაგვირიგა, რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში, ან მიწაში დავმალოთ, – იმისათვის, რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზე, უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რამე,…



01:24

,,ძალა ნაბიჯების ისეთი დიდია
ხანდახან გადაღლაც დაბლა ხრის წამწამებს
სილაღე გარს ეკვრის, დღეები მშვიდია
სიგიჟე მოწყენას გაუშლის დაწნავებს.

ძვირია სიკეთე და ჭარბობს როლები
ხმები და ჭორები კარდაკარ დადიან
უეცრად სიცილსაც გაიგებ ტირიფის
აქ ზამთრის დღეებიც ბევრ რამეს სჩადიან.

ფიგურებს ყინვაში ეცვლება ფორმები
საათიც ნაბიჯებს დაითვლის წამებად
წამებს ემატება თანდათან წუთები
სურვილიც ალდება დროდადრო სანთლებად.
ერთ განრიგს მისდევენ თითქოს და ლექსები
სიტყვები იცვლიან ჩუმ_ჩუმად ადგილებს
ამიტომ ჯამია რითმების სხვადასხვა
მთლად ნუ გამშიფრავო მუზები მარიგებს.
ამიტომ მოვრჩები ახლა აღსარებას
რისი თქმა მინდოდა თუკი ვერ გაიგეთ
უბრალოდ შემოდით თითვეულ სიტყვაში
ვისაც რა გერგებათ, ის გრძნობა წაიღეთ.


სიმპათიური მამაკაცი გზას მიუყვებოდა, ამ დროს მას ახალგაზრდა ლამაზი გოგონა მიუახლოვდა მის წინ ჩაიჩოქა და უთხრა: „მე შენ მიყვარხარ, გთხოვ შენც შემიყვარე“. ახალგაზრდა მამაკაცმა გოგონას ცივი უარი გამოუცხადა და უთხრა: ნახე ჩემს უკან ჩემი უფროსი ძმა მოდის, ის ჩემზე უფრო სიმპათიურია და მას შეუძლია შენ უფრო ბედნიერი გაგხადოს. ამ დროს გოგონამ უკან მიიხედა და რას ხედავს, შეუხედავი და მახინჯი ვინმე მოდიოდა. გოგონამ უთხრა: არა, არა! მე, შენ მიყვარხარ შენ. მე, შენ მინდი....ხარ. მაშინ ახალგაზრდამ უპასუხა: შენ რომ ნამდვილად გყვარებოდი, უკან აღარ მიიხედავდი


.უნდა გაზომო ნაბიჯი სულის, რომ არ მოუხდეს თვალს ატირება....ხანდახან უნდაგატკინონ გული, რომ თავად შეძლო შენ პატიება....ხანდახან უნდა იცრუო,მაგრამ არ დაივიწყო სიმართლის არსი, ხანდახან რაღაც შეცვალორადგან,,ბევრია ირგვლივ ფლიდი და ფარსი.....ხანდახან გრძნობა უნდა გადადო,რომ კვლავ მოგეცეს მეორე შანსი.....ხანდახან ვინმე უნდა დაკარგო.....რომ დაბრუნების გაიგო ფასი...........


ყოველ წარუმატებლობაში არის წარმატების მარცვლები, ან იგივე რაოდენობის ან უფრო მეტი. როდესაც ჩვენ ვთესავთ, შემდეგ უნდა ვიზრუნოთ მასზე, წყლით მოვრწყათ, მიწა გავაფხვიეროთ... ზოგჯერ ჩვენ ზუსტად იმ დროს ვიხევთ უკან, როდესაც სულ ცოტაღა დრო რჩება ღივის დასანახად. ...იქონიე მოთმინება, დაელოდე მკას! ცხოვრებაში უცებ მხოლოდ პრობლემები მოდის. აი, წარმატებისთვის კი უნდა ვიბრძოლოთ. ვებრძოლოთ არა სხვებს, არამედ საკუთარ თავს, იმიტომ რომ ყოველ ჩვენს წარუმატებლობაში პირველ რიგში ჩვენ ვართ დამნაშავენი. დაინახე შენი სისუსტე, აღიარე ის და შემდეგ აღმოფხვერი! გამოიმუშავე ნებისყოფა, გამოხატე ენთუზიაზმი, გააკეთე უფრო მეტი, ვიდრე გიხდიან, მიეცი უფრო მეტი, ვიდრე გაქვს და შენ წარმატებული გახდები! იცი, ჩვენი სამყარო კანონზომიერია. ანუ რასაც გასცემ იმას…


"ადამიანი საოცრებაა. ის შექმნილია ხატად ღვთისა. უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი, დავეხმაროთ ერთმანეთს, რადგან არ არის გამორიცხული, მომავალში შენ თვითონ იქნები გაჭირვებული და შენც დაგჭირდება სხვისი დახმარება.ყველაზე დიდი ფასეულობა დედამიწაზე არის ადამიანი. ვინც მოწყალებას გასცემს, ის ღმერთის მიერ იქნება შეწყალებული. ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ, ფიზიკურადაც ეხებიან, ამცირებენ. ეს არის უდიდესი ცოდვა და ღმერთი ადამიანს ამ ცოდვას მოკითხავს. მინდა გთხოვოთ ყველას მეტი სიყვარული, მეტი თავმდაბლობა, მეტი ყურადღება მიაქციოთ ერთმანეთს"

უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.


ილოცე, უბრალოდ ილოცე.

იცი, აქ რამდენი მადლია,

მირონის სურნელი დაგათრობს,

აქ, მხოლოდ გალობით დადიან,

წმიდანთა თვალები გაგათბობს.

ნუ ტირი, კალთას ნუ მისველებ,

ანგელოზს გული არ ატკინო,

ცოდვების ტვირთისგან ვისვენებ,

არ გინდა, სხვებიც არ ატირო.

დღეს მხოლოდ სანთლები დამინთე,

სინათლეს უფალთან მივყავარ,

სავალი ლოცვებით გამითბე,

"ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ.


ჩემს განვლილ გზაზე თქვენ ვერ გაივლით...უკვე წავშალე ნაფეხურები...მე ნებას გაძლევთ, რომ ჩემს სულამდე ამოიაროთ საფეხურები...ამოიარეთ ძალიან ნელა,და არ გეგონოთ – ეს ადვილია,კიბეზე, სადაც ყოველთვის ბნელა,ის ავა მხოლოდ, ვინც სულ ფრთხილია,ამოიარეთ... გაბედეთ... გიცდით...ზემოთ ამოდით, ნუ ბრუნავთ წრეზე,მე კი შორიდან დაგაკვირდებით,ვინ აღმოჩნდებით ჭკვიანი სხვებზე,რომ მიხვდეთ – მე ჩემს გამოვლილ გზაზე რატომ წავშალე ნაფეხურები...რომ ჩემს სულამდე ამოსასვლელად არსებობს მხოლოდ საფეხურები...


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά