ვერავის ასიამოვნებ
32, Tbilisi, Γεωργία

მუშაობას დაიწყებ და ჯერ ისწავლეო.

მიატოვებ და უსაქმური ხარო.

სწავლას გააგრძელებ და სტუდენტი როდემდე უნდა იყოო.

არ გააგრძელებ და ცხოვრება წინ მიდის, ჩამორჩიო.

გათხოვდები და რატომ გათხოვდიო.

არ გათხოვდები და რატომ არ თხოვდებიო.

ბავშვის გაჩენას დააპირებ და რა გეჩქარებაო.

არ გააჩენ და რას ელოდებიო.

მანქანის ყიდვას დააპირებ და არ გჭრდება, ტყუილად უნდა დახარჯო ფულიო.

გადაიფიქრებ და როდემდე უნდა იწანწალო ფეხითო.

მღერი და რა შეგვაწუხეო.

არ მღერი და რატომ ხარ მოწყენილიო.

ბლოგზე წერ და ნუ ამზეურებ პირად ცხოვრებასო.

არ წერ და რატომ მიატოვეო.

რა რთულია ცხოვრება, ვერავის ასიამოვნებ რააა...........

 
Σχόλια
tornike1101 08.01.2012

:):):) ძალიან ვიხალისე:):):) სერიოზულად არ უნდა შეხედო არავის ნათქვამს და შენც იხალისებ:):)

almasa80 09.04.2013

sagol mari kargi imenna simartlea, adamianis mosawons adamiani ver gaaketebs ra :-$

iliaaaa 24.04.2013

adamianis mosawons ver gaaketeb verafers amitom is unda aketoo rac shen mogwons :))) daaa mmmagrad daikido vin ras fiqrobs..nu faaarglebshi ogond :))

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά