მინატრე როცა...თოვლისფერი აპრილი მოვა.....
37, Tbilisi, Γεωργία

როცა თვალებში ჩაგიდგება ვნებისკენ ლტოლვა
მინატრე როცა...თოვლისფერი აპრილი მოვა,
როცა მზის სხივი უკანასკნელ სამოსელს გაგხდის.
მინატრე ყველგან..სიყვარული დაგაკლდეს როცა,
როცა თვალებში ჩაგიდგება სურვილი ჩემი ,
მინატრე როცა...გაუძლისი ტკივილი დაგგღლის,
როცა შენს ფერხთით დაიბნევა ათასი ფერი
და შენს სარკმელთან სიყვარულის ქალღმერთი მოვალ..
მინატრე ღამით...დამილოცე დეკემბრის თოვა
და როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჯე მარტის
მინატრე როცა...თოვლისფერი აპრილი მოვა
მინატრე როცა...გაუძლისი ტკივილი დაგღლის...

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά