ჩემი ლექსი "მარტის პირველი დღის ქრონიკები"
29, Tbilisi, Γεωργία

დღეს გაზაფხული ჩვენით დაიწყო
მე კი არ მინდა თვალის გახელა
მსურს სასთუმალი ისევ გამიწყო
მიზიდავს შენი დარდის გამხელა,

მზე უსაშველოდ ცივი და მკრთალი
ამოეფარა ღრუბელთა საბანს,
მე კი ზამთარში უშენოდ მკვდარი
ვატყობ წავაგავ (უსულო) საგანს,

ახლა ყოველი დღის წამოწყება
მყისვე დასასრულს აღარ მიქადის
დღეს ის შიშებიც სულ ამოწყდება,
სადაც ვხედავდი , ახლაც იქ დადის...

ხო იმ ბილიკებს თოვლი ფარავდა,
ახლა გადნა და ჩემი იმედი ,
თავის ზე თვალებს როცა მალავდა
მის მოსაძებნად თვითონ მივედი,

თვითონ შევხედე სარკმელს შორიდან,
ოხ საოცრებავ შენი ფიქრები
ნეტავ გამანდო ვამბობ შურით და
თვალზე გადნები როგორც ფიფქები,

მარტი არ მინდა მარტომ ვისუნთქო,
მსურს ერთად ვნახოთ მწვანით შემოსვა ,
ამ ბუნების და ახლა ვის უფრო
სწამს გაზაფხულის ჩვენით შემოსვლა?!

01.03.2013 თ.ნ

 
Σχόλια
jusTToka 16.04.2013

მადლობა გიო ჩემზე კარგო ;დ

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά