უბრალოდ მომინდა ჩამეწერა
35, Tbilisi, Γεωργία

ლამაზად წერა არ მეხერხება, მიუხედავად იმისა რომ ბავშვობიდან ვჭიდაობთ მე და კალამი ვერ მიმიჩვია, ვერ მიმითვისა...
ბოლოს რომ რაღაც ჩანაწერი გავაკეთე მთელი ცხოვრება დამჭირდა... შატილში საცალფეხო ხიდზე ვიდექი და ვგრძნობდი როგორ მიმაქანებდა ქარი უსასრულობაში ჩემი ხიდიანად, რომელზეც ვიდექი, არაგვიანად, რომელიც არხეინად მოიტალღებოდა ფეხებთან, იმ ხიანად რომელიც ჩემს აშლილ თმას უერთებდა თავის ტოტებს... მერე შებინდებისას ნელა რომ აიკრიბა სინათლე ოთახიდან დათვის ტყავზე გავშალე ფურცელი... სანთლის შუქი... ხის სახლის სუნი და კიდევ რაღაცის... თითქოს მთის, ქმნიდა განწყობას რომ მეწერა... და მაინც არ გამოვიდა ისეთი რომ შემენახა. ან იქნებ შევინახე კიდევაც, მოვძებნი...
არადა სულ სხვა რამე მინდოდა დამეწერა. (მაგრამ ეხლა... არა თითები აღარ მემორჩილება... ჩავკეცავ... ხვალ გავაგრძელებ...)




 
Σχόλια
tEk-100 16.07.2010

არადა სულ სხვა რამე მინდოდა დამეწერა.. :-(

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά