არ ვიცი რა უთხრა უშენოდ გაზაფხულს.
37, Tbilisi, Γεωργία

არ ვიცი რა უთხრა უშენოდ გაზაფხულს..
ან როგორ ვიხარო ეულმა მერცხელბით..
შენს კოცნას ვინატრებ სიცოცხლის დასასრულს..
და თვალთა დახუჭვას დედოფლის ხელებით..

დუმილი ვერ შევძელ და დღესაც გინატრე..
შენეულ ღიმილში გავითბე ფიქრები..
რავქნა თუ ეს გრძნობა ვერაფრით ვერ დავთმე..
შენ ჩემი მდუმარე ტაძარი იქნები..

ქარია თებერვალს სიბრაზე დასჩემდა...
ნუ მეტყვი " დავბრუნდი "თუ მოხვალ ოდესმე...
სევდიან თვალებში ტკივილი დაგხვდება ..
ყოველთვის ვმარცხდები შენდობის მოსმენით ..

არ ვიცი რა უთხრა უშენოდ გაზაფხულს..
ან როგორ ვიხარო ეულმა მერცხელბით..
შენს კოცნას ვინატრებ სიცოცხლის დასასრულს..
და თვალთა დახუჭვას დედოფლის ხელებით..

 
Σχόλια
TICO GORGIA 24.02.2015

ქარია თებერვალს სიბრაზე დასჩემდა...
ნუ მეტყვი " დავბრუნდი "თუ მოხვალ ოდესმე...
სევდიან თვალებში ტკივილი დაგხვდება ..
ყოველთვის ვმარცხდები შენდობის მოსმენით ..

leo86 leo86 25.02.2015

არ ვიცი რა უთხრა უშენოდ გაზაფხულს..
ან როგორ ვიხარო ეულმა მერცხელბით..
შენს კოცნას ვინატრებ სიცოცხლის დასასრულს..
და თვალთა დახუჭვას დედოფლის ხელებით..

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά