სიყვარულს ეძებ?
37, Tbilisi, Γεωργία

სიყვარულს ეძებ? ჩემს თვალებთან მოდი და ნახავ, შენივ თავს ნახავ, ჩემს მზერას რომ ნისლივით ბურავს...როდესაც ღამით კვლავ უსიტყვოდ, ჩრდილივით წახვალ, თან გაიყოლებ ჩემი დარდის ფერებს და ურვას. სითბოს თუ ეძებ, გულთან უფრო ახლოს მოიწი, გრძნობებს დაფარულს ის ამჟღავნებს ადრე თუ გვიან, თვალები გეტყვის როგორ გნატრობ და როგორ ვიწვი, ისინი ალბათ არასოდეს არა ტყუიან. თუ სხვა შუქს ეძებ, ან ვარსკვლავთა სხვაგვარ სინათლეს, იქნებ და ეს მზეც სევდიანი მთვარის ნეკნია, ჩემი თვალები უსათუოდ გეტყვის სიმართლეს, რამეთუ მათში შენი მზერის ანარეკლია. ვის ჰყვარებია, სევდისა და დარდის გარეშე ქალის თვალები ან უცრემლოდ უნახავ ვისა, შენში იმდენი მზე დავცალე, ნუღარ სთხოვ ნურვის, მე ჩემს სიყვარულს გაგინათებ სანაცვლოდ მზისა.

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά