dato's blog

dato
50, Tbilisi, Γεωργία

„ძვირფასო, რა თქმა უნდა, გესმით, რომ მე ჩემი მოთხოვნილებები მაქვს, თქვენ კი, თქვენს 57 წლის ასაკში აღარ შეგიძლიათ ჩემი დაკმაყოფილება. მე პატივს გცემთ და ძალიან გაფასებთ, როგორც კარგ მეუღლეს. ამიტომაც ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ვიმედოვნებ, არასწორად არ გაიგებთ იმ ფაქტს, რომ ამ საღამოს ჩემს 18 წლის მდივანთან ერთად სასტუმრო Comfotr Inn-ში გავატარებ. ძალიან გთხოვთ, ნუ გაბრაზდებით, თუ შუაღამისას დავბრუნდი სახლში».
როცა ქმარი სახლში მართლაც გვიან დაბრუნდა, მას სასადილო მაგიდაზე შემდეგი წერილი დახვდა:
„ჩემო ძვირფასო მეუღლევ!
მივიღე თქვენი წერილი და დიდი მადლობა, რომ კეთილსინდისიერად შემახსენეთ ჩემი 57 წელი. ვისარგებლებ შემთხვევით და შეგახსენებთ, რომ თქვენც 57 წლის ბრძანდებით. როგორც მოგეხსენებათ — მათემატიკას ვასწავლი ადგილობრივ კოლეჯში.…


მე მზე ვარ შენში...

ასე რომ გათბობს...
სხვაგან რომ ეძებ,
ფიქრობ, სად არის...
მე უშენობით ისევ დამათრობს...
ზღვა,
უსასრულო, მზესთან ნაყარი...

მახსოვს,
წუთები მისდევდა წამებს...
ყოველი დილა,
შენთვის მინდოდა...
მესაიდუმლედ ჩვენ გყავდა, ღამე...
და ღამეც,
როგორ სწრაფად მიჰქროდა...

მე ყოველ დილას, მომქონდა ვარდი...
შენ კი,
ჩუქნიდი უცხოს და სტუმრებს...
მე ახლა მივხვდი,
როგორ მიყვარდი...
და დღემდე,
რისთვის ვიცოცხლე თურმე...

ნაცნობი ტალღა,
შორს რომ მივყავდი...
მეძახის ახლა, რომ დავეუფლო...
მეგონა,
მაშინ ძლიერ მიყვარდი...
არადა,
ახლა მიყვარხარ უფრო...

ვინ იცის,
რა სჭირს ჩვენს ნაცნობ მინდორს...
შენს ღიმილს,
მე რომ მაჩუქა ღმერთმა...
მე ახლაც,
ისევ ვიხსენებ იმ დროს...
და კოცნას,
მზეს რომ ვჩუქნიდით ერთად...

მთელი ცხოვრება ნაპირთან ვდგავარ...
მაღლა ზეცაა,
დაბლა ზღვა არი...
ვწუხვარ,
რომ წარსულს, ისე არ ვგავარ...
არადა,
ზღვა ხომ ასე ღრმა არის...

ხედავ?
მზე ზღვაში როგორ ჩავარდა...
ღამეა, მელი...
მე კი, არ მოვალ...
მე ღამით მზესთან ერთად, ჩავალ და
მე ყოველ დილას, შენთვის ამოვალ...


23.08.2012

 მაპატიე_ ცხოვრება რომ დაგინგრიე, სიყვარულის მორევში რომ ჩაგითრიე, მაპატიე _ამდენხანს რომ გაწამებდი, ჩემს სიყვარულს ახლოს არვის ვაკარებდი, მაპატიე_გაგიწიბლე სიყვარული, ძილში მესმის შენი გული როგორ ტირის, მაპატიე_გული ასე რომ გატკინე და ამდენი ცრემლები რომ მოგადინე, მაპატიე_ურცხვად სხვაში რომ გაგცვალე, სიყვარული სახეში რომ მოგაყარე. მაპატიე_მე მოვკალი სიყვარული,ვიცი...ახლა გვიანია სინანული. მაპატიე_თუ კი შეძლებ ...მააპატიე, რადგან ჩემ თავს მე არასდროს ვაპატიებ!!!


24.08.2012

მიყვარდები

დღიდან დღემდე
მიყვარდები
ფრთაშესხმულო
ანგელოზო
ციდან ცამდე
მიყვარდები.
გეფერები,
სიზმარშიც კი
გეფერები,
ლურჯთვალება
მშვენიერო
რაღა გითხრა
გეფერები.

გეტმასნები
დილით ადრე,
გეტმასნები
ჩურჩულიდან
ყვირილამდე
გეტმასნები .
მელანდები
ყოველ ღამე
მელანდები
სიცილიდან
ტირილამდე
მელანდები.
მეფერება
შენი სითბო
მეფერება
წარსულიდან
მომავლამდე
მეფერება.
მენატრება
შენი ბაგე
მენატრება,
უსასრულო
ზღვიდან ზღვამდე.
მენატრება
მელანდება
შენი თმები,
მელანდება
მზის ჩასვლიდან
ამოსვლამდე
მელანდება.
ზედ მექცევა
ღამით ცრემლი
ზედ მექცევა
სიფხიზლიდან
სიმთვრალემდე
ზედ მექცევა.
მეწვეტება,
საგულეში
მეწვეტება
სიცოცხლიდან
სიკვდილამდე
მეწვეტება


30.06.2015

არასდროს დაკარგო იმედი ხვალისა,

ცხოვრება არაა სულ ერთი დინებით..
ხან გაგიწვიმდება ხან კი მზე გაგათბობს,
ხან იმედს დაკარგავ... ხან კვლავ გაბრწყინდები.
თუ დღეს არ გიმართლებს... ნუ დასვავ იქ წერტილს,
იცხოვრე ხვალით და... ისწავლე ოცნება
ვინ თქვა რომ ყოველდღე იქნება აპრილი...
ვინ თქვა რომ გრძნობები ასაკით იწყება.
გიყვარდეს... ეს ნიშნავს ცხოვრება გრძელდება...
ლამაზად თენდება... ლამაზად ღამდება
ამბობენ ღმერთებსაც ქონიათ გრძნობები,
გრძნობები რომელიც არასდროს ჩაქრება.
არ თქვა, რომ სიყვარულს ქონია ასაკი...
და არც მანძილი აბრკოლებს ამ გრძნობას,
მას არ სჭირდება ფიცი და ძახილი...
მოვა და დაგიპყრობს, სულ შენთან დარჩება.
ნუ იტყვი ცხოვრება რომ უკვე მთავრდება,
სიყვარულს არა აქვს არც დრო , არც ასაკი...
თუ გულში ლამაზი გრძნობები ჩასახლდა
მერწმუნეთ ცხოვრებაც გახდება ლამაზი..


28.10.2015

“მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.”


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά