მომიტევე, გამხელილი გრძნობა!
37, Tbilisi, Γεωργία

...❤... მომიტევე, გამხელილი გრძნობა! მაპატიე, ეს სიშორე დღემდე, გაზაფხულის ნუ გაკვირვებს თოვა, და თუ გრძნობას!..წარსულიდან, ვწერდე. —- რა რთულია მონატრების მხარე , ან რა შეცვლის წუთებს, დღეს და ღამეს.. წრფელი გულით ერთხელ შეგიყვარე! თუ ვტყუოდე მიწა დამაყარე. —- ოღონდ ისე ცრემლნარევმა არა მთელი ძალით დამაყარე გულზე, მე შენს იქეთ არ მიყვარდა არა სანამ წავალ მომისწარი სულზე. —- ვგრძნობ! სრულყოფით, ვხედავ შენში ვარდებს! იასამანს,გვირილას თუ იებს, უშენობის შევეფარე ლანდებს, და მშფოთავი გული არ იძინებს. —- როცა ხვდები მცდელობების ზღვარებს, რა მოაქვს და რას წაიღებს შენგან, ზოგს ბრჭყალი აქვს,ბრილიანტი სვავებს, და გართობაც შეუძლიათ სხვებთან. —- როცა იცი საიდუმლოს ფასი! გულში როგორც სანთელივით დნება, სიცოცხლეს კი მიეცემა აზრი!.. როცა გული სიყვარულით ლღვება. —- სიყვარული! თვალებია ღვთისა! ადამიანს გულში ჰყავს და არ სჩანს, დილით სხივებს მოგაშურებს მზისა, გათბობს ,მერე ზღვიდან უცქერ ჩასვლას. —- უსასრულო! , ფიქრი ჩნდება ღამე, არ მქონია მოსვენება წამით! ნეტავ ახლა შენც ჩემებურ გწამდე!.. შენს სარკმელთან გავჩნდებოდი ღამით.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά