იქნება კიდევ ათასი ფერი
37, Tbilisi, Γεωργία

იქნება კიდევ ათასი ფერი,
იქნება კიდევ ფოთოლთა კვდომა
და არაფერი, და არაფერი
არ გადიქცევა ამ შემოდგომად.
იქნება კიდევ ასეთი წვა და
ასეთი ჩუმი ტკივილის განცდა,
ის, ვინაც ახლა უგულოდ წავა,
შენში დარჩება ერთადერთ კაცად.
იქნება კიდევ აპრილის თოვა ,
თეთრი ტყემლები, თეთრი ატმები,
ვიღაცა წავა, ვიღაცა მოვა
და არ დაგრჩება გული ნატკენი.
მაინც იქნება შენში მარადის
ამ გარდასული სიცოცხლის ნდომა
და არაფერი, და არაფერი
არ გადიქცევა ამ შემოდგომად.


ნინო როსტომაშვილი

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά