უნდა გაიღიმოთ ქალბატონო...
30, Tbilisi, Γεωργία

"უნდა გაიღიმოთ ქალბატონო,
ღიმილი უკეთ მალავს დარდებს"...
(თქვენზედ დახამებით მაყურებელს)
სევდა არ აჩვენოთ თვალებს.


უნდა დაიჯეროთ ქალბატონო,
სუფთა, წრფელი გულით გწამდეთ,
ყველა მოთაყვანეს რომ უყვარდით,
ვისაც თქვენი გრძნობა ანდეთ.


უნდა გაიხსენოთ ქალბატონო,
თავი მოუყაროთ წამებს...
როცა სიხარული მოგანიჭეს,
ფრთები შეასხეს თქვენს აზრებს.


უნდა დათმოთ კიდეც ქალბატონო,
სითბო უშურველად გასცეთ...
თავზედ გულმოდგინეთ დააფრქვიეთ,
ვისაც სიკეთით რამ ავნეთ.


თორემ შეიწირავს მოლოდინი
ნახატს ზედმიწევნით ნაკვთებს...
წამლად არ იქნება გვერდში მდგომი,
უწყლოდ ჩამოითოვს თავზეც.


ვეღარ გაექცევით ვერსაითკენ
სულში დაბუდებულ ზამთრებს,
ვეღარ მოახერხებთ ამოიცნოთ
ვინმე უტიფარის მახე.


შურით დასუქებულ თიხის ნაზელს
მეგობრის დაარქმევთ სახელს,
როცა მიხვდებით რომ თავს იტყუებთ
ფრთხილად ამოიძრობთ დანებს.


ასე განწირულიც ნუ იქნებით!
სხეულს ნუ მიუძღვნით მორევს...
ზამთარს გაზაფხული შეცვლის,
ვიღაც თქვენს ცრემლებსაც მოწმენდს.


უნდა გაიღიმოთ უდარდელად...
უნდა დაიჯეროთ გულით...
უნდა გაიხსენოთ თუ რამე გაქვთ...
უნდა დათმოთ კიდეც თუ ღირს...


თოვას გადაღებავს ფერთა წყობა
დანებს ჩამოადნობს სითბო.
გთხოვთ რომ არ დამცინოთ ქალბატონო,
მართლაც ასე მსურს და ვფიქრობ...


ჩემი დაიჯერეთ რომც არ გსურდეთ,
ჩემი უცილობლად გწამდეთ...
"უნდა გაიღიმოთ ქალბატონო,
ღიმილი უკეთ მალავს დარდებს."



 
Σχόλια
Natalia 17.12.2018

უნდა გაიღიმოთ უდარდელად...
უნდა დაიჯეროთ გულით...
უნდა გაიხსენოთ თუ რამე გაქვთ...
უნდა დათმოთ კიდეც თუ ღირს...

VacheLeshka VacheLeshka 18.12.2018

მიხარია თუ მოგეწონა :) ვეცადე :)

Natalia 18.12.2018

კარგი ხარ :)
არ გაჩერდე!!!

VacheLeshka VacheLeshka 18.12.2018

მადლობა :)

anushka1995 21.12.2018

yvelazee magariiaaa

VacheLeshka VacheLeshka 21.12.2018

მადლობა :) ვეცადე :)

mari2435 22.12.2018

ვეღარ გაექცევით ვერსაითკენ
სულში დაბუდებულ ზამთრებს,
ვეღარ მოახერხებთ ამოიცნოთ
ვინმე უტიფარის მახე...

fransesi 21.12.2018

Vau

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά