nanacho7's blog

nanacho7
52, Tskaltubo, Γεωργία

01.03.2010

მე მოვალ შენთან........
გაზაფხულის წვიმას მოვყვები....
მარტის სიგიჟეს მონატრებას გავანდობ შენსას.....
შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით
და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას.......
მოვალ დაღლილი....

გათანგული ფიქრით და ლოცვით.......
დახეთქილ კვირტებს დავკრიფავ და მოვიტან შენთან......
დაფეთდებიან ალიონზე ხეები მარტის......
და გულწასული მონატრება მომიყვანს შენთან...


28.02.2010

როცა შენზე ვწერ ყველა სიტყვა უფერულდება,
რადგან შენშია თავმოყრილი ყველა სიკეთე.
შენ ისეთი ხარ,სიყვარულსაც კი შეშურდება,
ისე კარგი ხარ ბოროტებაც ვერ გაგიმეტებს.
შენში იმდენად მშვენიერი სული ბინადრობს,
გზააბნეული ანგელოზიც ალბათ ინატრებს.
საიდან მოხვდი ასე თბილი,ასე უბრალო.
ასეთ ცოდვიან და დიდგულა დედამიწაზე.
არ ვიცი ტკბილი სიზმარი ხარ თუ გაოცება,
ვშიშობ ზედმეტ სიყვარულზე ცილი დამწამონ.
შენებრ ლამაზად რომ შეეძლოს ყველას ცხოვრება,
ალბათ სამოთხე იქნებოდა მთელი სამყარო
...


თითქოს
ადრე იყო, ისიც არაფერი,
იწვა შეღამება, ბებერ ქვაფენილზე
და ჩვენს სიახლოვეს ქუჩის აჩრდილები,
უხმოდ მიიწევდნენ სახლის აივნებზე.
კაფე ,,უსახელო”, გრძნობა მელოდიურ,
კვამლით შელესილი ფერი-მარტოობა,
ჟღერდა სიმფონია, მაშინ: -
,,გელოდიო...”
ღამე ,,მაჟორულად” ჩვენზე ბატონობდა.
და დაორთქლილ ბაგეს, არომატი ყავის,
სიტყვებს შიგადაშიგ უსიტყვობა ცვლიდა
და სურვილი შენი, კიდევ ერთი ნახვის,
ხასიათში თამამს, უჩვეულოს მხდიდა...
თითქოს
ადრე იყო, ისიც მხოლოდ მაშინ,
გრძნობდა შეღამება ქუჩებს უნებურად,
ახლა სადღაც აქვე, უსახელო სახლში,
ალბათ ანაფაზებ ფერმკრთალ უჩემობას.


გული მიყვარს შენი,
მიყვარს შენი თმებიც,
მიყვარს შენი სუნი,
რითაც ვტკბები,ვთვრები,
მიყვარს შენი წელი,
შენი სარო ტანი,
შენი ნაზი ხელი,
ტუჩზე შენი ხალი,
ეგ თითებიც მიყვარს,
წარბ-წამწამთა წყებაც,
ღამით შენზე ფიქრში
დილა დამეწყება,
დილით შენზე ფიქრში
კვლავ მოვიყვან ღამეს,
დავთვლი შენთან ყოფნის
უსასრულო წამებს,
შენი სუნთქვა მიყვარს,
მაგ ტუჩების ფერიც,
შენი ცრემლიც მიყვარს,
ყველაფერი შენი,
შენი ფიქრიც მიყვარს,
მაგ თვალების დარდიც,
შენი გრძნობა მიყვარს,
შენი ბაღის ვარდი,
შენი სული მიყვარს
ნათელია მზეთა,
შენი ლანდიც მიყვარს,
ტანი-ოქროს კვეთა,
შენი ცრემლიც მიყვარს,
შენი სუნთქვის ქარიც,
ყველაფერი მიყვარს,
რაც კი შენი არის,
ყველაფერი მიყვარს,
რაც იწყება შენით,
შენი სუნთქვა მიყვარს,
გრძნობა მიყვარს შენი...


ჩუმად ვარ..ისევე როგორც ჩუმია ეს დღეები და უფერული, როგორც წვიმის წვეთი...
ფერმიხდილ სურათზე ჩაკარგულა ჩემი ბავშვობა, ქარს ვატან საყვედურს რადგან გულში ვერ დავიტიე და შენ კი არ მიიღე...
მომიყევი რამე...
დამღალა დუმილმა
და ნელა ნელა ვკინძავ ყელსაბამს ...
მინდა ნატვრები შევაგროვო
და ფურცელ ფურცელ გავატანო ზღვას არდასაბრუნებლად...
მითხარი რამე...
კედლები ისევ მეჩურჩულება შენს სათქმელს..
კედლები, რომლებიც შენი თვალებითაა გაჯერებული...
შენ ყველგან ხარ და არსად...
შენ ჩემში ხარ და ჩემს იქით...
შენ ერთი ხარ და მაინც ათასი ყველასათვის დამალული...
ჩუმად ვარ...
რადგან ხმაურით დუმილი მივიღე შენგან ჯილდოდ...
მარტო დამტოვეო ჩემს ფერმიხდილ ოთახთან ერთად....
და მაინც...
ვერასოდეს დაგტოვებ მარტოს.


მინდა დავწერო,მინდა ცრემლზე დავწერო ლექსი,
რამხელა გრძნობას გამოხატავს ეს ციცქნა წვეთი.
გულში გროვდება,მოთმინებით იტანს განსაცდელს
და მოუთმენლად ელოდება ბედის განაჩენს.
როდესაც ბოღმა დაუნდობლად გიჭერს მარწუხებს,
ცრემლი გერევა და სათუთად ათოვს წამწამებს.
ყველა სინანულს,უბედოდას ცრემსლს უზიარებ,
იცი გიშველის,მოგიშუშებს მწვავე იარებს.
ცრემლია სასო,ერთადერთი ჩემი იმედი,
მეგონა წასვლას ვერასოდეს გაპატიებდი.
დიდხანს ვიგლოვე უშენობა, დიდხანს ვტიროდი
და ამ განსაცდელს ალბათ ვერასდროს გადავიტანდი...
ზეცამ გამიგო,მომაშველა წვიმის წვეთები
და გულმაც უხვად მომაყარა შვების ცრემლები...
ცრემლმა მასწავლა თავისუფლად ცხოვრების გზები,
სწორედ ამიტომ განუწყვეტლივ ცრემლებზე ვყვები......


მიყვარხარ,
მაგრამ მკაცრია ბედი...
და ახლა მსხვერპლად
სიყვარულს ითხოვს.
ო, რა უიღბლოდ გაქრა იმედი,
დაცარიელდა ქვეყანა თითქოს.

მიყვარხარ,
მაგრამ მკაცრია ბედი...
ვინ უწყის მისი თავი და ბოლო.
აღარაფერი-
ტკივილის მეტი,
ბედმა სიმწარე შემასვა მხოლოდ.

მიყვარხარ,
მაგრამ მკაცრია ბედი...
აქ ბინდი ხშირად გადასძლევს ნათელს
გროვდება ცრემლის დაღვრილი წვეთი
და ვეღარ ვფარავ მოწოლილ ნაღველს:

და ასე ჩქარა გაქრა იმედი,
დაცარიელდა ქვეყანა თითქოს...
მიყვარხარ,
მაგრამ მკაცრია ბედი...
და ახლა მსხვერპლად
სიყვარულს ითხოვს.


წვიმა მოსულა, სინანულის ცრემლივით სუფთა,
და ჩაჰკრობია ატმის ყვავილებს,
სველი ქუჩების ლაბირინთებში,
აქ ყველაფერი შენზე ჩურჩულებს....


...დღეს მოდის წვიმა, ცივი, ცივი, ვით მარტოობა,
ცას შეეპარა ფერი ლურჯი,
ფერი ოცნების!
შენი ნახვაა უდიდესი ჩემი ვედრება,
შენთან ყოფნაა დასასრული ამ
მარტოობის...


ნუ მეტყვი, თითქოს,
დრო–გამჭვირვალე, როგორც ჰაერი,
ვინმეს დაინდობს...
ნუ მეტყვი... თითქოს
მეგობრებიც დაბრუნდებიან.
* * *
ნუ მომატყუებ,
რომ შემოგრჩა ისევ ის სითბო,
და ის რაც გვახსოვს
ყველაფერი მოგვჩვენებია...
* * *
ნუ მეტყვი თითქოს,
ზამთრის ღამე გაივლის მალე,
და შენი ხელი, მიკრული გულზე
ეს სიზმარია...
ნუ მომატყუებ,
სიზმრები ხომ არ ბრუნდებიან.
* * *
...მე ისევ დავლევ,
სადღაც, ქუჩაში,
და ცივ კედელზე მიყრდნობილი
შევეცდები დავბრუნდე სახლში..
ნუ მეტყვი, თითქოს
ყველაფერი დღეს არის კარგად,
თქვი რომ უბრალოდ
აღარ გიყვარვარ!..
* * *
...ნუ მომატყუებ!
რომ ყველაფერი დაბრუნდება,
ნუ მომატყუებ...
რომ გაზაფხულის პირველ წერილს
შენ წამიკითხავ...ზამთრის ამ ღამეს,
ნუ მომატყუებ...
მე უბრალოდ მწარედ გამეცინება,
სახეზე ხელებს ავიფარებ...გეტყვი წვიმს, მგონი...
ტყუილები?.. მეც ვისწავლე,
ნუ გეწყინება...


01.02.2010

რა უცნაურია ეს ცხოვრება...
და იყოს ნათელი...თქვა ღმერთმა ჩემთვის მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად ბნელოდა და... გამოჩნდი შენ...ასეთი საოცარი...დიდი...თეთრი...თბილი...ტკბილი და უსაშველოდ კეთილი... ისეთი აურა გაქვს, მაგნიტური ველივით...თაფლისფერი და მიმზიდველი...წყაროს წყალივით სუფთა და ანკარა...მაწყნარებს...მკვებავს და სასიცოცხლო ძალებს მმატებს...
შენ...უცნაურად ჩემო...უშენოდ სიცოცხლეს არა აქვს ხალისი...და დღეებიც უჟმურ ფერს იძენენ...შენ, ხატულა მზე ცის კაბადონზე...შენ, უთვალავი კაშკაშა ვარსკვლავი ღვთიურ გუმბათზე...შენ...შენ...შეენ...დაუსრულებლად შემიძლია გადარო ყოველივეს, რაც სულს მინათებს და მიმსუბუქებს...
რამდენი იარა შემიხორცე...არც კი იცი...აბა როგორ არ ვიყო მადლობელი?..ჩემი სულის მალამოოო...ეს უბრალო ლიტონი სიტყვები არაა...ეს სიცოცხლეა...ჩემი ცხოვრება...იციი? რომ დაგჭირდეს გულს ამოვიღებ და დაგიდებ ფეხებთან...როგორც ზვარაკს დიდი კერპების...
იციი? ოღონდ მომიხმე... მე დედად მოვალ...გინდაა? დაად...ცოლად...საყვარლად...მეგობრად...ნებისმიერად მოვალ...გავჩნდები....ოღონდ მომიხმე...


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά