შიში სახელწოდებით – „რამე მნიშვნელოვანი არ გამომრჩეს!“
რენდი ცუკერბერგი: „ისიამოვნე“
ჩვენ ყველანი ვაკეთებთ ამას – სოციალურ ქსელებში თვალში საცემ პოსტებს ვდებთ, შემდეგ მოუთმენლად ველოდებით დადებით კომენტარებს და ლაიქებს, ვაკვირდებით – „აბა, სხვებმა რა დაწერეს?“ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საუკუნეში, რომლის დაავადებად იქცა შიში სახელწოდებით – „რამე მნიშვნელოვანი არ გამომრჩეს!“
ცუკერბერგ მედიას (Zuckerberg Media) დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი (შეთავსებით Facebook-ის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის და) გვირჩევს ამ ფორმულის შეპირისპირებას – „სიამოვნება იმისგან, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გამოვტოვე!“. გამუდმებით გაიმეორე შენთვის „მე ახლა სწორედ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და სწორედ იმას ვაკეთებ, რასაც უნდა ვაკეთებდე“. გაითავისუფლე გონება – კარგი უიკენდის საწინდარი სწორედ ესაა.
:-)