jusTToka's blog

jusTToka
29, Tbilisi, Γεωργία

გუშინ გასკდომია გული წიფელს
ეზოს დასასრულთან გადატეხილს,
სისხლად განაფრქვევდა ფოთლებს წითელს,
ვეღარ გაუმკლავდა ამ ქარტეხილს ,


ფესვი დაჰხეთქვია სათითაოდ ,
ტოტი უსაშველოდ აღმართული,
ჟამად მოსტეხია , სად იდგაო
ვეღარც გაიხსენებ გამართული,


აღარც ჟრიამულის ხედი მოსჩანს ,
აღარც ჩრდილი დარჩა უწირავი,
ყოველ სასარგებლოს ჟამი მოსჭამს,
ფეთქავს განწირულად უცინარი,


მისი ბედისწერაც გადაწყვიტეს,
ისიც ტკვილისგან დაიღალა,
გუშინ გასკდომია გული წიფელს,
ეზოს დსასრულთან გაიპარა...


(თ.ნ)


ბნელ ღამეებს ,სულ გამოცლის მზეს და მთვარეს...
გადაკარგულ მოგონებებს, ყინვად ქცეულ
გულზე ზიზღის ნაკვალევი ვერ დათვალეს
ხილვა მქონდა სამყაროდან მე გაქცეულს....

სიცოცხლისგან დაშრეტილი სადღაც ვეგდე,
დედამიწა აღარ ფეთქავს შევამჩნიე
აღარც სიყვარულის მწამდა მე დღეს
ვეღარც სიტყვა ასაღწერად შევარჩიე !

სისხლის მდინარეებს მოსდევს
გული გარდაცვლილი ჩემი ,
სადღაც შევეფეთე მონსტრებს,
არ სჩანს ჩემი გადამრჩენი !

ხეებს დაშრეტიათ წყალი !
შავი ტოტებიღა შერჩათ
მინდა შევაჩერო წამი
ლოდი გადაიქცეს კენჭად...

ყველა უღიმღამო ფიქრი
ნიავს გაჰყოლია ქროლვით!
მე კი ილუზიებს ვიქმნი ...
ვიღაც შემიფარებს ქოლგით ,

სევდის წვიმაც აღარ მორჩა ,
მე კი მეორეჯერ ვკვდები,
მხოლოდ მზის გარშემო ნორჩად
უძრავ ვარსკვლავს დავაკლდები !

განა დავაშავე რამე ?!
განა მარტოობა მინდა ?!
ჩემთვის…


დღეს გაზაფხული ჩვენით დაიწყო
მე კი არ მინდა თვალის გახელა
მსურს სასთუმალი ისევ გამიწყო
მიზიდავს შენი დარდის გამხელა,

მზე უსაშველოდ ცივი და მკრთალი
ამოეფარა ღრუბელთა საბანს,
მე კი ზამთარში უშენოდ მკვდარი
ვატყობ წავაგავ (უსულო) საგანს,

ახლა ყოველი დღის წამოწყება
მყისვე დასასრულს აღარ მიქადის
დღეს ის შიშებიც სულ ამოწყდება,
სადაც ვხედავდი , ახლაც იქ დადის...

ხო იმ ბილიკებს თოვლი ფარავდა,
ახლა გადნა და ჩემი იმედი ,
თავის ზე თვალებს როცა მალავდა
მის მოსაძებნად თვითონ მივედი,

თვითონ შევხედე სარკმელს შორიდან,
ოხ საოცრებავ შენი ფიქრები
ნეტავ გამანდო ვამბობ შურით და
თვალზე გადნები როგორც ფიფქები,

მარტი არ მინდა მარტომ ვისუნთქო,
მსურს ერთად ვნახოთ მწვანით…


სიყვარულზე მომიყევი რამე
თორემ ვატყობ ამ ღრუბლების იქით,
ისე ჩუმად გაფრინდება ღამე
სამუდამოდ მიმატოვებს ფიქრი,

სიყვარულზე მომიყევი ერთხელ,
თუნდაც მერე დამავიწყდეს ფეთქვა,
გამახსენე რამე ტრფობის ღმერთზე,
არ მადარდებს მე რა უნდა მეთქვა...

სიყვარულზე მოუყევი ტუჩებს
ატყობ ?! უკვე უშენობით დაშრა ,
და ჩემს გულში მიმდებარე ქუჩებს
საუკუნემ გაუყარა დაშნა,

სიყვარულზე მომიყევი მარტოს,
მგონი სიკვდილს ვერ ავცდები დროში,
გამახსენე ! გამახსენე რატომ ?!
არ მჭირდება მე არცერთი გროში !

სიყვარულზე მომიყევი რამე,
ერთი სიტყვა მითხარი და ვრჩები
თორემ ისე გაიწელა ღამე
ვატყობ ახლა ვეღარ გადავრჩები ....

04/03/2012 თ.ნ


მე იმ დღეებსაც შევიძულებ შენ რომ მიყვარდი ,
და იმ წამებსაც ათასობით მეტრზე გავტყორცნი ,
შენ რომ ცოცხალი მეცხრე ცაზე მზერით მიგყავდი,
ჩამომაგდე და სამწუხაროდ ვეღარ გავცოცხლდი

იცი როგორ კვდება გულში გაზაფხული?!
როგორ იტანჯება ჩემში დედამიწა!?
იცი შენი ფანქრით ჩემზე გახაზული
ყველა მოგონება უკვე სევდად იქცა


მე ხომ აღარ მჯერა შენი მოგონების,
ჩემში დამარხული დარჩი სამუდამოდ ...
მალე მოგყვები და კარებს ჯოჯოხეთის
ჩვენი სიყვარულით გოლი გავუტანოთ

მართლაც უსაზღვროა შენი თვალები და,
ვეღად ამოვიცნობ ვატყობ გვიანია,
ახლა შემომხედე ხედაავ? ვმთავრდები და ,
ჩემი მიტოვება შენ არ გინანია

რაღაც დამავიწყდა იქაც გაგაღმერთებ !,
ამ ჩემს უნიჭობას სისხლი გამოვუშრე ,
მერე ავდგები და გემს რომ გავაკეთებ ,
ჩემი კუნძულიდან შენსკენ გამოვუშვებ.




ქარი ქრის და სიჩუმე ხმაურს დარდად აცივებს,
სისხლი მომდის ღვიძლიდან ისიც შენი ფერია,
სულის ჩიხში უმწეო ვერ ვერავი მაქციებს,
ხელის გულზე მიჯნურის სუნი შემომრჩენია,

ქარი ქრის და წარსულის ნეშთებს მწარედ მიწეწავს,
მე ღრუბლების მიჯნაზე ვეძებ მთვარის ნაკვალევს,
ის კი ღამით გამოდის მერე სადღაც მიცოცავს,
მზეს სიცოცხლის სურცილი დილით ვეღარ აკავებს,

ქარი ქრის და ცრემლები მეყინება თვალებზე,
ხან ხის ფოთლებს აწვალებს ხანაც სხეულს გაივლის,
მე კი მინდა დამმარხოთ სანამ დავამთავრებდე!
მერე აღვსდგე ყვავილად ეს ტკივილიც გამივლის,

ქარი ქრის და სიტყვები მეკარგება ფრაზებში,
გავიყინო ზამთარში არ დავეძებ გაზაფხულს,
მცივა როგორც არასდროს! ვტეხავ ფურცელს
ხაზებში, ქარი ქრის და მიმიკებს ურევს ჩემზე ასახულს...




არასდროს გათელო საფლავის ყვავილები
არასდროს დამთავრდება ლოდინი გაწელილი
უშენოდ წარსულის დემონად ვყალიბდები,
მინდა მოიტანონ შენამდე დაწერილი....

ფურცელი არ მყოფნის გადმოგცე გრძნობები,
არ მყოფნის სტროფი და არ მყოფნის კალამი,
ზამთარში მოგივიდა ზაფხულის ცნობები,
მიხვდი რომ მორცხვი ვარ ნაკლებად თამამი

ათასი ბუკი და ათასი საყვირი
ერთად ამოხეთქა ერთად დაიღვარა!
მე შენ მიყვარხარო ათასჯერ ნაყვირი
ათასჯერ განმეორდა ყელი არ დაიღალა!

ათასჯერ მოგიტანე ათასი ენძელა და
ათასჯერ გაგიშალე თმები ათასგვარად,
მერე მონატრება სხეულს ეძგერა და
შენთვის მოვკვდებიო გულმა თქვა ამგვარად,

ერთხელ მითხარი რომ ჩემზე უფრო მეტად
ვერავინ გაგათბობს და ვერავინ შეგიყვარებს ,
დღეს მეს უშენოდ ,და სხეულს იპლანეტოდ!
ნატკენ გულში კიდევ დანა შემიყარეს...

ეგ შენი გამოხედვა საშინლად მომენატრა,
როცა…


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά