შენთვის ნათქვამი
52, Tskaltubo, Γεωργία

თითქოს სიტყვების ჯარი გავრითმე
და ჩავამწკრივე ასეულებად,
შიგ ჩავაქსოვე ეგ სინატიფე,
ჩემი გრძნობები ვერ ვთქვი ადვილად.
შენი თვალების ფირუზისფერი
მე მაბრმავებდა სხივთა ციალი,
და შენი სულის სითბო მზისებრი
სიტყვით ვეღარ ვთქვი ოხერტიალით!
შენი მოხვევა ისე მომინდა,
როგორც მზეს უნდა ზღვასთან შეხება,
სული ფიქრებად შენთან მოფრინდა
ყელზე გეხვევა ავგაროზებად!

აღარ შეგაკრთობს ჩემზე ფიქრები,
ვიცი მე შენში გარდავიცვლები!!!!

 
Σχόλια
agni121 14.12.2010

შენი თვალების ფირუზისფერი
მე მაბრმავებდა სხივთა ციალი,
და შენი სულის სითბო მზისებრი
სიტყვით ვეღარ ვთქვი ოხერტიალით!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά