VacheLeshka's blog

VacheLeshka
30, Tbilisi, Γεωργία

მაიმედებს უიმედოდ ყოფნაც,
რადგან უწინ, ბევრი ცუდი მოხდა...

შემაჩვია გასაჭირი ყოფამ,
შევაჩვიე გასაჭირი ბრძოლას.

ვერ დაჯაბნა დამარცხებამ გული
არ შეუდრკა გაელვებას, ქუხილს,
არ გარია ნათელ ფერში მუქი,
არ გაივლო არავისზე ცუდი.

კვლავ უღიმის და უხვდება მედგრად
მას ვინც დღესაც შებრძოლებას ბედავს...
თვალი მაინც ცუდში კეთილს ხედავს,
არ აკარებს საზრუნავებს წყენას.

ჯერ შორს არის დასასრულის ტიტრი!
შიგნით რაღაც უმოწყალოდ იბრძვის...
უფრო ხშირად, გამალებით ყვირის
გონებაში გამარჯვების ფიქრი.



"უნდა გაიღიმოთ ქალბატონო,
ღიმილი უკეთ მალავს დარდებს"...
(თქვენზედ დახამებით მაყურებელს)
სევდა არ აჩვენოთ თვალებს.


უნდა დაიჯეროთ ქალბატონო,
სუფთა, წრფელი გულით გწამდეთ,
ყველა მოთაყვანეს რომ უყვარდით,
ვისაც თქვენი გრძნობა ანდეთ.


უნდა გაიხსენოთ ქალბატონო,
თავი მოუყაროთ წამებს...
როცა სიხარული მოგანიჭეს,
ფრთები შეასხეს თქვენს აზრებს.


უნდა დათმოთ კიდეც ქალბატონო,
სითბო უშურველად გასცეთ...
თავზედ გულმოდგინეთ დააფრქვიეთ,
ვისაც სიკეთით რამ ავნეთ.


თორემ შეიწირავს მოლოდინი
ნახატს ზედმიწევნით ნაკვთებს...
წამლად არ იქნება გვერდში მდგომი,
უწყლოდ ჩამოითოვს თავზეც.


ვეღარ გაექცევით ვერსაითკენ
სულში დაბუდებულ ზამთრებს,
ვეღარ მოახერხებთ ამოიცნოთ
ვინმე უტიფარის მახე.


შურით დასუქებულ თიხის ნაზელს
მეგობრის დაარქმევთ სახელს,
როცა მიხვდებით რომ თავს იტყუებთ
ფრთხილად ამოიძრობთ დანებს.


ასე განწირულიც ნუ იქნებით!
სხეულს ნუ მიუძღვნით მორევს...
ზამთარს გაზაფხული შეცვლის,
ვიღაც თქვენს ცრემლებსაც მოწმენდს.


უნდა გაიღიმოთ უდარდელად...
უნდა დაიჯეროთ გულით...
უნდა გაიხსენოთ თუ რამე გაქვთ...
უნდა დათმოთ კიდეც თუ ღირს...


თოვას გადაღებავს ფერთა წყობა
დანებს ჩამოადნობს სითბო.
გთხოვთ რომ…


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά