პოეტი
30, Tbilisi, Γεωργία

პოეტი კვლავაც ჩაიდენს ცოდვებს,

მას არ ეყოფა სამყაროს ზღვარი,
ხანდახან მაინც აჰყვება ვნებებს,
ის ვერასოდეს იქნება წყნარი,

მე პოეტი ვარ შენ გქვია ქალი,
და ერთგულების არა მქავს ნიჭი,
ვერ დამიმონებს ვერცერთი ქალი,
ეს ნამდვილია, უთუოდ ვიცი

პოეტთან მისვლა იქნება ძნელი,
უხილავ ცეცხლთან თამაშობს ქალი,
პოეტის ლექსი იქნება მწველი,
დაგივლის როგორც საამო ქარი,

პოეტი იწვის მუზების ალში,
დაემონება მას ყველა ქალი,
მაგრამ ყოველი, წვეთია ზღვაში
პოეტს ცხოვრება ექნება მკრთალი,

პოეტი შექმნის შედევრებს ღამით,
ზმანება ქალის ეკვეთა ფიქრებს,
დაიპყრობს აზრით საყაროს წამით,
შექმნიან ბოლოს პოეტზე მითებს,

პოეტი დაწერს გრძნობაზე ლექსებს,
მას სიყვარულის ამოხსნა უჭირს,
ჩურჩულით უნდა აუწყოს ვერხვებს,
დღეს მარტოობა მას როგორ უმძიმს,

გასცქერის ქალი პოეტის შედევრს,
უნდა ამოხნას ღრმა შინაარსი,
პოეტი მუდამ სიახლეს ეძებს,
მიწიერ ყოფამ დაკარგა აზრი,

პოეტს არ ენდო ის გიღალატებს,
წავა და სხვაგან ბინას დაიდებს,
თითქოს ცხოვრებას დღეს მიალაგებს,
ხვალ ბევრ სიგიჟეს კიდევ ჩაიდენს,

პოეტს აშინებს სიმაღლის განცდა,
თითქოს შენია მაგრამ გაგირბის,
მას არ ჩვევია ამქვეყნად დაცდა,
გრძნობა მისდამი ვეღარ გაგივლის,

მე პოეტი ვარ შენ გქვია ქალი
და სიყვარულის მძიმეა ხვედრი,
მე ვერასოდეს ვიქნები წყნარი,
ღმერთმა მარგუნა ასეთი ბედი.

 
Σχόλια
khvicha-448 01.04.2013

მე პოეტი ვარ შენ გქვია ქალი
და სიყვარულის მძიმეა ხვედრი,
მე ვერასოდეს ვიქნები წყნარი,
ღმერთმა მარგუნა ასეთი ბედი.

aNNa aNNa 01.04.2013

პოეტი კვლავაც ჩაიდენს ცოდვებს,
მას არ ეყოფა სამყაროს ზღვარი,
ხანდახან მაინც აჰყვება ვნებებს,
ის ვერასოდეს იქნება წყნარი,

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά