09.03.2012
: )))
34, Tbilisi, Γεωργία

მე დავამთავრე სიყვარულის დამარცვალება,

მე დავამთავრე ჩემი გულის გარდაცვალება,
ის სიყვარული დავამთავრე, მე რომ მიყვარდა,
და ისიც თითქოს ყველაფერი გულს რომ მიკლავდა.

მე მენატრები მაგრად და რა ვქნა არც შენ დამინდე ,
არც ერთი სიტყვა სიყვარულის მე არ გამინდე,
მე ქარავნებით მოგიზიდე ლამაზი ბედი,
შენ კი შავ-თეთრად შემიღებე ცხოვრების ხედი.
მე ვიცნებობდი დაეხატე უფუნჯოდ მხატვარს,
რომელიც ჩემში იმალება და სულ შენ გხატავს
სულ ის მინდოდა მოსულიყო შენთვის ზამთარი,
რომ ჩემს სხეულში მომეძებნე სადღაც გამთბარი.
სულ იმ მინდოდა "მიყვარხარ"_ო ჩემთვის რომ გეთქვა
და ამ სიტყვებით ჩემი გული რომ დაგესეტყვა,
ბევრი მინდოდა, ალბათ ბევრი რაც არ მერგება,
რაც არ მეკუთვნის, ის ხომ მაინც არ შემერგება,
შენ არ გამტყუნებ, ყველაფერი ჩემი ბრალია,
რომ არ გიყვარდი, ჩემთვის ხომ არდაგიმალია?!
მე ვარ ასეთი, შენ რას გერჩი, ყველას ხიდი ვარ,
ყველა ზედ მივლის, მაგრამ თავად საით მივდივარ?!
ჩემთვისაც არის სადღაც გზები, მაგრამ ვერ ვხედავ,
ან ბრმა ვარ?! ანდა კიდევ წასვლას ვერ ვბედავ,
მე რომ წავიდე, რა ვქნა მერე ვის მიგაბარო?
ნუთუ არ ჯობდა ერთხელ გეთქვა რომ "მიყვარხარ"_ო?
ალბათ არ ჯობდა რადგან ენა არ აგიმღერდა,
ალბათ სხეულში შენი გული ვერ მიმიღებდა,
ალბათ დაგღალე და ამიტომ აღარ გინდივარ,
სწორედ ამიტომ, სიყვარულო, შენგან მივდივარ...

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά