cisiaa's blog

cisiaa
34, Tbilisi, Γεωργία

უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს, რომ მთელ სამყაროს დასწვავდა კავკასიონის მარადიული თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს..


• დედამიწაზე სულ მცირე 2 ადამიანი მაინც არსებობს, რომელთა გულისთვისაც შენ მზად ხარ თავი გაწირო.

• სულ მცირე 13 ადამიანს თავისებურად უყვარხარ შენ.

• ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც შეიძლება ვინმეს სძულდე - იმაშია, რომ მას სურს გგავდეს შენ.

• შენს ღიმილს იმ ადამიანების გაბედნიერებაც ძალუძს, რომლებსაც არ მოსწონხარ შენ.

• ყოველ ღამე, ძილის წინ, ვიღაც აუცილებლად გაიფიქრებს შენზე.

• შენს მიერ დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომა, შენი ყველაზე დიდი მასწავლებელია.

• როდესაც ფიქრობ, რომ ცხოვრებამ ზურგი გაქცია, დაარტყი წრე და წინიდან შეხედე მას.

• ყოველთვის გახსოვდეს, როდესაც ცხოვრება გაძლევს მეორე შენსს - შენ ყველაფერი გამოგივა!

• გიყვარდეს ადამიანი და გწამდეს, რომ ყველაფერს თავის მიზეზი აქვს.

• თუ გეძლევა შანსი -…


დგახარ ფანჯარასთან,

ისევ უძილო და ღამენათენები,
უკვე ოცდაექვსი წელი გადაფასდა,
სადღაც ულამაზოდ ჩანან ანტენები.

ბედი გამოსარჩევს თვითონ გამოარჩევს,

მიდი,
გაუჩხირე ფილტვებს სიგარეტი,

წერე,
ძარღვებიდან სისხლი ამოქაჩე.

მთელი თავის ყალბი სიგრძე-სიგანეთი
აგებს დედამიწა კედლებს გოდებიდან,
არ ღირს ეს ცხოვრება ყოფნად პურიტანულ,
ზურგზე აიკიდე შენი ცოდვები და
ერთიც არ გამოგრჩეს უფალს მიუტანე.

მიდი,
გაიშიშვლე სულის ნაწილები,
ძვლებზე ჭუჭყიანი ხორცი აიკეცე,
ახლა პატრონობენ მიწას ნაძირლები,
ვერ აგიტანენ და
ცაში გაიქეცი.

წერენ სირეგვნეებს ახლა არნახულებს,
გმეტობს პოეზიის ვიღაც ანთოლოგი,
შენ კი ძველებურად ნერვებს ამარხულებ,
სულით შეშლილი და სისხლით პათოლოგი.

ყველა თანაგრძნობა არის სისულელე,
როცა ტკივილისგან ცაა ნაცრისფერი,

გარეთ არ გამოვლენ სახლში მისულები,

მიდი,
ნუგეშია ახლა არაფერი.

მიდი,
წინააღმდეგ ყველა დინებისგან,
უნდა მოდიოდე,
წასვლის დრო თუ…


16.04.2014

"ნამდვილ სიყვარულს არ ჭირდება ფართო განხილვა, ამაში მხოლოდ ორნი მონაწილეობენ"


არა ვარ მე შენზე ნაწყენი,
ღმერთია მოწამე,
უბრალოდ ეჭვებმა შემშალეს,
ეჭვებმა მომწამლეს...
არ ვიცი ახლა რამ იშველის,
არ ვიცი რა გიყო...
სჯობია შევრიგდეთ, კამათი
არავინ გაგვიგოს...
თუმცა კი არ არის საშველი,
ვერ გამოვსწორდები,
როცა კი, ღვთისნებით, ახლოსვართ,
მე მაშინ გშორდები...
და მგონი ასეთად დავრჩები
სამარის მიწამდე...
რა მოხდა, ასეთი მიმიღე,
ასეთი მიწამე...
არა ვარ მე შენზე ნაწყენი,
ღმერთია მოწამე,
უბრალოდ ეჭვებმა შემშალეს,
ეჭვებმა მომწამლეს.
ხომ იცი, არ მსურდა გვეჩხუბა,
ეს ერთიც შემინდე,
თუ გინდა ხვალ კიდევ ვიჩხუბოთ.
ოღონდ დღეს - შევრიგდეთ...


ეცადეთ მიყიდოთ ლამაზ სიტყვებად.

სეილია.

გამიღიმეთ და მერე გამჭორეთ

შემიშურეთ და მიმატოვეთ.

დამანახეთ ადამიანები!

ფიტულები უკვე დავინახე...

შემომაყარეთ თვალებში სინამდვილე.

შემომფიცეთ მეგობრობა და გამყიდეთ.

ძვირი არ ვღირვარ.

სულ რაღაც, ერთი ადამიანი!


მოდი ჩემთან, გადამისვი თავზე ხელი

მომენატრე მართლა ძლიერ მომენატრე.
ხეებს უკვე გაუხდიათ სამოსელი
შემოდგომა აპარტახებს ბაღში ვარდებს.
მოდი ჩემთან, სინანულის მტკივა ცრემლი
გავიხსენოთ დათოვლილი გაზაფხული
სიამაყემ ჩამოყარა უკვე ფრთები
შენსკენ ბილიკს მივუყვები დაზაფრული,
ქარი დაჰქრის და სველ ჭადრებს ნელა არწევს
თეთრ დუქანში ძველ მარღნეს ემღერება
ოცნებო ბილიკს მისდევს თეთრი რაში
მე კი ქვეყნად აღარავინ მეფერება,
მოდი ჩემთან, მართლა ძლიერ მომენატრე
აღარა აქვს ნუთუ ლოდინს დასასრული?
იქნებ ისევ გაეღვიძოს ბაღში ვარდებს
და გათანგულს მომილოცო გაზაფხული!..


გამარჯობათ. ასეთი დღეები იშვიათად მაქვს. მინდა რაღაც გითხრათ..

ხომ ყველას გყვარებიათ? ხომ ყველამ იცით რა ტკბილია? ხომ ყველას გამოგიცდიათ პირველი სიყვარულის სითბო? და ვინმეს პირველ სიყვარულთან ქორწინება თუ განგიცდიათ? მე განმიცდია.. როგორც ამბობენ 5 ადამიანიდან ყოველი მეორე თუ ახერხებს ამას.. მოვახერხე მაგრამ რა.. განა გვერდით მყავს? მაგალითად მქონდა მუდამ რომი შნაიდერის და ალენ დელონის სიყვარული.. ცას წვდებოდა მათი გრძნობა.. მინდოდა მქონოდა ასეთი სიყვარული. ნაკლები არც მქონია მაგრამ მეტი მინდოდა ყოველთვის, მინდოდა მხოლოდ ჩემით გეცხოვრა, მხოლოდ ჩემით დაგეწყო დილა და დაგესრულებინა საღამო, მხოლოდ მე გყვარებოდი.. ბანალურად ჟღერს მაგრამ ყველაფერი მართლაც არაა ისე მე რომ მინდა.. თორემ ახლა, როგორც თითქმის ყველა საღამოს…


09.03.2012

wadi me dagTmob...

ara imitom rom ar miyvarxar,

anda mombezrdi...

ar gaijero, ar gaikvirvo,

xalxis Wori da mieT-moeTi.

Soridan mindaCemi gjerodes,

Seni lamazi Tvalebis mwamdes.

Tund ganSorebis Jami erTvodes,

oRondac Seni survili mklavdes.

yovel cismares mezizmrebode.

jebir morRveuls melandebode.

ogond miyvarde, oRond mindode.

oRond msurde da menatrebode...

wadi...

me dagTmob...

ara imitom rom ar miyvarxar
anda mombezrdi...

ar daijero ar gaikvirvo,

xalxis Wori da mieT-moeTi...

wadi...

me dagTmob...


09.03.2012

მე დავამთავრე სიყვარულის დამარცვალება,

მე დავამთავრე ჩემი გულის გარდაცვალება,
ის სიყვარული დავამთავრე, მე რომ მიყვარდა,
და ისიც თითქოს ყველაფერი გულს რომ მიკლავდა.


← προηγούμενος 1 2 3 4 5 Επόμενο
Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά