mari-maro's blog

mari-maro
32, Tbilisi, Γεωργία

მუშაობას დაიწყებ და ჯერ ისწავლეო.

მიატოვებ და უსაქმური ხარო.

სწავლას გააგრძელებ და სტუდენტი როდემდე უნდა იყოო.

არ გააგრძელებ და ცხოვრება წინ მიდის, ჩამორჩიო.

გათხოვდები და რატომ გათხოვდიო.

არ გათხოვდები და რატომ არ თხოვდებიო.

ბავშვის გაჩენას დააპირებ და რა გეჩქარებაო.

არ გააჩენ და რას ელოდებიო.

მანქანის ყიდვას დააპირებ და არ გჭრდება, ტყუილად უნდა დახარჯო ფულიო.

გადაიფიქრებ და როდემდე უნდა იწანწალო ფეხითო.

მღერი და რა შეგვაწუხეო.

არ მღერი და რატომ ხარ მოწყენილიო.

ბლოგზე წერ და ნუ ამზეურებ პირად ცხოვრებასო.

არ წერ და რატომ მიატოვეო.

რა რთულია ცხოვრება, ვერავის ასიამოვნებ რააა...........


  • როცა ძალიან მოგენატრები და აყვირდება გული ნატკენი,....
  • წარმოიდგინე რომ არც კი ვიყავ და მხოლოდ სიზმრად ნანახი გყავდი,
  • რომ ვიყავ ფიქრი, ფოთოლი, სიტყვა,, ან კიდევ შენი ამაყი დარდი.
  • და მერე აღარ მოგენატრები, მოგიშუშდება გული ნატკენი!..



მე რომ შემეძლოს ავისრულო ის, რაც მწადია,
მაშინ გავხდიდი ღამეს _ მზიანს, დღეს კი
მთვარიანს,
გადავაქცევდი ამ სამყაროს ასე დარდიანს _
ოცნების ქვეყნად, სადაც ყველა ფხიზლად
მთვრალია,
ადამიანნი მის ქუჩებში ფრენით დადიან
და მათ სულებში მხოლოდ სიკეთის რწმენის
მადლია,
სადაც ცხოვრება ყველა სულდგმულის სულს
უხარია
და მოსაწყენად სულ არავის აღარ სცალია,
სადაც ზეცაზე ცისარტყელების მინანქარია,
იმ ქვეყნად, სადაც ბედნიერია ყველა ძალიან!

მე ასე მინდა, მაგრამ თურმე ეს სიზმარია


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά