ninola7's blog

ninola7
46, Tbilisi, Γεωργία

ყველაფერში უნდა იყო 1-ლი,გყავდეს მე-2 ნახევარი, არასდროს იყო მე-3 ზედმეტი, უნდა გქონდეს შენი 4 კუთხე, რომ ცხოვრებაში იყოს ყველაფერი 5-იანზე, გქონდეს მე-6 გრძნობა რომ დაფრინავდე ბედნიერებისგან მე-7 ცაზე…


თურმე თავმდაბლობა ხშირად არ ერგება,
ქარი ჩაუდგება წისქვილს,
სამეფო გვირგვინი ყველას მოუხდება,
ვისთან იდედოფლებ,ის თქვი?
როგორც წმინდა ფიქრი ღალატით შეიცვლება,
ფოტოს ფერს შეუცვლის ნისლი,
ისე, დაძინება ყველასთან შეიძლება,
ვისთან გაიღვიძებ,ის თქვი...


19.10.2011

შენ თვალებიდან აპრილი გცვივა

იღვიძებს დილა რძისფერი კაბით

წელმოწყვეტილი იები მტკივა

შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი

წუხელის წვიმამ დატბორა გზები

და აჩრდილივით გეძებდი ქარში

შენ თვალებიდან გცვივა იები

და გაზაფხული გიფეთქავს ტანში

იასამნებად გეტყობა წლები

დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი

მინდა გიყურო შორიდან გზნებით

მინდა მოვიკლა ასე წყურვილი

მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით

მარტმა ფიქრები ისევ არია

მიყვარხარ - ამას ნუ მეკითხები

თუ გინდა გეტყვი, გეტყვი ძალიან


რა ვუყო სურვილს,
მილიონობით სისხლისფერი ვარდით ნაჯერებს?
ან მოთმინებას,
ჩემი ცხოვრების უტყვ, ყრუ-მუნჯ მეგზურს?
ვინ მომიყვება ეკლიანი გზების სილბოზე,
ვინ დამაჯერებს,
არ მდომიაო ხელისგულივით ტენიან ველზე
კოცონებივით დანთებული დღეებით ტკბობა?..
თუნდ დაჩოქილი მივიტანდი სულს მზეებამდე!..
მტკივა მუხლები,
უფრო ხელი და გული მტკივა,
ნაზრობი ყინვით.
ბაირაღივით მივაფრენდი შენს ფერმკრთალ სახეს,
სახელს,
ვინ მოთვლის მერამდენედ ტუჩებზე დამდნარს
და ვამაყობდი უძვირფასეს ბგერათ მოყივნით,
დაუნდობელი...
ვის გავაგონო ზეთისხილის მორცხვი შრიალი,
ჩემში რომ იწყებს კიდევ ერთ და ახალ სიცოცხლეს?
ვის თვალს ექნება მზერა
ჩემებრ მშიერ თვალების და ფორიაქი,
დაყოლილი ამ თვალებივით?..
ან ვინ იცხოვრებს
ჩემი დღით და ჩემი შუადღით?
ვინ დავამძიმო?..
ხამი პერანგით - შიშველ…


წლები გავიდნენ, შენ კი ისევ ისეთად დარჩი
მიუკარება, ბრწყინვალე და სულ ოდნავ მკაცრი.
მერე რა, რომ ვერცხლისფერმა იმძლავრა თმაში,
შენს წინ კვლავ მუხლზე დავიჩოქებ მოხუცი ბავშვი..
ვერა, ვერ ცვლიან ჩვენისთანებს ნახევრად წლები..
მე ვუმზერ ეხლა მაგ შენს ღვთიურ ბაგეთა ღიმილს!
ვცოცხლობ და ვსუნთქავ იმ გარდასულ წელთა სიბრძნით,
რომლებსაც ისევ შერჩენიათ სითბო და ხიბლი.
შენი თვალები ლაჟვარდოვან ბურუსმა შთანთქა.
სულ ყველაფერი, რაც შერჩა ხსოვნას
წარსულს ეკუთვნის და მიმყვება სამარის კართან.


შენ იცი,ვინ ვარ!
რა მტკივა,ან რა მიხარია!
ან რა ფასი აქვს
გაღიმებას,
თუ სულში ყინავს!
შენ იცი ჩემი ქვეტექსტები
და ირონია....
ხო,ისტორიაც კი გვაქვს,
უკვე,
ჩვენი რომ ქვია!
ჩვენს შორის უკვე
იყვავილა,რაღაც, ძვირფასმა,
ამიტომ,ალბათ,
დროს ვერ ვატანთ
ერთურთის ლანდებს,
იქნებ არ გვსურდა,
არც ახლა გვსურს,
მოხდა თავისით,
რომ ერთმანეთის მონატრება,
მუდამ, თან დაგვდევს!
ახლა,კი,ახლა,
რა აზრი აქვს,
რამე რომ გითხრა,
შენც კარგად იცი,
რა მეწყინა,
რატომ და რისთვის...
ახლა თვალებში რომ ჩამხედო,
უცებ მიხვდები,
რომ არ ვიყავი
მე ასეთი ტკივილის ღირსი!


19.06.2013

შენ არ იდარდო,დრო გავა

დრო რომ არ იცდის ხომ იცი,
წასასვლელია ვინც წავა,
ვინც არა, ცოტას მოიცდის...
დრო არ ჩერდება უდროოდ,
დროზე ბატონობს დროება,
დრო და დრო იმედს მიცრუებს,
დროების ამაოება...


21.10.2011


სიცოცხლე უნდა ქარიშხალს გავდეს,

მეხის გავარდნას გავდეს სიკვდილი,


მტერიც გყავდეს და მოყვარეც გყავდეს,

მაგრამ არცერთთან ჭამო სირცხვილი.


სიცოცხლე უნდა სიმღერას გავდეს,

ვიდრემდე გული შესწყვეტდეს ფეთქვას

და თუ ცხოვრებას ვერ გაუმკლავდი,

უნდა თქვა მაინც რაც უნდა გეთქვა!!!



სიცოცხლე უნდა მადლობა იყოს,

ღვთისადმი შენგან კრძალვით მიძღვნილი,

ისე ლამაზად უნდა იცხოვრო,

მზის ჩასვლას უნდა ჰგავდეს სიკვდილი


ვეღარ ვიღიმები...
მომენატრე!...
ძველი გრძნობებით მომენატრე!....
ძველი ფიქრებით, ოცნებებით, ერთად ყოფნით, ჩახუტებით მომენატრე!...
შენი თვალები მომენატრა, შენი თითები...
მომეფერე რა...
შენ რომ გიყვარს ისე მომეფერე!...
გულთან მიმიჩუმე... სახე დამიკოცნე...
მაგრად ჩამიკარი და... ჩემი კანის სურნელი იგრძენი თავიდან!...
ყელთან შენი სუნთქვა მაგრძნობინე... თვალები დამიკოცნე...
თითებით მომეფერე სახეზე!..
ტუჩები გააღიმე... გამაღიმე!...
ჩვენს გრძნობაზე ილაპარაკე, არ გაჩუმდე!...
გულთან მიმიკარი!... ისე მომეფერე... შენი ოცნება დამიხატე...
დამაბრუნე!....
დამაბრუნე..........თორემ...............
......თორემ შემშლის უშენობა...


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά