gio877's blog

gio877
34, Tbilisi, Γεωργία

სიმართლეს შეხედე და ნუ გეშინია,

ჩვენი ოცნებები ყოველთვის ტკბილია,

მე შენ დაგივიწყო? ეს სისულელეა!

როგორ დაგივიწყო, ან როგორ დავიწყო,

ცხოვრება თავიდან მინდა რომ დავიწყო,

ტკივილი გავაქრო და სევდა დავმალო

და გულის კუთხეში მინდა რომ დაგმალო.

მე ასე მეგონა წარსულს ვემალები,

მაგრამ განვლილ დღეებს ვერ დაემალები,

ვერ დაემალები მთვარეს და ვარსკვლავებს,

მე ამ სამყაროში რაღაცა მაკავებს.

რასაც დავეძებდი, მე ის ვერ ვიპოვნე,

სიხარულს ვეძებდი, მეგონა ვიპოვნე,

კითხვას არ ვეძებდი, პასუხი ვიპოვნე,

უფლის დახმარება ამიტომ ვითხოვე.

სიმშვიდეს ვეძებდი და ვერსად ვერ ვპოვე,

ცუდი რაც შემემთხვა, წარსულში დავტოვე,

სიმართლეს ვეძებდი, სინათლე ვიპოვნე,

მე კი ეს სიმართლე გულში ჩავიტოვე


პოეტი გინდა გერქვას?
-ვკითხე საკუთარ თავს
რას იტყვი მერე ისეთს
რაც ჯერ არ უთქვამს სხვას
გინდა რომ ლექსი წერო?
ცრემლი ადინო ხალხს
ან წერო ლექსი და ამით,
ჭკუა ასწავლო სხვას
დიდება გინდა ჰპოვო?
თავი გააცნო ზღვას
სახელი გინდა გქონდეს
ქუდი გეხუროს თავს?
მოდი ერთს გეტყვი ძმაო
ბითურობაა მაგ
რაც ჯერ არასდროს თქმულა
ვერაფერს იტყვი კარგს
ჭკუის სწავლება გინდა?
ასწავლე საკუთარ თავს.


ნუღა მებუტები!..იქნებ აღარ ვიყო...
ხვალ,ზეგ წვიმასავით იქნებ გადავიღო,
მერე რას ვუშველით წარსულ მოგონებებს,
ალბათ ხელს ჩაკიდებ წყეულ მოჩვენებებს....

ნუღა მებუტები!ხელში ამიტაცე...
მაგრად ჩამიხუტე,წამით გამიტაცე..
ისევ მეთამაშე,თმებზე მომეფერე..
გულში ჩამიკარი,თორემ იქნებ მერე.............

მოდი შემირიგდი,ნეკი მომიწოდე,
ჩემთვის რა წმინდა ხარ,გულში რომ იცოდე..
გინდა?გამიწეწე თმები,შენ რომ გიყვარს,
შემირიგდი,თორემ გული ვეღარ იტანს..

მოდი შემირიგდი! მე მეტს ვეღარ გავძლებ..
აღარ გაწყენინებ არც დღეს,არც ხვალ....არც ზეგ..
იქნებ მოგონებად გადაგვექცეს წლები,
არა,არ დამტოვო,ჩემო...გეხვეწები!!


მორჩა! დასრულდა ეს მეგობრობა!
ვერ მოვატყუეთ ჩვენ ერთმანეთი...
და როგოც ხლართავს ქსელებს ობობა,
მზე სხივებს ისვრის აღმოსავლეთით.
მორჩა ეს ღამეც, ლექსების წერით,
- როგორც თეატრში - დაეშვა ფარდა...
და მზის სხივებში ახლაღა ვწვები:
სიზმარს, ეს ღამე, მაინც არ გავდა.
ეს ხელოვნებაც ტყუილია თურმე:
ლექსად სათქმელი რაც მიწერია...
ამ ფარდის მიღმა ღამეს რომ ვუთევ,
- ახალ, სიზმრებად რომ იწყებიან...
ისევ მაწუხებს სულის ობლობა:
ამგვარ აწმყოსაც - აწმყო არ ეთქმის
და როგორც ხლართავს ქსელებს ობობა,
მზე სხივებს ისვრის აღმოსავლეთით.


დღეს პირვეად

დღეს პირველად ჭადრებს

ეფერება უნაზესი ფიფქი,

მომენატრე...

როგორ მომენატრე,

ნაცნობ ნომრებს ჩაეკონა თითი...

- ალოო, გისმენთ!

ფიქრი... ფიქრი...

უსაშველო დუმილი და ფიქრი...

და გრძელდება...

და გრძელდება ისევ

უცნაური სიყვარულის მითი,

ვიცი დუმილს ჩემსას

უმალ ხვდები...

გითხრა რამე,

მაინც ძალზე მიჭირს,

ყურმილს იქით -

ვიოლინოს ჯადოსნური ხმები...

ყურმილს აქეთ -

გიტარა და სევდიანი ბიჭი.


18.01.2012

ბევრი ვიფიქრე ძალიან"

რითი დამეწყო მე ლექსი,

მაგრამ წუთითაც არ მტოვებს

დიადი ვაჟას სიტყვები.

შუალედურით ნატანჯნო,

არ გაიტეხოთ გულები,

ეკონომიკით ვიფიქროთ

და მოვიზიდოთ ჩვენ ფული.

დაპროგრამებაც კი ვიცით,

არ გვავიწყდება კუბები,

რა ვქნათ ამ პრიზმას ვერ ვხაზავთ

მაინც დაწერეთ ქულები.

აი ექსპორტი,იმპორტი

ამ დანახარჯმა რა მიყო,

მე უზრუნველი სიზმრები

შედარებებით დამიფრთხო.

კანტი და ლოკი უბრალოდ

,,კაი კაცები"არიან

ოღონდაც შუალედურზე

ჩარლზის ხსენება არ გვინდა.

თქვენ არ იდარდოთ ბავშვებო,

გამოცდები ხომ აქვეა,

delete,copy,paste,

კომპიუტერთან გველიან.

და ბოლოს გაგეცინებათ,

ოცდაათ კრედიტს ავიღებთ,

და მაშინ ვიტყვით უბრალოდ,

ჩვენი დღე აქ დავამთავრეთ.


19.10.2012

ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები...
მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები,
თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები,
როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები.
მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო,
არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი,
არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ წახვიდე,
გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი.
ჯერ ის ქორფაა, უსუსური, წმინდა, პატარა,
სათუთი, თბილი და უმანკო ვით ზეციური,
აცადე ტრფობას, სილამაზეს და სისპეტაკეს,
აცადე გახდეს ანგელოზი ამ ქვეყნიური.
უმისოდ რა ვქნა, სად წავიდე, ვის ვკადრო მეტი,
თუ ბერი გავხდე, სადმე ქვაბში დავიდო ბინა,
ისედაც წავალ, ოღონდ იგი აქ დარჩეს, თქვენ კი...
ასეთი მსხვერპლი, რისთვის გინდათ გამაგებინა.
მეტი რა გითხრათ წამიყვანეთ, მე მინდა, გესმითიი?


26.12.2012

1)გაიცანით ბებო, მეტსახელად "რემბო"... :D :D
2)ზარი პოლიციაში : ალოო ჩემმა ძმაკაცმა
პლანი მოწია და მაგარი დაბოლდა.
სარეცხის მანქანაში ჩაჯდა და წავიდა, მეც
გავყვებოდი მაგრამ მტვერსასრუტში
ბენზინი აღარ მაქვს ... :D:D
3)პატივი ეცით თქვენს მშობლებს !
ეს ადამიანები ფულს იხდიან თქვენი ინტერნეტისთვის...:D
4)"მსოფლიო გამოვაშტერეთ''___მაიას ტომი :D :D
5)დაჭრიჭინებდა დახტოდა,იგულავა და გათხოვდა :D:D
6)-თქვენ ვინ ხართ?
-კეთილი ფერია..
-და ცულით რატომ?
-რაღაც უხასიათოდ ვარ ამ ბოლო დროს ... :D:D
7)ისეთი ქარია ღრუბელს კი არა მთავრობას გადაყრის !!! :D:D
8)შვილო, გიორგი, ნუ ურტყავ მაგ ბავშვს
ჩაქუჩს თორე გაოფლიანდები და
გაცივდები:D:D
9)გამარჯობა თოვლის ბაბუა შარშან რომ სურვილი გთხოვე და შემისრულე დიდი მადლობა ძალიან კარგი მაშხალები იყო, მაგრამ წელს იქნებ ორი თვალი და…


იცი?ლოდინი რა ძნელია?!
როცა სიმარტოვეს ებრძვი,
ნახე...რამდენი ვარსკვლავია
მე კი მენატრება ერთი!

იცი? უშენობა რა ძნელია?!
ამ დროს ლექსის წერა მშველის
ირგვლივ იმდენის თვალებია,
მე კი მენატრება ერთის!

იცი? კარგად ყოფნა რა ძნელია?
ალბათ უშენობა შემშლის,
ირგვლივ იმდენის ღიმილია...
მე კი მენატრება შენი!



ზამთრის უმთვარო ღამეში

ცრემლი მოსწყდება ტირიფს.

სადღაც შორს ბედის სანთელი

კელაპტარობს და იწვის.

იქვე ქალი ზის ეულად,

სულმოუთქმელად ტირის.

ეშმაკსაც აატირებდა

უბედურება მისი.

გრიგალსაც გაუღვიძია,

უმისამართოდ მიჰქრის.

თოვლის უმანკო ფიფქები

სიბინძურისკენ ილტვის...

ზღვის ტალღა ნაპირს ასკდება,

დაუოკებლად იბრძვის.

გედის სიმღერას ბანს აძლევს

ძაღლის ყმუილი ძილში.

მთის წვერზე ერთი ქოხი დგას.

შიგ დედაბერი იცდის...

შვლის ნუკრს კი გზა აბნევია...

მთაზე ჩამოწვა ნისლი.

ვაჟკაცი გულგატეხილი

სატრფოს ეხვევა ფიქრში...

რას ვიზამთ, მიჯნურის გული

ასეთ ამინდშიც იწვის...

ისევ ცრემლები ტკივილის,

ისევ წვეთები წვიმის...

ზამთრის უმთვარო ღამეში

ცრემლი კვლავ სწყდება ტირიფს.


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά