29.01.2009
monatreba
41, Tbilisi, Γεωργία

"მონატრება" გამარჯობა სიხარულო!!!! არ მინდოდა მომეწერა,დიდხანს ვიფიქრე და გადავწყვიტე ბოლოს...იცი შენ უთქმელად დატოვებულ სიტყვებს ფასი ეკარგებათ მერე და სატარებლადაა ძალიან ძნელი...ასე,რომ ვთქვათ ყველაფერი ჯობია და ტკივილად არ დავიტოვოთ გულში... ძალიან მომენატრე,ძალიან მაკლიხარ,ძალიან განვიცდი უშენობას,თითქოს ყველაფერი კარგად იყო,არ უნდა წასულიყავი,ბოლო დროს იღიმოდი და მხიარულობდი ისე როგორც არასდროს...იცი რა გამახსენდა ეხლა?გახსოვს....რომ გნახე,მეორედ იყო მგონი,ბეეეევრი ნაყინი,რომ გაჭამე და შეშინებული დამფრთხალი თვალებით,რომ მიყურებდი,არ გავხდები ცუდადო? ვჭამოო? შეიძლებაო??? მაშინ მივხვდი,როგორ გჯეროდა ჩემი და როგორ უსაფრთხოდ გრძნობდი თავს ჩემთან ერთად....სიგიჟემდე მენატრები!!!!ზოგჯერ მაინც აუტანელი ხდება ეს მონატრება და ისე ძალიან მეტკივილები,რომ როგორც შენ იცოდი ისე ვუჭერ ხელებს ერთმანეთს და ვმშვიდდები თითქოს. რა მოგიყვე?! ისევ ძველებურადაა ყველაფერი,ისევ წვიმს ხოლმე და მერე იდარებს,ისევ ასდის ქალქს სველი მიწის სუნი და ისევ ჩამესმის შენიხმა :"ვგიჟდები ამ სუნზე"რაო სიხარულო?გეგონა დამავიწყდებოდი ასე მალე????-დავა 

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά