kobale's blog

kobale
36, Tbilisi, Γεωργία

,,...აქ არის ყველაზე მეტი პრანჭია,
ყველაზე მეტი უსაქმური,
ყველაზე მეტი მშიშარა
აქ არ არის კონტრასტი!
აქ არიან მხდალები და ნაღდები,
აქ არიან არტისტები ცხოვრებაში,
უიღბლოები ნამდვილ სცენაზე,
აქ არიან უხმო მომღერლები.
დამალეთ, დამალეთ, დამალეთ
ეს ქვეყანა!"


თინეიჯერები (2)


04.05.2014

მშვიდობის სამინისტრო დაკავებულია – ომის საკითხებით,

ჭეშმარიტების სამინისტრო – სიცრუით,
სიყვარულის სამინისტრო – წამებით,
დოვლათის სამინისტრო კი შიმშილით.

ჯორჯ ორუელი


სინდისი საკუთარი მოქმედების შეფასების უნარია, როდესაც ადამიანის საქციელს შინაგანი ხმა ამართლებს ან განსჯის.
მაგალითად, სინდისის შინაგანმა ხმამ შეიძლება წინასწარ გიკარნახოს, რამდენად სწორი იქნება ესა თუ ის მოქმედება. სინდისმა შეიძლება წინასწარ დაგანახოს ამა თუ იმ მოქმედების შედეგი და შესაბამისად, ის, თუ რას იგრძნობდი.
უფრო ხშირად კი სინდისი მას შემდეგ იწყებს მოქმედებას, როდესაც ადამიანი რაღაცას გააკეთებს. მერე ნანობს, სინდისის ქენჯნა აწვალებს ან სუფთა სინდისით მშვიდად და ბედნიერად გრძნობს თავს.
ალბათ გაგიგონიათ, გამოთქმები: სინდისი გაუხეშებული აქვსო, ან ზოგჯერ იტყვიან უსინდისო ადამიანიაო, ან სინდის და ნამუს გარეცხილიო..
აქ ის იგულისხმება რომ ადამიანს სინდისის გრძნობა გაუხეშებული აქვს ან იმ დონემდე გაუხეშებული რომ სინდისის შინაგანი ხმა აღარაფერს კარნახობს…


ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში უფრო და უფრო ხშირად ისმევა კითხვა «სად არიან ნამდვილი მამაკაცები?» ძალიან ხშირად ისმის ფრაზა » გადაშენდნენ ნამდვილი მამაკაცები». ეს ყველაფერი გვესმის ქალებისაგან, რომლებიც თავდადებით ეძებენ იმ ერთადერთს, ვისთანაც ცხოვრების დარჩენილი ნაწილის გატარება სურთ… მაგრამ მოდით ობიექტურად შევხედოთ სიტუაციას- მართლა აღარ არსებობენ ნამდვილი მამაკაცები ამ დედამიწაზე? თუ არსებობენ, მაშინ სად არიან, სად ვეძებოთ?!


გელა მიდის ბანკის მმართველთან და სამსახურზე ეჩალიჩება.

ბანკის მმართველი ეკითხება: -რა შეგიძლიაო?!
არაფერი არ შემიძლია, სამაგიეროდ ყველას ვიცნობო.
-ამერიკის პრეზიდენტს იცნოობ? – აბა რააა, თუ გინდა წავედით და დაგიმტკიცებოო.
C48X0mGRjBU.jpg


საწოლზე წამომჯდარი,სუფრასთან მჯდომი,საზეიმოდ გამოწყობილი, ქუსლებით, მაკიაჟით და დავარცხნილი თმით მოკეკლუცე გოგონები, რომლებსაც "პროფაილ" ფოტოს გადაღება სურთ და მაქსიმალურად იყენებენ "მომხიბლველ" პოზიციას.

ფოტოებს მდედრობითი სქესის მეგობარი გიღებთ, რომელიც შემდეგ ამ კომენტარებიდან ერთერთს გიტოვებთ:

- ვინ გადაგიღო ნეტა ეს ფოტო?

- უუულამაზესი ხარ, აი საოცრება!
და თქვენი პასუხი:
მადლობა ჩემო კარგო ასეთი თბილი სიტყვებისთვის.

რეალურად კი – ხშირ შემთხვევაში "ულამაზესობამდე" საკმაოდ შორს ვიმყოფებით.
გამომწვევად ჩაცმულ გოგონებთან ხელგადახვეული, ბედნიერი და კმაყოფილი სახის მაჩოები, რომელთა მზერაშიც იგრძნობა, რომ ყველა მათგანთან იწვა, ხოლო გოგონების ირონიულ მზერაში იგრძნობა, რომ ის მათთან ვერასდროს დაწვება.

აღნიშნული ფოტო ამაყად იდება მთავარ ფოტოდ, კომენტარის გარეშე, ხოლო მათი ურთიერთობა ფოტოს გადაღების შემდეგ – მომენტალურად მთავრდება (ფოტოს…


05.04.2014

tumblr_mkbfeiSK2w1qd7h1xo1_500_large.gif


.



არ დაიჯერო... თითქოს მაკლიხარ,
არ დაიჯერო... თითქოს გინატრე,
შენ ხომ ჩემთან ხარ დღისით და ღამით...
შენ ხომ ჩემში ხარ, როგორც სინათლე.
ჩვენი სიშორე ვინ მოიგონა,
ან მარტოსულად როგორ ჩამთვალეს,
რად ვერ ამჩნევენ, რომ მზეებივით
შენი თვალები დააქვთ ჩემ თვალებს...
მე შენი სულიც მიმაქვს სხეულით,
მინდა, ლაჟვარდის ფრთებზე ვარწიო...
და უკვდავებას თუ ვერ ვუბოძებ,
სიმღერად მაინც გადავაქციო.
როგორ თქვეს ჩემზე -- ცხოვრობს ეულად,
და გულზე დარდებს იკრავს ღილივით...
სასაცილოა... რად ვერ შენიშნეს,
ჩემს ბაგეებზე შენი ღიმილი.

ef0aa6695816.jpg


31.03.2014

ის ეწეოდა "პარლამენტს", მაგრამ პარლამენტარი ვერ გახდა... მიირთმევდა კარაქ "პრეზიდენტს", მაგრამ პრეზიდენტი ვერ გახდა... და მხოლოდ ლუდმა "კაზიოლმა" იმოქმედა რეალურად!


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά