kineza's blog

kineza
33, Tbilisi, Γεωργία

წუხელ ღამით დამესიზმრა ერთი გოგო პატარა,
მიყვებოდა მძიმე ტვირთი გულით როგორ ატარა,
უიმედო სიყვარულმა მისი გრძნობა დამალა,
შიშით ჩუმად მიჩურჩულა ცხოვრებამ რომ დაღალა.

გოგონას გრძნობებს ვიღაცამ მწარედ გადაუარა,
რომ გაიგო ღალატობდნენ იგი ცუდად გამხდარა,
მის თვალებმა მონატრების ბევრი ცრემლი დაღვარა,
მიატოვეს მარტოდ-მარტო სიყვარულის ამარა.

დილით ადრე გამეღვიძა ცრემლი მქონდა თვალებზე,
თავი მედო და მეძინა მის თბილ ლამაზ მკლავებზე,
გამიხარდა, მის გვერდით ვარ უზომოდ ბედნიერი,
ცხოვრებაში გამიმართლა, ვარ მისი მადლიერი.


მალმალ შევყურებ ვარსკვლავებს,
მივყვები მე შენს ნაკვალებს,
შორი გზა ყველაფერს აძნელებს,
მთვარე ნათებას აგრძელებს.

უცხო შეგრძნება მაღელვებს,
სრული სიჩუმე მაფიქრებს,
გიპოვი, რაც უნდა დამიჯდეს,
ოცნება რეალობად, რომ ამიხდეს.

გავცურავ უძირო მოლურჯო ზღვებს,
ავყვები აღმართში თოვლიან მთებს,
შენზე ძებნაში ვაღამებ დღეებს,
ჩემი სიყვარული ანათებს ბნელს.

ციდან მოგიკრეფ ვარსკვლავებს,
რომელნიც სიყვარულს აღრმავებს,
აგიხელს მშვენიერ თვალებს,
ის არაფერს არ გავნებს.

გიპოვე, ავდევ შენს ნაბიჯებს,
მოგართმევ მე ჩემს საჩუქრებს,
ცხოვრება სიყვარულს გვაღირსებს,
და ერთად-ყოფნის მისიას გვაკისრებს.












ცხოვრება ყველას ცუდად გვექცევა,
ძნელია მისგან თავის დახწევა,
ჩაგვძირავს ისე როგორც ჭაობში,
ტყვედ ჩავარდებით მის გრძელ მკლავებში.

ხასიათს მოვა ზოგს გაგვიღიმებს,
ცრუ რწმენას მოგვცემს დაგვირიგებს,
ბედნიერებას წამიტ გვანიჭებს,
დასასრულს მაინც ფეხს დაგვაბიჯებს.

რა უნდა ჩვენგან, რა დაუშავეთ,
ნუთუ სიცოცხლით რამეს ვაშავებთ,
არ შეგვწევს ძალა, წინ ვერ ვუდგებით,
სამწუხაროა, რომ ვიღუპებით.


ოხ ეს სიშორე მტანჯავს მაწვალებს,
ღამე ფიქრებში თვალებ ნაწამებს,
ოცნებად ქცეულ უნაზეს სიზმრებს,
ვერ ვიმორჩილებ მე შენზე ფიქრებს.

ოხ ეს სიშორე მტანჯავს მაწვალებს,
ვერ დავივიწყებ მაგ შენს დალალებს,
შურით აღსავსე ჭორიკან ქალებს,
ლამაზად შემყურე ნაღვლიან თვალებს.

ოხ ეს სიშორე მტანჯავს მაწვალებს,
ამოდენ ტკივილს ნეტა რა დალევს,
გულში ანთებულ მხურვალე ალებს,
ვინ დაგიბრუნებს კოცნისთვის ვალებს.


ისეთი კარგია მგონი უკვე მიყვარს,
ის რომანტიკას ოცნებებში მიყავს,
ესიზმრება მაშინაც როცა ღვიძავს,
მისი სიყვარული ნეტაი მე რას მიზავს.

მე მის ფიქრებს ნაზად ვეფერები,
მჯერა, რომ მასაც ვეყვარები,
გულის კარნახს აყოლილი ჩუმად მივეპარები,
მძინარე ლამაზ ანგელოზს ლოყაზე ვეამბორები.

სიზმარში ვიცი არ დამინდობს,
მე მჯერა თავის სიყვარულს დამითმობს,
ჩემს თავს კოშმარულ სიზმრებს მიანდობს,
დილით გაიგვიდზებს და ყველაფერს მიამბობს.



ამაზე მეტი არ მინდა სხვა,
მიყვარს მძინარე კამკამა ზღვა,
ღამე ტალღების ჩუმი შრიალი,
თავში ფიქრების მიდის ტრიალი.

ზგვის გაღმა წითლად ნათდება ცა,
ამოდის მზე და იღვიძებს ზგვა,
შენზე ფიქრები მანებებს თავს,
უშენოდ ყოფნა ჯოჯოხეთს გავს.

ყოველ მზის ჩასვლას გულით ველოდები,
შენს მოლოდინში ალიონს ვხვდები,
მომდევნო ღამემაც უშენოდ ჩაიარა,
ცივმა ჟრუანტელმა ტანში დამიარა.

იმედი მაინც მაქვს მჯერა დაბრუნდები,
კიდევ ერთ ღამეს მარტო გავბრუვდები,
მთვარე მიამბობს ყველაფერს შენზე,
და დამაძინებს შენს ლამაზ მკერდზე.

თენდება დილა შევცქერი მზეს,
გული რატომღაც ძლიერად ძგერს,
ღამის ფიქრებთან მარტო დამტოვე,
საით წახვედი რად მიმატოვე.


07.06.2011

ვიცი რას ფიქრობ რასაც განიცდი,
გინდა მომწერო და რა არ იცი,
შენი ფიქრები ჩემს ფიქრებს ერწყმის,
ოცნება გიტაცებს მე შენი მესმის.

ზიხარ და ელი როდის მოგივა,
ჩემი ნაწერი ლამაზი ლექსი,
ეხლა დავწერე, ეხლა გიგზავნი,
და მოემზადე ჩემს კოცნას გესვრი.

ჩემო პატარავ მინდა გაგათბო,
ჩემი ლექსებით კვლავაც გაგართო,
შენ შგიყვარდი ყველაზე კარგს
და სიყვარულით გჩუქნი მეც ვარდს.


მე ვარ ქართველი სხვა ქვეყანაში,
ჩემსა სამშობლოს მონატრებული,
აქ ჩემსნაირი კიდევ ბევრია,
ერთმანეთზე ვართ შეყვარებული.

ჩვენს მამულს ვეტრფით ვეთაყვანებით,
არ გვავიწყდება წინაპართ ხსოვნა,
ქართველი ყოველთვის ყველგან ქართველობს
არ გვიჩირს არავის ერთურთის პოვნა.

გულში ვინახავთ უდიდეს ტკივილს,
მას კი გვიყუჩებს ტკბილი სიზმრები,
ყოველი ღამე ასე თენდება,
იმედს არ ვკარგავთ ჩვენ დავბრუნდებით.

ქართველნო ამას მოგიწოდებთ,
მუდამ გახსოვდეთ თქვენი წარსული,
არ შეიცვალოთ ქართული რჯული,
და შვილებს შთააგონეთ სიყვარული ენის, მამულის.


მაშინ როდესაც ტიროდნენ სანთლები,
მაშინ როდესაც ერთად ვიყავით,
ერთმანეთს უყურებს ჩვენი თვალები,
ცრემლები მოგვდის პატარასავით.

ხელი ჩავკიდეთ დავიწყეთ ლოცვა,
ღმერთს შევევედრეთ სულ ერთი თხოვნა,
იწვის სანთლები მთავრდება ლოცვა,
თანდათან გვიჭირს სინათლის პოვნა.

დაღამდა დავრჩით თაძარში ორნი,
ირგვლივ სიჩუმემ დაიდო ბინა,
მე კი შენ ჩუმად ლოყაზე გკოცნი,
შენ კვლავ ვერ ხვდები ვინ გკოცნის ვინა.


fanjaraSi gavixede skamze ijda qali,
Tvalze cremli mosdioda igi mwared tiroda,
xelSi vardebi ekava sisxlisferi aliT,
malmal ganze uyurebda albaT vinmes eloda.
telefonma daureka, Sekrta SeSinebuli,
dabneulma upasuxa, tirils ufro umata,
acnobes rom daigupa misi Seyvarebuli,
yvelaferi gaucvivda racekava xelada.
mivedi mivuaxlovdi, cxare cremliT tiroda,
Semecoda ubeduri, mec tirili mindoda,
ver uZlebda misi guli bolo xmaze yviroda,
ar mjeroda es sizmari Tu rodisme axdeboda.
telefonma kvlav dareka, gogo fexze wamodga,
sixaruliT sawyalma moiwminda cremlebi,
uceb ukan mas vigaca moadga,
kvlav miarTves gogonas sisxlisferi vardebi
.


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά