მინდა მაჩუქო, სწორ თმიანი, ლურჯთვალა გოგო
37, Tbilisi, Γεωργία

მინდა მაჩუქო, სწორ თმიანი, ლურჯთვალა გოგო.
ან სულ ერთია, თუნდაც ბიჭი, მწვანე თვალება.
მინდა რომ ერთად ვუყვებოდეთ ზღაპრების ბოლოს,
ცხოვრების ტკბილი ისტორია როგორ მთავრდება.
მინდა მე და შენ ერთად ვქსოვდეთ ბედნიერებას,
ჩვენი შვილების მომავლისთვის, ოცნებად ნანახს.
ერთად ვურჩევდეთ ლამაზ სახელს, პატარა გოგოს,
თუნდაც ბიჭუნას, ოქროსთმიანს,დიდი ხნის ნანატრს.
მინდა შეგნიშნო სიხარულის პირველი ცრემლი,
როდესაც ჩვენი ანგელოზი გიწოდებს მამას.
მინდა დავარქვათ ჩვენს ბიჭუნას წმინდა სახელი,
გიორგი, მათე, ნიკოლოზი ან თუნდაც საბა.
მინდა პალმებთან ავიშენოთ პატარა სახლი,
სადაც მე და შენ სიბერემდე ვიქნებით ერთად.
სადაც პეპლებად იფარფატებს ბედნიერება
და სიყვარულის მელოდია მიაღწევს ღმერთთან.

/მელ. ზ./

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά