ემიგრანტი მე,არაემიგრანტის ნიღბით)
30, Tbilisi, Γεωργία

თემა რომელსაც ეხლა მე უნდა შევეხო ზედმეტად მძიმე თემაა საქართველოსთვის, თემის სახელწოდებაა ''ემიგრანტები'' ანუ სამშობლოდან წასული ჩვენი სისხლის და ჩვენი ერის წარმომადგენლები.

შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს რატომ არის საქართველოსთვის მძიმე თემაო და ამის გამოსასწორებლად და კითხვის ნიშნების დატოვების ნაცვლად ჯობია ეხლავე გაგცეთ ყველაფერზე პასუხი .
საქართველოს ყოველ წლიურად უამრავი ქართველი ტოვებს,როგორც მოგეხსენებათ ჩვენი სამშობლო არც ისეთი დიდი არ არის და არც ბევრნი არ ვართ,ცუდი ის არის რომ ნელ-ნელა უფრო ვმცირდებით და გვიპატარავდება ეს ულამაზესი სამშობლო, ჩემი აზრით მე რაც არ უნდა ვთქვა ვერასდროს ვერ ვიტყვი იმას თუ რას გრძნობენ ემიგრანტები იმიტომ რომ მე არ ვარ ემიგრანტი,მე არ ვარ სამშობლოსგან და ჩემი მიწისგან შორს,მე არ ვსუნთქავ სხვა ჰაერს და არ მეკვრება სუნთქვა მაშინ როცა ჩემი სუფთა ჰაერი ფილტვებში ჩადის,არა მე არ მეკვრება სუნთქვა,პირიქით.. მე ღრმად ვისუნთქავ ჰაერს,სხეული ხარბად ეწაფება ამ სანუკვარ ჰაერს და ამ საოცნებო ქვეყანას შეჰხარის,გულს უხარია ის რომ ეს ჩემია,რომ ეს ჩემი სამშობლოა..ჩემი სამშობლოს ჰაერი.
საქართველოს გამო ბევრი სისხლი დაღვრილა,ბევრ ადამიანს გაუწირია თავი მისი ქვეყნის გამო,თუნდაც გადავავლოთ ახლო მოვლენებს, აგვისტოს ომი 2008 წელი ბევრი ვაჟკაცი დაიღუპა თუმცა ჩემი თვალითაც მყავს ნანახი ადამიანები რომელთაც არ უნდოდათ წასვლა,არ უნდოდათ ბრძოლა საქართველოს გამო, აი მე.. მე კი მინდოდა,მინდოდა ცრემლები მომეწმინდა და წავსულიყავი,წავსულიყავი და მკერდ-გაღეღილი შევხვედროდი მტრის ტყვიას,მინდოდა..ძალიან მინდოდა იმ მომენტში რომ ვყოფილიყავი მამაკაცი.. მე ასევე ვიცი თუ რას აკეთებს უამრავი ახალგაზრდა ბიჭი იმის გამო რომ ჯარში არ წაიყვანონ.. იცით რის თქმა მინდა? ემიგრანტი ამას არ იზავს.. ემიგრანტები სამშობლოსგან შორს არიან,ისინი სწავლობენ სამშობლოს ფასს,მათ უფრო უყვართ და ისინი უფრო განიცდიან,ჩვენ კი აქ დარჩენილი უბადრუკი არსებები ვართ რომლებმაც არც კი ვიცით რა არის ბედნიერება,ჩვენს დროში ჩვენი ბედნიერება ის არის გვყავდეს შეყვარებული,გვქონდეს ფული და ასე შემდეგ.. ჩვენი ბედნიერება ეს არის.. მთავარი ბედნიერების ფასი კი ემიგრანტებმა იციან,მათთვის იცით რა არის ბედნიერება? საქართველოს მიწაზე ფეხის დადგმა,მათთვის იცით რა არის ბედნიერება? ეულად მოხეტიალი ქართველის გაცნობა,ქართული თვალების დანახვა. ემიგრანტისთვის ბედნიერება ის არის დაინახოს დედის,მამის ან საყვარელი ადამიანების თვალები თუნდაც ვიდეო კამერით,ეს მათი ბედნიერებაა. ჩვენი ფასეულებები მათი ღირსეული ფასეულობებისგან ძალიან განსხვავდება,ჩვენ არ ვაფასებთ ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანებს,ჩვენ არ ვაფასებთ ქართველებს,ჩემი თაობა გართულია ინტერნეტ-სივრცეში სოციალურ გვერდებზე ქართველების ლანძღვით მაგრამ უამრავი თვითონ ემიგრანტი დებს იმ ფოტოებს,დებს და არ უკვირს რომ ვიღაც გეია,ვიღაცას რაღაც განსხვავებული აცვია,მას მაინც უყვარს ის ქართველი .. ემიგრანტებმა იციან რომ არ არის განსაკიცხი არავინ,რომ უფალი თვითონ მოგვხედავს. ჩვენ კი ეს არ ვიცით.. ჩვენ ხარბი დაუნახავი ადამიანები ვართ რომლებსაც გვაქვს ყველაფერი და ვფიქრობთ რომ არაფერი არ გვაქვს მაინც.
საქართველოდან ადამიანები იმის გამო მიდიან უმეტესად რომ არჩინონ ოჯახები,იმუშაონ მუხლ-ჩაუხრელად და თვის ბოლოს მათი 1000-2000 ევროდან დაიტოვონ 150 ევრო და დანარჩენი გააგზავნონ,იცით ცუდი რა არის? არ უფასებენ მათ ამათ,ბევრი მაშინ ახსენდებათ როცა მიდიან და ფიქრობენ საქართველოში დარჩენილი ბრბოს წარმომადგენლები რომ ისინი იქ ერთობიან და ბედნიერები არიან,რომ ისინი ევროპით ტკბებიან და ჩვენ ვართ საცოდავები აქ დარჩენილები.
ნუთუ დავიჯერო ვინმე მაინც არ გყავთ საზღვარგარეთ? არა ვერ დავიჯერებ.. მე იმას გეტყოდით რომ გაუფრთხილდით მათ,მათ ნაშრომს და საერთოდ გამიხარდება თუ ჩვენ ერთმანეთის დაფასებას ვისწავლით..
ოცნება რომელიც მე მაქვს არ არის პოლიტიკური,ჩემი ოცნება არ არის ის რომ ეკონომიკურად წავიწიოთ წინ მარტო და შოუ-ბიზნესი გვქონდეს კარგი ან ფეხბურთში ვიყოთ კარგები,ჩემი ოცნება რომელიც აუხდენელად რჩება არის ის რომ დაბრუნდნენ ემიგრანტები საქართველოში,ასევე ჩემი ოცნება არის რომ გავახილოთ თვალები და მართლა მოვიქცეთ ისე როგორც ნამდვილი ქრისტიანები და არა ისე როგორც წელიწადში ერთხელ ან თუნდაც მრავალჯერ მოსიარულე არარაობები რომლებიც წირვისას მამაოს მოსმენით კი არა სხვა რამეებით არიან დაკავებულები! მე ამით ვამთავრებ წერას..ოდნავ მაინც გამოვხატე ჩემი აზრი ამ თემაზე და ბოლოს დავწერ იმ ერთ სტროფს რაც ეხლა მომივიდა თავში:
მინდა საქართველო ისევ რომ იყოს ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე
არ მინდა მშვიდობას ძველებურად ისევ ძალით და ჭაჯვით ვაბავდეთ,
დაბრუნდებიან მრწამს მე ოდესმე საქართველოში მისი შვილები
იმედს არ ვიკლავ,მომავალს ველი,ვიცი სულ მალე ერთად ვიქნებით.

 
Σχόλια
ANI--ANI 03.05.2013

ემიგრანტებმა იციან რომ არ არის განსაკიცხი არავინ,რომ უფალი თვითონ მოგვხედავს. *YES*

TaTa 03.05.2013

me is erti tvec vtirodi :D metqi saqartveloshi miiindaaa :-@ :D xoda yvela mechxubeboda,erti iq sad cxovrob gvanaxa rit jobia aqaurobaso :)

aNNa aNNa 03.05.2013

:D saqartvelo mainc yvelaze lamazia *HEART*

TaTa 03.05.2013

mec eg vigulisxme,rom samudamod ver vicxovrebdi,torem mec micxovria erti tve okeanis iqit :D :D

aNNa aNNa 03.05.2013

shen erti tve da me mteli 10 weli :)) :*

TaTa 03.05.2013

me zustad vici,ver vicxovrebdi versad,saqartvelos garda... :)

aNNa aNNa 03.05.2013

me micxovria da vicxovrebdi magram samnudamod ara :)

yasemin 02.05.2013

dzalian kargi adamiani xar rom am yvelafris shegrdzneba gaqvss,,,mee vici rasac nishnavs emigrantobaa,,magram gmerts madloba dges chems saqrtveloshi varr :::::::::::::::::::)))))))))

aNNa aNNa 03.05.2013

gaixare kargo :*

daxe1965 02.05.2013

''ჩვენ კი აქ დარჩენილი უბადრუკი არსებები ვართ რომლებმაც არც კი ვიცით რა არის ბედნიერება''...კარგი ერთი!დიდხანს იფიქრეთ ,რომ ეს ''სიბრძნე'' დაგეწერათ?! კიდევ ერთი: '' ემიგრანტი ამას არ იზავს..''

sopo-sopo 01.05.2013

მე პატივს ვცემ ისეთ ქართველს,რომელსაც აქვს სხვა ქვეყანაში უკეთ ცხოვრების საშუალება,მაგრამ ურჩევნია ნორმალურ პირობებში თავის სამშობლოში იცხოვროს,ვიდრე საქართველოს მოქალაქეობაზე თქვას უარი. :) და პატივს ვცემ იმ ემიგრირებულ ქართველს,რომლის შვილ(ებ)მაც ქართული ენა, ბევრ საქართველოში მცხოვრებზე,უკეთესად იციან.ამას იზამს ნამდვილი ქართველი. ;)

sopo-sopo 01.05.2013

სამშობლო მართლა, მარტო ქვა,ღორღი,ხე,მინდორი და ველი არ არის,არც ის სუფთა ჰაერია,რომელსაც ტერიტორიული საზღვრებით საქართველოში ვსუნთქავთ,სამშობლო ადამიანია,შენი ჯიში და გენია...ისეთებიც არიან,ვისაც სხვა გამოსავალი არ დარჩა რომ არ წასულიყო და არასდროს ავიწყდებათ,რომ ქართველები არიან...ამიტომაც,ადამიანზეა დამოკიდებული მოკლედ. :)

sopo-sopo 01.05.2013

ასევე,ბევრი ქართველია,რომელსაც უუუკეთესი ცხოვრება მოუნდა,შვილების სწავლა ლესტერის და კემბრიჯის უნივერსიტეტებში,არ ეყო ერთი ავტომობილი,იახტა მოუნდა,თვითმფრინავი და ა.შ. და როცა იქ,სადღაც,ქართველს ხვდებიან,არასდროს ეხვევიან,ესალმებიან და ეფერებიან.პირიქით,მალავენ რომ ქართული ენა მოესმათ,რომ ქართველები არიან.

sopo-sopo 01.05.2013

უამრავი ქართველია,რომელიც არასდროს იტყვის საქართველოს მოქალაქეობაზე უარს,იმის გამო რომ შავი პურის და ჩაის ნაცვლად,კომფორტული და ფუფუნებითი საყოფაცხოვრებო პირობები ჰქონდეს,სხვა ქვეყნის მიწაზე.

sopo-sopo 01.05.2013

..ანუ ზოგადი კლასიფიკაცია იმდენად არაობიექტურია,რომ ცოტა უხერხულია. :) ეს საქართველოში მცხოვრები ბევრ ქართველის სიტყვებია:"მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!"

sopo-sopo 01.05.2013

:) "მათ უფრო უყვართ და ისინი უფრო განიცდიან,ჩვენ კი აქ დარჩენილი უბადრუკი არსებები ვართ რომლებმაც არც კი ვიცით რა არის ბედნიერება,ჩვენს დროში ჩვენი ბედნიერება ის არის გვყავდეს შეყვარებული,გვქონდეს ფული და ასე შემდეგ... ემიგრანტი ამას არ იზავს." არ შემეძლო კომენტარი არ გამეკეთებინა ამაზე...ანუ...

SECRET 01.05.2013

გამიყოლე რა..

SECRET 01.05.2013

და მაინც ! უდიდესი სიამოვნებით წავალ კაი ხნით საქართველოდან !

aNNa aNNa 01.05.2013

mec viwyeb magaze fiqrs :)

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά