leo86's blog

leo86
37, Tbilisi, Γεωργία

ასწავლე(თ) დღეებს _ ბედნიერი წუთების ჩაცმა, ღმერთივით გყავდეს, ვინც შენს სულში საამოდ ღვივის, და არასოდეს არ წამოგცდეს ოდესმე _ გათქვა, რადგან ც ხ ო ვ რ ე ბ ა ვერ პატიობს სახეზე ღიმილს... დაყარეთ შიში... გაიმართეთ წელში და... გწამდეთ, რომ ქუჩაც ხატავს დაწყვილებულ, პატარა სახლებს, ხვალ შესაძლო'ა _ მოფარფატე ანგელოზს ცამდე_ აცილებდე და, კარს უღებდე _ სხვა ფერის აზრებს... რა ცოტა გყოფნის _ მიმოასკდე ფიქრების ნაპირს, რომ შენი წილი სითბო გჭირდეს, ღმერთიც და ჯვარცმაც, ვინც გიღალატებს, ის ისედაც დაიმტვრევს თავ-პირს, ასწავლე(თ) დღეებს _ ბედნიერი წუთების ჩაცმა...!!!


...❤... მომიტევე, გამხელილი გრძნობა! მაპატიე, ეს სიშორე დღემდე, გაზაფხულის ნუ გაკვირვებს თოვა, და თუ გრძნობას!..წარსულიდან, ვწერდე. —- რა რთულია მონატრების მხარე , ან რა შეცვლის წუთებს, დღეს და ღამეს.. წრფელი გულით ერთხელ შეგიყვარე! თუ ვტყუოდე მიწა დამაყარე. —- ოღონდ ისე ცრემლნარევმა არა მთელი ძალით დამაყარე გულზე, მე შენს იქეთ არ მიყვარდა არა სანამ წავალ მომისწარი სულზე. —- ვგრძნობ! სრულყოფით, ვხედავ შენში ვარდებს! იასამანს,გვირილას თუ იებს, უშენობის შევეფარე ლანდებს, და მშფოთავი გული არ იძინებს. —- როცა ხვდები მცდელობების ზღვარებს, რა მოაქვს და რას წაიღებს შენგან, ზოგს ბრჭყალი აქვს,ბრილიანტი სვავებს, და გართობაც შეუძლიათ სხვებთან. —- როცა იცი საიდუმლოს ფასი! გულში როგორც სანთელივით დნება, სიცოცხლეს კი მიეცემა აზრი!.. როცა გული სიყვარულით ლღვება. —- სიყვარული! თვალებია ღვთისა! ადამიანს გულში ჰყავს და არ სჩანს, დილით სხივებს მოგაშურებს მზისა, გათბობს ,მერე ზღვიდან უცქერ ჩასვლას. —- უსასრულო! , ფიქრი ჩნდება ღამე, არ მქონია მოსვენება წამით! ნეტავ ახლა შენც ჩემებურ გწამდე!.. შენს სარკმელთან გავჩნდებოდი ღამით.


"არასდროს არავინ უნდა აამაღლო იმ სიმაღლემდე, რომ ბოლოს თვითონაც ვეღარ შესწვდე, არასდროს არავინ უნდა გააიდეალო, რომ მერე იმედგაცრუებულმა არ ეძებო შენი იმედები და არა თვით ადამიანი, რომელიც არც არასდროს გყოლია!"


გადავეჩვიე ქარის ნაამბობს... ცახცახით ხიდან ფოთოლთა ცვენას... დაღლილი დღენი კვნესიან მარტო ... და მონატრება აწამებს ყველას... გადავეჩვიე ვინმეს სიყვარულს.... ფეხქვეშ მიცურავს დარდების ქვიშა. დაგტოვე ჩუმად სასოწარკვეთით..... და შენ გგონია ალბათ.. რამიშავს..... გადავეჩვიე დროის გადათვლას.. ყოველი დილა თენდება თითქოს... არც კი შეცვლილა წარსული დღენი... განსაკუთრებულს არაფერს ითხოვს ... მხოლოდ ამინდი დაგოგმავს ცაზე.... პირქუში ღამე მაფარებს საბანს.... ქარი კი გაბმით ბრახუნობს კარზე.... და სიზმრად დაჰქრის ის თეთრი კაბა.... გადავეჩვიე მე ლექსის წერას .... საწერიც აღარ დამრჩა რაიმე.... შენ იყავ ჩემი ციური მუზა... და ყველა სტროფი უკან წაიღე.....



" ბედნიერებაა როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ავსებს. როდესაც ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ. ასეთი მარადიული სიყვარული ყველას არ ხვდება, არის ზოგიც რომ ძალიან გვიან პოულობს. თუ თქვენ ეს ბედნიერება გერგოთ არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ და არ დათმოთ ერთმანეთი. ის აღარ განმეორდება. "


თოვლში გიკრეფია გვირილები?

მზე თუ გინახია მოცეკვავე?

ფიფქებს გაუმართავთ მეჯლისი და

წამო,ოცნებებში მომეხმარე.

წინდა მოვუქსოვოთ დედამიწას.

სითბო დავურიგოთ მობინადრეთ.

ერთად ვაყვავილოთ სიყვარული.,

ჩემი ლექსებით რომ მოგიტანე.

თოვლში გიკრეფია გვირილები?

მოდი,ვიდიდგულოთ დეკემბრიდან.

ზამთარს გავეჯიბროთ სიხარულში,

მერე გავიპაროთ. ზღაპრებიდან

ჩუმად მოვიტაცოთ ფერიები,

ზეცა რომ მოვქარგოთ იმედებით.

მერე შემოვუსხდეთ თბილ ბუხარს და

კიდევ ბევრ ოცნებებს მოგიყვები.


როგორც არ უნდა ცდილობდე უარყოფას, მაინც უამრავი რამ გაკავშირებს იმ ადამიანთან, რომელსაც ერთხელ მაინც მიეცი უფლება შენთვის მოგონებები შეექმნა...❤



წარსულო ნუღარ მომყვები.... ნაკვალევს არმინდა ვუყურო.... იმდენი სითბო გავეცი.... დავრჩი ცივი და უგულო... დამისხით ერთიც დავლიო.... ღვინოს მივანდო დარდები.. თავნება ყანწი გამივსეთ.... მთვარალი არ შეგიყვარდებით... წარსულო იქით გაიწი.... ფეხებში ნუღარ მედები... ნუღარ მაბრუნებ შენისკენ..... ვერხედავ?.. უკვე ვბერდები.... წარსულო ნუ მეღრიჯები.... არ გამოდგები ლაქიათ... თუ ჩემი სიტყვა არმოგწონს... "ჯანდაბას'' ეგეც კარგია.... აღარა ვცხოვრობ წარსულით... არც ხვალის ვიცი არარა... დღეს გაუმარჯოს რომელიც.... ჟუჟუნა წვიმამ დანამა...



"მთელი დედამიწაც, რომ გებრძოდეს , შენი სიყვარული დაიცავი და არ დათმო! თორემ მერე ინანებ ! სიყვარულისთვის ბრძოლა არ უნდა წააგო! "♥



- ნუ გაუცრუებთ იმ ადამიანს იმედს, ვინც გეტყვით, რომ ეს იმედი თქვენ ხართ. იქნებ ეგ უკანასკნელია რაც მას სიცოცხლისკენ აბრუნებს...♥



← προηγούμενος 1 2 3 4 5 ... 120 Επόμενο
Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά